თეიმურაზ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 16 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''თეიმურაზ I''' - (1589–1663), კახეთის მეფე 1606–48 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1625–32 წლებში, გამოჩენილი პოეტი. გამეფდა 16 წლის ასაკში, მისი მცირეწლოვნობის გამო სამეფოს ერთხანს დედამისი ქეთევანი განაგებდა.  
+
[[ფაილი:Terimuraz I.JPG|thumb|მეფე თეიმურაზ I]]
 +
'''თეიმურაზ I''' - კახეთის მეფე 1606-1648 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1625-1632 წლებში. [[დავით I (კახეთის მეფე)|დავით I]]-სა და ქეთევან დედოფლის ძე.
  
აღმოსავლეთ [[საქართველო|საქართველოში]] [[ირანი|ირანის]] შაჰის [[აბას I-ის ლაშქრობები საქართველოში|აბას I-ის ლაშქრობის]] დროს თეიმურაზ I და [[ქართლი|ქართლის]] მეფე ლუარსაბ II იმერეთში გაიხიზნენ. 1615 წელს [[თეიმურაზ I]] კახეთში დაბრუნდა და ანტიირანულ [[აჯანყება|აჯანყებას]] ჩაუდგა სათავეში ([[კახეთის აჯანყება 1615]]), მაგრამ 1616 წელს შაჰ-აბასის ახალმა შემოსევამ თეიმურაზ I
+
დაიბადა 1589 წელს. 1606 წლის გაზაფხულზე გახდა კახეთის მეფე. სამეფოს მართვა-გამგეობაში აქტიურად მონაწილეობდა მისი დედა (ქეთევან დედოფალი, ასული აშოთან მუხრან ბატონის. უდიდესი გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობდა ხალხში. თეიმურაზის მეფობის პირველ წლებში ფაქტობრივად იგი განაგებდა სამეფოს. 1624 წელის 12 სექტემბერს [[შაჰ-აბას I|შაჰ აბასი]]ს ბრძანებით აწამეს, მაგრამ [[ქრისტიანობა]]ზე უარი ვერ ათქმევინეს. ქართულმა ეკლესიამ დედოფალი [[წმინდანები|წმინდანად]] აღიარა). შემახის ციხესთან ალყად მდგომმა შაჰ-აბასმა თავისთან იხმო თეიმურაზი, მაგრამ ახალგაზრდა კახთა ბატონი არ ეახლა მრისხანე მბრძანებელს. სამაგიეროდ მასთან გამოცხადდა ქეთევან დედოფალი 1000 კაციანი რაზმით. შაჰ აბასმა წყენა არ შეიმჩნია, დედოფალი დაასაჩუქრა და უკან გამოაბრუნა. 1612 წელს ირანის მბრძანებელმა თავისთან დაიბარა თეიმურაზი და ქართლის მეფე [[ლუარსაბ II|ლუარსაბ]], ვითომდა სანადიროდ. მეფეები არ წავიდნენ შაჰთან, პირიქით, შეთანხმდნენ ერთობლივად ემოქმედათ მტრის წინააღმდეგ.
აიძულა კვლავ იმერეთისთვის შეეფარებინა თავი. 1625 წელს, როდესაც [[ქართველები]] კვლავ აღდგნენ ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ, თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს.
+
  
მარაბდის ბრძოლაში იგი [[გიორგი სააკაძე|გ. სააკაძესთან]] ერთად მეთაურობდა ქართულ ლაშქარს. შემდეგ ქართველ ლიდერებს შორის მტრობა ჩამოვარდა, რაც დაგვირგინდა სააკაძის დამარცხებით [[ბაზალეთის ბრძოლა 1626|ბაზალეთის ბრძოლაში]]. თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მმართველი გახდა. შაჰ-აბასი იძულებული გახდა ამ ფაქტს შერიგებოდა, ვინაიდან თეიმურაზ I-მა ფორმალურად მისი უზენაესობა აღიარა.  
+
1613 წელს აბასი კახეთისკენ დაიძრა. განჯაში მცირე ხნით შეყოვნებულმა თეიმურაზს მძევლები სთხოვა. კახეთის მეფე იძულებული გახდა ჯერ უმცროსი ძე ალექსანდრე და ქეთევან დედოფალი გაეგზავნა, შემდეგ კი უფროსი ვაჟი ლევანიც. შაჰმა თავად თეიმურაზიც დაიბარა, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ეახლა.
  
1632 წელს თეიმურაზ I კვლავ აუჯანყდა ირანელებს და ყარაბაღი მოარბია, მაგრამ ამ ახალ [[ომი|ომში]] ირანის წინააღმდეგ ქართლის თავადების დიდმა ნაწილმა მას მხარი აღარ დაუჭირა. შაჰმა სეფი I-მა 1632
+
1614 წელს [[ყიზილბაშები]] კახეთში შეიჭრნენ. [[ბრძოლა]] გაიმართა ჟალეთის მახლობლად. [[ალყა]]ში მოქცეული კახელები თავგანწირვით ეკვეთნენ მტერს და მეფე სამშვიდობოს გაიყვანეს. მუხრანთან თეიმურაზი ლუარსაბს შეხვდა და მეფეებმა [[იმერეთი|იმერეთს]] შეაფარეს თავი.
წელს ქართლის ტახტი გამაჰმადიანებულ ქართლელ უფლისწულს – როსტომს გადასცა. თეიმურაზ I კიდევ დიდხანს განაგრძობდა [[ბრძოლა|ბრძოლას]], მაგრამ 1648 წელს საბოლოოდ დამარცხდა. მისმა მცდელობამ მიეღო დახმარება უცხოეთის ქრისტიანი მმართველებისგან (რომის პაპი, რუსეთის მეფე) რეალური შედეგი არ
+
გამოიღო. ამიტომ იმედგაცრუებული თეიმურაზ I ბოლოს იძულებული გახდა ისევ შაჰს დამორჩილებოდა და ირანში ჩავიდა. შაჰის კარზე იგი პატივით მიიღეს, მაგრამ შემდეგ, როდესაც შაჰის მიერ დაბარებული მისი შვილიშვილი, ერეკლე, შაჰის კარზე არ გამოცხადდა, თეიმურაზ I-ს გაურისხდნენ და ასტრაბადის ციხეში დაამწყვდიეს, სადაც მალე გარდაიცვალა.
+
  
 +
1615 წლის 15 სექტემბერს დავით ჯანდიერის მეთაურობით [[კახეთის აჯანყება 1615|კახეთში აჯანყება]] დაიწყო. თეიმურაზი დაბრუნდა კახეთში და ბრძოლას ჩაუდგა სათავეში. შაჰ აბასმა დამსჯელი რაზმი გამოგზავნა ალი ყული-ხანის [[სარდლობა|სარდლობით]]. წიწამურთან გამართულ ბრძოლაში 5000 ქართველმა თეიმურაზის მეთაურობით სასტიკი მარცხი აგემა სამჯერ უფრო რიცხვმრავალ მტერს. ალი ყული-ხანის არმია განადგურებულ იქნა. ეს იყო შაჰის პირველი სერიოზული მარცხი [[საქართველო]]ში.
  
 +
1616 წელს შაჰ აბასი თავად წამოუძღვა ყიზილბაშთა ურდოებს, ურჩი კახელების დასასჯელად. თეიმურაზი მიხვდა. რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და კვლავ დასავლეთ საქართველო გადავიდა.
 +
 +
1618 წელს ოსმალეთმა შეტევა დაიწყო ირანის წინააღმდეგ. ხალილ-ფაშას ლაშქრის მეწინავე რაზმში იმყოფებოდა თეიმურაზი თავისი ამალით. კახეთის მეფეს იმედი ჰქონდა, რომ გამარჯვებული სულთანი მას კახეთს დაუბრუნებდა, მაგრამ ოსმალთა ლაშქრობა წარმატებული აღმოჩნდა. თეიმურაზი მაინც არ ურიგდებოდა ბედს. მან რამდენჯერმე გააგზავნა ელჩობა [[რუსეთი|რუსეთში]] (1618, 1624 წწ.) დახმარების სათხოვნელად, თუმცა შორეული ჩრდილოეთიდან რეალური დახმარების გაწევას არ ჩქარობდნენ.
 +
 +
1625 წლის 25 მარტს მარტყოფის აჯანყების მერე [[გიორგი სააკაძე]]მ ელჩები გაუგზავნა [[გონიოს ციხე|გონიოს ციხეში]] მყოფ თეიმურაზს და ის გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფედ მოიწვია. იმავე წლის 1 ივლისს, [[მარაბდის ბრძოლა 1625|მარაბდის ბრძოლა]]ში, სწორედ თეიმურაზი სარდლობდა ქართველთა ლაშქარს. ყიზილბაშებმა ვერ გაუძლეს შეტევას და აირივნენ. მათი ნაწილი უკუიქცა. ცოტაც და ქართველები კიდევ ერთ გამარჯვებას მოიპოვებდნენ, მაგრამ ამ დროს ირანელებს დამხმარე ძალა მოუვიდათ [[აზერბაიჯანი]]ს ბეგლარ-ბეგის შაჰბენდე-ხანის მეთაურობით. მარაბდის ველზე 9 000 ქართველი დაეცა. არც გამარჯვებულ ყიზილბაშებს ადგათ კარგი დღე, მათ 14 000 კაცი დაკარგეს.
 +
 +
შაჰ აბასი მიხვდა, რომ ძალით ვერაფერს გაწყობდა და გადაწყვიტა ციხე შიგნიდან გაეტეხა. მალე უთანხმოება ჩამოვარდა მეფესა და გიორგი სააკაძეს შორის. არავინ აღმოჩნდა, ვინც მათ შეარიგებდა და 1626 წლის შემოდგომაზე, [[ბაზალეთის ტბა]]სთან ქართველები ერთმანეთს შეებრძოლნენ. თეიმურაზმა გაიმარჯვა, ამაში მას დიდი დახმარება გაუწია [[ზურაბ ერისთავი (არაგვის ერისთავი)|ზურაბ არაგვის ერისთავმა]].
 +
 +
1626-1629 წლებში [[ევროპა]]ში იმყოფებოდა თეიმურაზის ელჩი [[ნიკიფორე ჩოლოყაშვილი|ნიკიფორე ირბახი (ჩოლოყაშვილი)]] ის შეხვდა [[ესპანეთი]]ს მეფე [[ფილიპე IV (ესპანეთის მეფე)|ფილიპე IV]]-ს [[რომის პაპი|რომის პაპ]] ურბან VIII-ს, მაგრამ რეალური დახმარება არც დასავლეთიდან ჩანდა. ნიკიფორეს ინიციატივით 1629 წელს [[იტალია]]ში დაისტამბა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი – „ქართულ-იტალიური ლექსიკონი“.
 +
 +
შაჰ აბასის გარდაცვალების მერე (1629) თეიმურაზმა დაიწყო საკუთარი ძალების განმტკიცება. მან ჯერ ზურაბ ერისთავს მოაკვლევინა სიმონ-ხანი, ხოლო შემდეგ არც თავად [[არაგვის ერისთავი]] დაინდო. 1632 წელს თეიმურაზ I-მა, დაუდ-ხან უნდილაძესთან ერთად განჯა-ყარაბაღი მოარბია. ეს ირანის წინააღმდეგ ფაქტობრივად [[ომი]]ს დაწყებას ნიშნავდა და ასევე აღიქვა ეს შაჰ-სეფიმ. მისი ბრძანებით ქართლის ვალად [[როსტომი|როსტომ-ხანი]] დაინიშნა, კახეთი კი სელიმ ხანს მისცა.
 +
 +
1633 წელს როსტომი ქართლში მოვიდა. თეიმურაზმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა და იმერეთს შეაფარა თავი, თავის სიძე ალექსანდრე III-თან.
 +
 +
1634 წელს, ზაალ არაგვის ერისთავის დახმარებით, თეიმურაზმა ქართლის დაბრუნება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ მან მოახერხა სელიმ-ხანის განდევნა და კახეთში გამეფება.
 +
 +
1635 წელს თეიმურაზმა მორიგი ელჩობა გაგზავნა რუსეთში.
 +
 +
1639 წელს კახეთის მეფემ „ფიცის წიგნი“ განაახლა და რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა. მიუხედავად ამისა რუსეთიდან დახმარება მაინც არ ჩანდა.
 +
 +
1642 წელს როსტომ-ხანის წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მოეწყო. მასში მონაწილეობდნენ: ზაალ არაგვის ერისთავი, [[ნოდარ ციციშვილი]], იოთამ ამილახორი, კათოლიკოსი ევდემონ დიასამიძე და სხვები. შეთქმულება გაცემული იქნა და [[ჯარი]]თ მეტეხს მოსული კახთა ბატონი იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.
 +
 +
1648 წელს „გურჯისტანის ვალმა“ ქართლისა და ყიზილბაშთა გაერთიანებული ჯარით კახეთს ილაშქრა. მაღაროსთან ბრძოლაში კახელები დამარცხდნენ, დაიღუპა თეიმურაზის ვაჟი დავითი. კახეთის მეფე ყველამ მიატოვა, და როსტომს თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა მოწინააღმდეგის დაპატიმრება, მაგრამ მან „სულგრძელობა“ გამოიჩინა და საშუალება მისცა თეიმურაზს იმერეთში გადასულიყო. სანამ თეიმურაზი თავისუფალი იყო და სანამ შაჰი ყოველთვის მისი აჯანყების მოლოდინში უნდა ყოფილიყო, ირანის სამეფო კარი შედარებით თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდა როსტომს, როგორც კი თეიმურაზი ყიზილბაშებს ჩაუვარდებოდა ხელში, შაჰი მაშინვე შეზღუდავდა როსტომის უფლებებს. სწორედ ამ მიზეზით არ შეიპყრო როსტომ ხანმა თეიმურაზი.
 +
 +
იმერეთში გახიზნული კახეთის მეფე ბრძოლას არ წყვეტდა და მოკავშირეებს ეძებდა. 1653 წელს მან რუსეთში გაგზავნა თავისი ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი მემკვიდრე, შვილიშვილი, ერეკლე. 1658 წელს მეფე თავად გაემგზავრა ჩრდილოეთში. სამწუხაროდ, კვლავ უშედეგო იყო მისი ცდები მიეღო დახმარება.
 +
 +
1661 წელს იმერეთში დაბრუნებული თეიმურაზი ბერად აღიკვეცა და სკანდეს ციხეში განმარტოვდა. როდესაც [[ვახტანგ V]]-მ იმერეთში ილაშქრა, მას ხელში ჩაუვარდა თეიმურაზი. მთელი ცხოვრება ყიზილბაშების წინააღმდეგ მებრძოლი მეფე ბოლოს ირანში აღმოჩნდა. მაჰმადიანობის მიღებაზე უარის მერე, მხცოვანი მეფე, ასტარაბადის ციხეში გამოკეტეს. 1663 წელს, 74 წლის მეფე გარდაიცვალა. ქართველებმა მისი ნეშტი ჩამოასვენეს და [[ალავერდის ტაძარი|ალავერდის ტაძარში]] დაკრძალეს.
 +
 +
=====მეფე პოეტი=====
 +
თეიმურაზ I კარგად იცნობდა სპარსულ ენასა და მწერლობას და წერდა კიდეც ამ ენაზე. მან გადმოაქართულა სპარსულენოვან სამყაროში ფართოდ გავრცელებული [[პოემა|პოემები]]: „ვარდბულბულიანი”, „ლეილმაჯნუნიანი”. თეიმურაზ I უპირატესობას სასულიერო თემატიკას ანიჭებდა, თუმცა მის პოეზიაში საერო ნაკადიც ბატონობდა. თეიმურაზ I ერთ-ერთმა სცადა ქართულ პოეზიაში ეროვნული თემატიკის დამუშავება. პოემაში „ქეთევან დედოფლის წამება” მან დიდი მღელვარებით აღწერა თავისი დედის, ქეთევან დედოფლის თავდადება სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის. მასვე ეკუთვნის ლირიკული პოემა „მაჯამა”, „თამარის სახე დავით გარეჯას” და სხვ. თეიმურაზ I ქართულ მწერლობაში შემოიღო სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრი. მან დაამკვიდრა მაჯამური ლექსის ფორმა, განავითარა [[გაბაასება|გაბაასების]] ჟანრი, რამაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი ქართულ მწერლობაში.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
* [[საქართველოს მეფეები]]
 +
* [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 +
 
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 +
[[კატეგორია:კახეთის მეფეები]]
 
[[კატეგორია:ქართლ-კახეთის მეფეები]]
 
[[კატეგორია:ქართლ-კახეთის მეფეები]]
 +
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]

მიმდინარე ცვლილება 17:10, 29 ივლისი 2025 მდგომარეობით

მეფე თეიმურაზ I

თეიმურაზ I - კახეთის მეფე 1606-1648 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1625-1632 წლებში. დავით I-სა და ქეთევან დედოფლის ძე.

დაიბადა 1589 წელს. 1606 წლის გაზაფხულზე გახდა კახეთის მეფე. სამეფოს მართვა-გამგეობაში აქტიურად მონაწილეობდა მისი დედა (ქეთევან დედოფალი, ასული აშოთან მუხრან ბატონის. უდიდესი გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობდა ხალხში. თეიმურაზის მეფობის პირველ წლებში ფაქტობრივად იგი განაგებდა სამეფოს. 1624 წელის 12 სექტემბერს შაჰ აბასის ბრძანებით აწამეს, მაგრამ ქრისტიანობაზე უარი ვერ ათქმევინეს. ქართულმა ეკლესიამ დედოფალი წმინდანად აღიარა). შემახის ციხესთან ალყად მდგომმა შაჰ-აბასმა თავისთან იხმო თეიმურაზი, მაგრამ ახალგაზრდა კახთა ბატონი არ ეახლა მრისხანე მბრძანებელს. სამაგიეროდ მასთან გამოცხადდა ქეთევან დედოფალი 1000 კაციანი რაზმით. შაჰ აბასმა წყენა არ შეიმჩნია, დედოფალი დაასაჩუქრა და უკან გამოაბრუნა. 1612 წელს ირანის მბრძანებელმა თავისთან დაიბარა თეიმურაზი და ქართლის მეფე ლუარსაბ, ვითომდა სანადიროდ. მეფეები არ წავიდნენ შაჰთან, პირიქით, შეთანხმდნენ ერთობლივად ემოქმედათ მტრის წინააღმდეგ.

1613 წელს აბასი კახეთისკენ დაიძრა. განჯაში მცირე ხნით შეყოვნებულმა თეიმურაზს მძევლები სთხოვა. კახეთის მეფე იძულებული გახდა ჯერ უმცროსი ძე ალექსანდრე და ქეთევან დედოფალი გაეგზავნა, შემდეგ კი უფროსი ვაჟი ლევანიც. შაჰმა თავად თეიმურაზიც დაიბარა, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ეახლა.

1614 წელს ყიზილბაშები კახეთში შეიჭრნენ. ბრძოლა გაიმართა ჟალეთის მახლობლად. ალყაში მოქცეული კახელები თავგანწირვით ეკვეთნენ მტერს და მეფე სამშვიდობოს გაიყვანეს. მუხრანთან თეიმურაზი ლუარსაბს შეხვდა და მეფეებმა იმერეთს შეაფარეს თავი.

1615 წლის 15 სექტემბერს დავით ჯანდიერის მეთაურობით კახეთში აჯანყება დაიწყო. თეიმურაზი დაბრუნდა კახეთში და ბრძოლას ჩაუდგა სათავეში. შაჰ აბასმა დამსჯელი რაზმი გამოგზავნა ალი ყული-ხანის სარდლობით. წიწამურთან გამართულ ბრძოლაში 5000 ქართველმა თეიმურაზის მეთაურობით სასტიკი მარცხი აგემა სამჯერ უფრო რიცხვმრავალ მტერს. ალი ყული-ხანის არმია განადგურებულ იქნა. ეს იყო შაჰის პირველი სერიოზული მარცხი საქართველოში.

1616 წელს შაჰ აბასი თავად წამოუძღვა ყიზილბაშთა ურდოებს, ურჩი კახელების დასასჯელად. თეიმურაზი მიხვდა. რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და კვლავ დასავლეთ საქართველო გადავიდა.

1618 წელს ოსმალეთმა შეტევა დაიწყო ირანის წინააღმდეგ. ხალილ-ფაშას ლაშქრის მეწინავე რაზმში იმყოფებოდა თეიმურაზი თავისი ამალით. კახეთის მეფეს იმედი ჰქონდა, რომ გამარჯვებული სულთანი მას კახეთს დაუბრუნებდა, მაგრამ ოსმალთა ლაშქრობა წარმატებული აღმოჩნდა. თეიმურაზი მაინც არ ურიგდებოდა ბედს. მან რამდენჯერმე გააგზავნა ელჩობა რუსეთში (1618, 1624 წწ.) დახმარების სათხოვნელად, თუმცა შორეული ჩრდილოეთიდან რეალური დახმარების გაწევას არ ჩქარობდნენ.

1625 წლის 25 მარტს მარტყოფის აჯანყების მერე გიორგი სააკაძემ ელჩები გაუგზავნა გონიოს ციხეში მყოფ თეიმურაზს და ის გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფედ მოიწვია. იმავე წლის 1 ივლისს, მარაბდის ბრძოლაში, სწორედ თეიმურაზი სარდლობდა ქართველთა ლაშქარს. ყიზილბაშებმა ვერ გაუძლეს შეტევას და აირივნენ. მათი ნაწილი უკუიქცა. ცოტაც და ქართველები კიდევ ერთ გამარჯვებას მოიპოვებდნენ, მაგრამ ამ დროს ირანელებს დამხმარე ძალა მოუვიდათ აზერბაიჯანის ბეგლარ-ბეგის შაჰბენდე-ხანის მეთაურობით. მარაბდის ველზე 9 000 ქართველი დაეცა. არც გამარჯვებულ ყიზილბაშებს ადგათ კარგი დღე, მათ 14 000 კაცი დაკარგეს.

შაჰ აბასი მიხვდა, რომ ძალით ვერაფერს გაწყობდა და გადაწყვიტა ციხე შიგნიდან გაეტეხა. მალე უთანხმოება ჩამოვარდა მეფესა და გიორგი სააკაძეს შორის. არავინ აღმოჩნდა, ვინც მათ შეარიგებდა და 1626 წლის შემოდგომაზე, ბაზალეთის ტბასთან ქართველები ერთმანეთს შეებრძოლნენ. თეიმურაზმა გაიმარჯვა, ამაში მას დიდი დახმარება გაუწია ზურაბ არაგვის ერისთავმა.

1626-1629 წლებში ევროპაში იმყოფებოდა თეიმურაზის ელჩი ნიკიფორე ირბახი (ჩოლოყაშვილი) ის შეხვდა ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ს რომის პაპ ურბან VIII-ს, მაგრამ რეალური დახმარება არც დასავლეთიდან ჩანდა. ნიკიფორეს ინიციატივით 1629 წელს იტალიაში დაისტამბა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი – „ქართულ-იტალიური ლექსიკონი“.

შაჰ აბასის გარდაცვალების მერე (1629) თეიმურაზმა დაიწყო საკუთარი ძალების განმტკიცება. მან ჯერ ზურაბ ერისთავს მოაკვლევინა სიმონ-ხანი, ხოლო შემდეგ არც თავად არაგვის ერისთავი დაინდო. 1632 წელს თეიმურაზ I-მა, დაუდ-ხან უნდილაძესთან ერთად განჯა-ყარაბაღი მოარბია. ეს ირანის წინააღმდეგ ფაქტობრივად ომის დაწყებას ნიშნავდა და ასევე აღიქვა ეს შაჰ-სეფიმ. მისი ბრძანებით ქართლის ვალად როსტომ-ხანი დაინიშნა, კახეთი კი სელიმ ხანს მისცა.

1633 წელს როსტომი ქართლში მოვიდა. თეიმურაზმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა და იმერეთს შეაფარა თავი, თავის სიძე ალექსანდრე III-თან.

1634 წელს, ზაალ არაგვის ერისთავის დახმარებით, თეიმურაზმა ქართლის დაბრუნება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ მან მოახერხა სელიმ-ხანის განდევნა და კახეთში გამეფება.

1635 წელს თეიმურაზმა მორიგი ელჩობა გაგზავნა რუსეთში.

1639 წელს კახეთის მეფემ „ფიცის წიგნი“ განაახლა და რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა. მიუხედავად ამისა რუსეთიდან დახმარება მაინც არ ჩანდა.

1642 წელს როსტომ-ხანის წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მოეწყო. მასში მონაწილეობდნენ: ზაალ არაგვის ერისთავი, ნოდარ ციციშვილი, იოთამ ამილახორი, კათოლიკოსი ევდემონ დიასამიძე და სხვები. შეთქმულება გაცემული იქნა და ჯარით მეტეხს მოსული კახთა ბატონი იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.

1648 წელს „გურჯისტანის ვალმა“ ქართლისა და ყიზილბაშთა გაერთიანებული ჯარით კახეთს ილაშქრა. მაღაროსთან ბრძოლაში კახელები დამარცხდნენ, დაიღუპა თეიმურაზის ვაჟი დავითი. კახეთის მეფე ყველამ მიატოვა, და როსტომს თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა მოწინააღმდეგის დაპატიმრება, მაგრამ მან „სულგრძელობა“ გამოიჩინა და საშუალება მისცა თეიმურაზს იმერეთში გადასულიყო. სანამ თეიმურაზი თავისუფალი იყო და სანამ შაჰი ყოველთვის მისი აჯანყების მოლოდინში უნდა ყოფილიყო, ირანის სამეფო კარი შედარებით თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდა როსტომს, როგორც კი თეიმურაზი ყიზილბაშებს ჩაუვარდებოდა ხელში, შაჰი მაშინვე შეზღუდავდა როსტომის უფლებებს. სწორედ ამ მიზეზით არ შეიპყრო როსტომ ხანმა თეიმურაზი.

იმერეთში გახიზნული კახეთის მეფე ბრძოლას არ წყვეტდა და მოკავშირეებს ეძებდა. 1653 წელს მან რუსეთში გაგზავნა თავისი ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი მემკვიდრე, შვილიშვილი, ერეკლე. 1658 წელს მეფე თავად გაემგზავრა ჩრდილოეთში. სამწუხაროდ, კვლავ უშედეგო იყო მისი ცდები მიეღო დახმარება.

1661 წელს იმერეთში დაბრუნებული თეიმურაზი ბერად აღიკვეცა და სკანდეს ციხეში განმარტოვდა. როდესაც ვახტანგ V-მ იმერეთში ილაშქრა, მას ხელში ჩაუვარდა თეიმურაზი. მთელი ცხოვრება ყიზილბაშების წინააღმდეგ მებრძოლი მეფე ბოლოს ირანში აღმოჩნდა. მაჰმადიანობის მიღებაზე უარის მერე, მხცოვანი მეფე, ასტარაბადის ციხეში გამოკეტეს. 1663 წელს, 74 წლის მეფე გარდაიცვალა. ქართველებმა მისი ნეშტი ჩამოასვენეს და ალავერდის ტაძარში დაკრძალეს.

[რედაქტირება] მეფე პოეტი

თეიმურაზ I კარგად იცნობდა სპარსულ ენასა და მწერლობას და წერდა კიდეც ამ ენაზე. მან გადმოაქართულა სპარსულენოვან სამყაროში ფართოდ გავრცელებული პოემები: „ვარდბულბულიანი”, „ლეილმაჯნუნიანი”. თეიმურაზ I უპირატესობას სასულიერო თემატიკას ანიჭებდა, თუმცა მის პოეზიაში საერო ნაკადიც ბატონობდა. თეიმურაზ I ერთ-ერთმა სცადა ქართულ პოეზიაში ეროვნული თემატიკის დამუშავება. პოემაში „ქეთევან დედოფლის წამება” მან დიდი მღელვარებით აღწერა თავისი დედის, ქეთევან დედოფლის თავდადება სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის. მასვე ეკუთვნის ლირიკული პოემა „მაჯამა”, „თამარის სახე დავით გარეჯას” და სხვ. თეიმურაზ I ქართულ მწერლობაში შემოიღო სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრი. მან დაამკვიდრა მაჯამური ლექსის ფორმა, განავითარა გაბაასების ჟანრი, რამაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი ქართულ მწერლობაში.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები