ხარაბაძე გოგი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხარაბაძე გოგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი ხარაბაძე“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Gogi xarabaZe.png|thumb|გოგი ხარაბაძე]] | ||
'''გიორგი (გოგი) ხარაბაძე''' – (დ. 12 ივლისი, 1942, [[თბილისი]], — გ. 17 აგვისტო, 2023), მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1985), დავით კლდიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1983), [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] [[ლაურეატი]] (1989). | '''გიორგი (გოგი) ხარაბაძე''' – (დ. 12 ივლისი, 1942, [[თბილისი]], — გ. 17 აგვისტო, 2023), მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1985), დავით კლდიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1983), [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] [[ლაურეატი]] (1989). | ||
მიმდინარე ცვლილება 16:15, 20 აგვისტო 2025 მდგომარეობით
გიორგი (გოგი) ხარაბაძე – (დ. 12 ივლისი, 1942, თბილისი, — გ. 17 აგვისტო, 2023), მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1985), დავით კლდიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1983), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989).
„რუსთაველის გამზირზე, 33 ნომერში დავიბადე 1942 წლის 12 ივლისს, მერე რუსთაველის გამზირზევე პირველ საშუალო სკოლაში შევედი, რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე და ახლა, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი ვარ… აი, ეს არის ჩემი მოკლე ბიოგრაფია“, – წერს გიორგი ხარაბაძე წიგნში „თქვენ მომაგონდით“.
რუსთაველის თეატრის სპექტაკლი, რომელშიც გიორგი ხარაბაძემ თავისი პირველი მთავარი როლი შეასრულა, იყო „ბრალდება“ (1964).
მას შემდეგ შესრულებული აქვს 70-მდე როლი. მათ შორის: ილია ჭავჭავაძის როლი — „მგზავრის წერილები“, ოიდიპოსი – სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, ივანე მრისხანე — ალ. ტოლსტოის „ივანე მრისხანეს სიკვდილი“, მეფე ლირი — შექსპირის „მეფე ლირი“, ტიტუს ანდრონიკუსი — შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსი“, ჩეშკოვი — დვორეცკის „უცხო კაცი“, ლიონია შინდინი – „ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი“, ლენინი — შატროვის „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“, მეფე ბასილიო – კალდერონის „ცხოვრება სიზმარია“, ანტონიუსი შექსპირის „ანტონიუსი და კლეოპატრა“…
1964 წელს ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვეში“ შეასრულა თავისი პირველი კინოროლი. მას შემდეგ ოცდაათამდე ფილმში აქვს ნათამაშევი. მათ შორისაა ფილმები: „დათა თუთაშხია“, „რაიკომის მდივანი“, „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „მესამე“, „გამოცხადება“, „ელზა“, „დონ კიხოტი“, „განთავისუფლება“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“…
1972-1975 წლებში მსახიობს ორჯერ აქვს მიღებული საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის დაწესებული პრემია.
989 წელს, სატელევიზიო მონოსპექტაკლში აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და დავით კლდიაშვილის როლების განსახიერებისათვის, გიორგი ხარაბაძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.