დიდი ბუტბუტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დიდი ბუტბუტა''' (ლათ. Hippolais pallida Hemprich et Ehrenberg, 1833) − ფრინველი [[ბეღურასნა...)
 
(კვება)
 
ხაზი 18: ხაზი 18:
  
 
====კვება====  
 
====კვება====  
დიდი ბუტბუტას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის [[მწერები]], მათი კვერცხები და [[ლარვა|ლარვები]], რომელთაც იგი პოულობს მცენარეთა ღეროებსა და [[ფოთოლ|ფოთლებზე]]. ჭამს ობობებსა და ჭიებსაც.
+
დიდი ბუტბუტას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის [[მწერები]], მათი კვერცხები და [[ლარვა|ლარვები]], რომელთაც იგი პოულობს მცენარეთა ღეროებსა და [[ფოთოლი|ფოთლებზე]]. ჭამს ობობებსა და ჭიებსაც.
  
 
====მნიშვნელობა====  
 
====მნიშვნელობა====  

მიმდინარე ცვლილება 12:39, 6 აგვისტო 2025 მდგომარეობით

დიდი ბუტბუტა (ლათ. Hippolais pallida Hemprich et Ehrenberg, 1833) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

დიდი ბუტბუტა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 65-70 მმ-ია, კუდი 55-60 მმ, ნისკარტი – 10-12 მმ, წონა – 10-12 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველის თავი, ზურგი და კუდზედა ბუმბულები ერთფეროვანი ღია მოწაბლისფრო-რუხია. წარბებსზედა ზოლები მოთეთრო-ჟანგმიწისფერია. მომქნევები და საჭის ბუმბულები მურაა. ახალ ბუმბულსაფარველზე მეორე რიგის მომქნევების გარეთა მარაოებს კარგად ემჩნევათ ჟანგმიწისფერი, ხოლო პირველი რიგის მომქნევებს – მოთეთრო არშიები. ზაფხულში, გახუნებულ ბუმბულსაფარველზე ისინი შეუმჩნეველია. საჭის კიდურა ბუმბულებს გარეთა მარაოებზე მოთეთრო არშია და ბოლოში მოთეთრო ლაქები აქვთ. საჭის ბუმბულების წვეროები რამდენადმე წამახვილებულია. ყელი, მკერდი, მუცელი, გვერდები და კუდქვეშა ბუმბულები მოთეთროა, ნისკარტზედა მურა-რქის ფერია, ნისკარტქვედა – მოყვითალო, ფეხები – რუხი.

აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური დიდი ბუტბუტა – H. p. elaeica Lindermayer, 1843.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი წყვეტილია და შედგება რამდენიმე იზოლირებული ტერიტორიისაგან. იგი მოიპოვება პირენეისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულებზე; აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ნილოსის ქვემო დინების მიდამოებში; უფრო ვრცელია არეალი, რომელიც მოიცავს მცირე აზიას, არაბეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ავღანეთს, ამიერკავკასიას, შუა აზიას, ყაზახეთის სამხრეთი ნაწილის ჩათვლით. ზამთრობს აფრიკაში, არაბეთში და პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სამხრეთ საქართველოში ცნობილია, როგორც მობუდარი ფრინველი. მიმოფრენის დროს გვხვდება სხვა ადგილებშიც.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს ნაირგვარი წყალსატევის ლელქაშიან, ბუჩქნარიან ან წვრილტყიან სანაპიროებზე, ხეხილოვან თუ დეკორატიულ ბაღებში, ზოგჯერ პარკებში. ვერტიკალურად ვრცელდება 1250 მ-მდე ზღვის დონიდან.

[რედაქტირება] გამრავლება

მოხდენილი და საკმაოდ მაგარ, ჯამის ფორმის ბუდეს აგებს ძირითადად დედალი. იგი შეიძლება იყოს მიწიდან 45-200 სმ-ის სიმაღლეზე, ფშატზე, თუთაზე, ბროწეულზე, საქსაულზე, იალღუნზე. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველად მაისის პირველ რიცხვებში, ხოლო მეორედ ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში დებს 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი, მაგრამ ზოგჯერ მას ცვლის მამალიც. საინკუბაციო პერიოდი 14 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

დიდი ბუტბუტას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის მწერები, მათი კვერცხები და ლარვები, რომელთაც იგი პოულობს მცენარეთა ღეროებსა და ფოთლებზე. ჭამს ობობებსა და ჭიებსაც.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

მრავალი მავნე მწერის განადგურებით გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები