ბრაჰე ტიხო
(ახალი გვერდი: '''ტიხო ბრაჰე''' – (Tycho Brahe; დ. 14 დეკემბერი, 1546 — გ. 24 ოქტომბერი, 1601), XVI საუკ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტიხო ბრაჰე“ გადაიტანა გვერდზე „ბრაჰე ტიხო“) |
13:58, 12 იანვარი 2026-ის ვერსია
ტიხო ბრაჰე – (Tycho Brahe; დ. 14 დეკემბერი, 1546 — გ. 24 ოქტომბერი, 1601), XVI საუკუნის დანიელი ასტრონომი.
დაიბადა შონენში (დანია), სწავლობდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაგზავნეს საზღვარგარეთ, რომ მომზადებულიყო სახელმწიფო სამსახურისათვის. საზღვარგარეთ ყოფნა მან გამოიყენა უმთავრესად ასტრონომიის შესასწავლად და საკუთარი გამოკელევების წარმოებისათვის. პირველმავე შრომამ „ახალი ვარსკვლავის შესახებ“ ტინო ბრაჰეს სახელი გაუთქვა არა მარტო თავის სამშობლოში, არამედ საზღვარგარეთაც.
1576 წელს ტიხო ბრაპე გადასახლდა კუნძულ გვინეაში, რომ იქ ეწარმოებინა ასტრონომიული დაკვირვებები. 20 წლის ნაყოფიერი მუშაობის შედეგად თავის მრავალ მოწაფესთან ერთად მან მიაღწია დაკვირვებათა ისეთ სიზუსტეს, რომელსაც მანამდე არსად ადგილი არ ჰქონია. ამ დაკვირვებებმა გზა გაუკაფეს ტისო ბრაჰეს დიდ თეორიულ მიღწევებს და სანიმუშონი გახდნენ შემდგომი დაკვირვებებისათვის.
ტიხო ბრაჰე იყო ერთ-ერთი იმ პიონერთაგანი, რომლებიც ცდილობდნენ ბუნების შესწავლას ცდისა და დაკვირვებათა სფუძველზე. ამ მხრივ იგი ითვლება გალილეისა და კეპლერის წინამორბედად, თუმცა მთლიანად არ იზიარებდა კოპერნიკის მოძღვრებას. მან სამყაროს აგებულების შესახებ შექმნა თავისი სისტემა, რომელშიც დედამიწა უძრავ სამყაროდ აღიარა. კოპერნიკის სისტემის უპირატესობა ტიხო ბრაჰემ შეინარჩუნა იმით, რომ მზე ჩათვალა დედამიწის გარშემო მოძრავად, ხოლო პლანეტები — მზის გარშემო. ამრიგად, მზიური სისტემის ყოველი სხეულისათვის ფარდობითი მოძრაობა რჩება ისეთივე, როგორიცაა კოპერნიკის სისტემაში.
ტინო ბრაჰეს დიდი `ღვაწლი მიუძღვის ტრიგონომეტრიის განვითარებაში; მის ნაშრომში ვპოულობთ მოცემული სამი ელემენტის საშუალებით ბრტყელი და სფერული სამკუთხედების ამოხსნის წესებს.