ტრაიანეს სვეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 3: ხაზი 3:
  
საგანგებოდ უნდა გამოვყოთ აპოლოდორ დამასკელის მიერ პირველად შემოღებული და განხორციელებული არქიტექტურული თემა – გამარჯვების მონუმენტური სვეტი. ეს იყო არქიტექტურულ-სკულპტურული ნაწარმოების სრულიად ახალი ტიპი, რომელიც შეიქმნა როგორც საიმპერატორო ძალაუფლების განდიდების ახალი ფორმა. ტრაიანეს სვეტმა კარგად გაუძლო ჟამთა სიავეს და ჩვენს დრომდე თითქმის დაუზიანებლად მოაღწია.  
 
+
[[ფაილი:Traianes svetis bareliefi.png|thumb|მარცხნივ|ტრაიანეს სვეტის ბარელიეფი]]
 
ოცდათხუთმეტ მეტრამდე სიმაღლის [[მარმარილო]]ს სვეტი დგას ხუთი მეტრის სიმაღლის კვადრატულ [[კვარცხლბეკი|კვარცხლბეკზე]]. [[პოსტამენტი|პოსტამენტში]] გაჭრილი კარის თავზე წარწერაა: „სენატმა და რომაელმა ხალხმა (აღუმართა ეს სვეტი) იმპერატორ კეისარ ნერვა ტრაიანე ავგუსტუსს, ღვთაებრივი ნერვას ძეს… მამულის მამას…“. ტექსტში აღნიშნულია აგრეთვე, რომ სვეტის სიმაღლე მიანიშნებს, თუ რა სიმაღლის ბორცვი იყო გადათხრილი ამ ნაგებობებისთვის (ფორუმისათვის) ადგილის გამოსათავისუფლებლად. სვეტი აგებული იყო 1,5 მეტრის სიმაღლის მარმარილოს [[ცილინდრი (გეომეტრია)|ცილინდრებისაგან]]. პოსტამენტის შესასვლელთან სვეტის შიგნით იწყებოდა [[ხვეული კიბე]], რომლის 185 საფეხური მიემართებოდა სვეტის ზედა ნაწილში მოთავსებული ბაქნისაკენ.
 
[[ფაილი:Romaeli legionerebi.png|thumb|რომაელი ლეგიონერები]]
 
სვეტი დასრულებული იყო დორიული [[კაპიტელი]]თ, რომელსაც ეყრდნობოდა პოსტამენტი [[არწივი|არწივის]] [[ქანდაკება|ქანდაკებისათვის]], რომელიც აგვირგვინებდა თავდაპირველად სვეტს. ტრაიანეს გარდაცვალების შემდეგ (117 წ.) სვეტის კვარცხლბეკში დაასვენეს [[ოქრო]]ს ურნა მისი ფერფლით, და არწივის ქანდაკება იმპერატორის სკულპტურული ფიგურით შეცვალეს. გამარჯვების სვეტი იმპერატორის მავზოლიუმად იქცა. XVI საუკუნეში ტრაიანეს ქანდაკება წმ. [[პეტრე მოციქული|პეტრე]]ს ქანდაკებით შეცვალეს.
 
ტრაიანეს სვეტის მთავარი ღირსშესანიშნაობაა რელიეფური ზოლი, რომელიც სპირალურად ეხვევა მის ტანს და მთლიანად ფარავს სვეტს ბაზისიდან სვეტისთავამდე. მისი სიგრძე 200 მეტრია. სიუჟეტის შერჩევა შემთხვევითი როდი იყო. დაკების სამეფოს წინააღმდეგ [[ბრძოლა]] ტრაიანეს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ეპიზოდია. დაკების ტომები მოსახლობდნენ დუნაის სანაპიროებზე (დღევანდელი [[რუმინეთი]]ს ტერიტორია). ტრაიანემ მათ წინააღმდეგ წარმატებით ჩაატარა ორი კამპანია (101-103 წწ. და 105-106 წწ.). ამ ომებში გამარჯვების აღსანიშნავად ტრაიანემ თავის ტიტულებს დაუმატა კიდევ ერთი – „დაკიელი“.
 
[[ფაილი:Romaul cixesimagreze Tavdasxmis scena.png|thumb|მარცხნივ|რომაულ ციხესიმაგრეზე თავდასხმის სცენა]]
ტრაიანეს სვეტის [[რელიეფი (სკულპტურა)|რელიეფებზე]], როგორც წიგნის ფურცლებზე იშლება დაკებთან ბრძოლის ეპიზოდები. უდიდესი კეთილსინდისიერებითა და გულმოდგინებით არის მოთხრობილი ამ დიდი სამხედრო კამპანიის ისტორია: ციხეების [[ალყა]], ცხენოსანთა შეტაკებები (სარმატებთან ბრძოლის ეპიზოდები), [[ბანაკი რომაული|სამხედრო ბანაკების]] ხედები, [[საფორტიფიკაციო ნაგებობები]], დუნაის გადალახვა, ციხე-სიმაგრეთა აღება. უდიდესი სიზუსტით არის გადმოცემული ისტორიული რეალიები, ჩაცმულობა, იარაღი, სხვადასხვა ეთნიკური ტიპები, ნაგებობათა მრავალგვარობა, სადაც დაცულია ყოველი შენობის არქიტექტურული სახე. სწორედ აქ არის შემონახული აპოლოდორ დამასკელის დიდი ხიდის გამოსახულება, იგი ჩართულია ერთ-ერთ ეპიზოდში და ქმნის ფონს მრავალფიგურიანი ჯგუფისათვის, რელიეფზე შესანიშნავად არის გადმოცემული [[ხიდი (არქიტექტურა)|ხიდი]]ს ფორმა, მისი კონსტრუქცია (თუმცა არ არის ზუსტად გადმოცემული ბურჯების რაოდენობა, რადგან ეს კომპოზიციის მწყობრ აგებულებას დაარღვევდა. შთამბეჭდავია რომაელ ლეგიონერთა ჯგუფები. ყოველი რომაელი თითქმის პორტრეტული სიზუსტით არის დახასიათებული. გასაოცარია კოსტიუმთა, საომარი აღჭურვილობისა და სამხედრო ატრიბუტების (დროშაკები, შტანდარტები) გადმოცემის ოსტატობა. დიდებული და მეტყველია იმპერატორის ფიგურა, რომელიც ჩართულია ცალკეულ ეპიზოდში. საბრძოლო ეპიზოდების გადმოცემისას დაცულია ისტორიული სიმართლე. ამასთან, ხაზგასმულია რომაული სამხედრო ძალის უძლეველობა, იმპერატორის ყოვლისშემძლეობა.  
+
ტრაიანეს სვეტის [[რელიეფი (სკულპტურა)|რელიეფებზე]], როგორც წიგნის ფურცლებზე იშლება დაკებთან ბრძოლის ეპიზოდები. უდიდესი კეთილსინდისიერებითა და გულმოდგინებით არის მოთხრობილი ამ დიდი სამხედრო კამპანიის ისტორია: ციხეების [[ალყა]], ცხენოსანთა შეტაკებები (სარმატებთან ბრძოლის ეპიზოდები), [[ბანაკი რომაული|სამხედრო ბანაკების]] ხედები, [[საფორტიფიკაციო ნაგებობები]], დუნაის გადალახვა, [[ციხესიმაგრე]]თა აღება. უდიდესი სიზუსტით არის გადმოცემული ისტორიული რეალიები, ჩაცმულობა, იარაღი, სხვადასხვა ეთნიკური ტიპები, [[ნაგებობა]]თა მრავალგვარობა, სადაც დაცულია ყოველი [[შენობა|შენობის]] არქიტექტურული სახე. სწორედ აქ არის შემონახული აპოლოდორ დამასკელის დიდი ხიდის გამოსახულება, იგი ჩართულია ერთ-ერთ ეპიზოდში და ქმნის ფონს მრავალფიგურიანი ჯგუფისათვის, რელიეფზე შესანიშნავად არის გადმოცემული [[ხიდი (არქიტექტურა)|ხიდი]]ს ფორმა, მისი კონსტრუქცია (თუმცა არ არის ზუსტად გადმოცემული ბურჯების რაოდენობა, რადგან ეს კომპოზიციის მწყობრ აგებულებას დაარღვევდა. შთამბეჭდავია რომაელ ლეგიონერთა ჯგუფები. ყოველი რომაელი თითქმის პორტრეტული სიზუსტით არის დახასიათებული. გასაოცარია კოსტიუმთა, საომარი აღჭურვილობისა და სამხედრო ატრიბუტების (დროშაკები, შტანდარტები) გადმოცემის ოსტატობა. დიდებული და მეტყველია იმპერატორის ფიგურა, რომელიც ჩართულია ცალკეულ ეპიზოდში. საბრძოლო ეპიზოდების გადმოცემისას დაცულია ისტორიული სიმართლე. ამასთან, ხაზგასმულია რომაული სამხედრო ძალის უძლეველობა, იმპერატორის ყოვლისშემძლეობა.  
 
+
[[ფაილი:TAVDASXMA DAKEBZE.png|thumb|გზის მშენებლობა მთებში (I); თავდასხმა დაკიურ სოფელზე (II)]]
 
ტრაიანეს სვეტის რელიეფები რომაული ისტორიული რელიეფის ბრწყინვალე ნიმუშია. გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც – სვეტის რელიეფები ერთნაირი გულმოდგინებითა და ვირტუოზული ოსტატობითაა შესრულებული სვეტის მთელ სიმაღლეზე, მიუხედავად იმისა, რომ მაღლა აზიდულ სვეტზე ზედა ნაწილებში განლაგებული რელიეფები თვალისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელია. რომაული მოქანდაკისათვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ისტორიული სიმართლე, რეალისტური პრინციპი გამოსახულებისა, რომ ნებისმიერ დონეზე იგი თავისი პრინციპების ერთგული რჩებოდა.
 
ხაზი 21: ხაზი 21:
 
[[კატეგორია:რომაული არქიტექტურა]]
 
[[კატეგორია:რომაული არქიტექტურა]]
 
[[კატეგორია:ძველი რომი]]
 
[[კატეგორია:ძველი რომი]]
[[კატეგორია:რომისი ფორუმი]]
+
[[კატეგორია:რომის ფორუმი]]
 +
[[კატეგორია:ტრიუმფალური სვეტები]]

მიმდინარე ცვლილება 17:11, 6 ნოემბერი 2025 მდგომარეობით

ტრაიანეს სვეტი

ტრაიანეს სვეტი – (ლათ. Columna Traiana, იტალ. La Colonna Traiana), ტრიუმფალური სვეტი ძველ რომში, მდებარეობს იმპერატორ ტრაიანეს ფორუმზე. სვეტი აიგო არქიტექტორ აპოლოდორე დამასკელის პროექტის მიხედვით, 113 წელს, ტრაიანეს დაკიელებზე მოპოვებული გამარჯვების უკვდავსაყოფად.

საგანგებოდ უნდა გამოვყოთ აპოლოდორ დამასკელის მიერ პირველად შემოღებული და განხორციელებული არქიტექტურული თემა – გამარჯვების მონუმენტური სვეტი. ეს იყო არქიტექტურულ-სკულპტურული ნაწარმოების სრულიად ახალი ტიპი, რომელიც შეიქმნა როგორც საიმპერატორო ძალაუფლების განდიდების ახალი ფორმა. ტრაიანეს სვეტმა კარგად გაუძლო ჟამთა სიავეს და ჩვენს დრომდე თითქმის დაუზიანებლად მოაღწია.

ტრაიანეს სვეტის ბარელიეფი

ოცდათხუთმეტ მეტრამდე სიმაღლის მარმარილოს სვეტი დგას ხუთი მეტრის სიმაღლის კვადრატულ კვარცხლბეკზე. პოსტამენტში გაჭრილი კარის თავზე წარწერაა: „სენატმა და რომაელმა ხალხმა (აღუმართა ეს სვეტი) იმპერატორ კეისარ ნერვა ტრაიანე ავგუსტუსს, ღვთაებრივი ნერვას ძეს… მამულის მამას…“. ტექსტში აღნიშნულია აგრეთვე, რომ სვეტის სიმაღლე მიანიშნებს, თუ რა სიმაღლის ბორცვი იყო გადათხრილი ამ ნაგებობებისთვის (ფორუმისათვის) ადგილის გამოსათავისუფლებლად. სვეტი აგებული იყო 1,5 მეტრის სიმაღლის მარმარილოს ცილინდრებისაგან. პოსტამენტის შესასვლელთან სვეტის შიგნით იწყებოდა ხვეული კიბე, რომლის 185 საფეხური მიემართებოდა სვეტის ზედა ნაწილში მოთავსებული ბაქნისაკენ.

რომაელი ლეგიონერები

სვეტი დასრულებული იყო დორიული კაპიტელით, რომელსაც ეყრდნობოდა პოსტამენტი არწივის ქანდაკებისათვის, რომელიც აგვირგვინებდა თავდაპირველად სვეტს. ტრაიანეს გარდაცვალების შემდეგ (117 წ.) სვეტის კვარცხლბეკში დაასვენეს ოქროს ურნა მისი ფერფლით, და არწივის ქანდაკება იმპერატორის სკულპტურული ფიგურით შეცვალეს. გამარჯვების სვეტი იმპერატორის მავზოლიუმად იქცა. XVI საუკუნეში ტრაიანეს ქანდაკება წმ. პეტრეს ქანდაკებით შეცვალეს.

ტრაიანეს სვეტის მთავარი ღირსშესანიშნაობაა რელიეფური ზოლი, რომელიც სპირალურად ეხვევა მის ტანს და მთლიანად ფარავს სვეტს ბაზისიდან სვეტისთავამდე. მისი სიგრძე 200 მეტრია. სიუჟეტის შერჩევა შემთხვევითი როდი იყო. დაკების სამეფოს წინააღმდეგ ბრძოლა ტრაიანეს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ეპიზოდია. დაკების ტომები მოსახლობდნენ დუნაის სანაპიროებზე (დღევანდელი რუმინეთის ტერიტორია). ტრაიანემ მათ წინააღმდეგ წარმატებით ჩაატარა ორი კამპანია (101-103 წწ. და 105-106 წწ.). ამ ომებში გამარჯვების აღსანიშნავად ტრაიანემ თავის ტიტულებს დაუმატა კიდევ ერთი – „დაკიელი“.

რომაულ ციხესიმაგრეზე თავდასხმის სცენა

ტრაიანეს სვეტის რელიეფებზე, როგორც წიგნის ფურცლებზე იშლება დაკებთან ბრძოლის ეპიზოდები. უდიდესი კეთილსინდისიერებითა და გულმოდგინებით არის მოთხრობილი ამ დიდი სამხედრო კამპანიის ისტორია: ციხეების ალყა, ცხენოსანთა შეტაკებები (სარმატებთან ბრძოლის ეპიზოდები), სამხედრო ბანაკების ხედები, საფორტიფიკაციო ნაგებობები, დუნაის გადალახვა, ციხესიმაგრეთა აღება. უდიდესი სიზუსტით არის გადმოცემული ისტორიული რეალიები, ჩაცმულობა, იარაღი, სხვადასხვა ეთნიკური ტიპები, ნაგებობათა მრავალგვარობა, სადაც დაცულია ყოველი შენობის არქიტექტურული სახე. სწორედ აქ არის შემონახული აპოლოდორ დამასკელის დიდი ხიდის გამოსახულება, იგი ჩართულია ერთ-ერთ ეპიზოდში და ქმნის ფონს მრავალფიგურიანი ჯგუფისათვის, რელიეფზე შესანიშნავად არის გადმოცემული ხიდის ფორმა, მისი კონსტრუქცია (თუმცა არ არის ზუსტად გადმოცემული ბურჯების რაოდენობა, რადგან ეს კომპოზიციის მწყობრ აგებულებას დაარღვევდა. შთამბეჭდავია რომაელ ლეგიონერთა ჯგუფები. ყოველი რომაელი თითქმის პორტრეტული სიზუსტით არის დახასიათებული. გასაოცარია კოსტიუმთა, საომარი აღჭურვილობისა და სამხედრო ატრიბუტების (დროშაკები, შტანდარტები) გადმოცემის ოსტატობა. დიდებული და მეტყველია იმპერატორის ფიგურა, რომელიც ჩართულია ცალკეულ ეპიზოდში. საბრძოლო ეპიზოდების გადმოცემისას დაცულია ისტორიული სიმართლე. ამასთან, ხაზგასმულია რომაული სამხედრო ძალის უძლეველობა, იმპერატორის ყოვლისშემძლეობა.

გზის მშენებლობა მთებში (I); თავდასხმა დაკიურ სოფელზე (II)

ტრაიანეს სვეტის რელიეფები რომაული ისტორიული რელიეფის ბრწყინვალე ნიმუშია. გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც – სვეტის რელიეფები ერთნაირი გულმოდგინებითა და ვირტუოზული ოსტატობითაა შესრულებული სვეტის მთელ სიმაღლეზე, მიუხედავად იმისა, რომ მაღლა აზიდულ სვეტზე ზედა ნაწილებში განლაგებული რელიეფები თვალისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელია. რომაული მოქანდაკისათვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ისტორიული სიმართლე, რეალისტური პრინციპი გამოსახულებისა, რომ ნებისმიერ დონეზე იგი თავისი პრინციპების ერთგული რჩებოდა.

რომაული ფორუმების დიდებულ ნაშთებს არაერთი ადამიანის აღტაცება გამოუწვევია. მათ შორის, ვინც აღფრთოვანებული სტრიქონები უძღვნა ტრაიანეს სვეტს, იყო დიდი ფრანგი მწერალი სტენდალი: „ტრაიანეს სვეტის ბარელიეფები მე მიმაჩნია ისტორიული სტილის სრულყოფილ ნიმუშად; აქ არაფერია დახვეწილი, მაგრამ ვერ ნახავთ დაუმთავრებელს. სხეულის ნაკვთები აქ თითქმის ისევე გრანდიოზულად არის გადმოცემული, როგორც ფიდიასთან; ეს არის რომაელთა მიერ დატოვებული ყველაზე დასრულებული ავტოპორტრეტი. ადრე თუ გვიან რომის ყველა ისტორიაში დაბეჭდავენ ამ სამხედრო გმირობათა გრავიურებს.“

[რედაქტირება] წყარო

შედევრები და საუკუნეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები