სოფელ ორტევის წმინდა გიორგის ეკლესია
(→წყარო) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
სამხრეთ ფასადის ქვედა ნაწილში ჩაყოლებულია თლილი ქვის დიდი [[კვადრი|კვადრები]], რომლებზეც ტოლმკლავა [[ჯვარი|ჯვრების]] რელიეფური გამოსახულებაა. | სამხრეთ ფასადის ქვედა ნაწილში ჩაყოლებულია თლილი ქვის დიდი [[კვადრი|კვადრები]], რომლებზეც ტოლმკლავა [[ჯვარი|ჯვრების]] რელიეფური გამოსახულებაა. | ||
დასავლეთის სარკმელს შირიმის ქვა აჩარჩოებს. ეკლესიის [[ფასადი|ფასადები]] სადაა. კარნიზი მარტივპროფილიანია. | დასავლეთის სარკმელს შირიმის ქვა აჩარჩოებს. ეკლესიის [[ფასადი|ფასადები]] სადაა. კარნიზი მარტივპროფილიანია. | ||
| − | ეკლესია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადახურულია | + | ეკლესია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადახურულია შიფერით. |
ეკლესიაში იატაკი ბევრგან აყრილია. ინტერიერში ნალესობა ჩამოცვენილია. აღმოსავლეთი სარკმელი ძლიერ დაზიანებულია. | ეკლესიაში იატაკი ბევრგან აყრილია. ინტერიერში ნალესობა ჩამოცვენილია. აღმოსავლეთი სარკმელი ძლიერ დაზიანებულია. | ||
22:32, 26 იანვარი 2026-ის ვერსია
სოფელ ორტევის წმინდა გიორგის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - სოფლის სასაფლაოზე მდებარე ეკლესია ნაგებია როგორც რიყის, ისე ფლეთილი ქვით – სქელ დუღაბზე. კუთხეებში გამოყენებულია კარგად თლილი ქვა. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია კოლოფა აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. მის ორსავე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. სატრიუმფო თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. აბსიდის იატაკის დონე ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკთან შედარებით.
ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრული ფორმისაა. კამარის სარჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. პილასტრების საშუალებით გრძივი კედლები თითქმის ორ ტოლ ნაწილად იყოფა. პილასტრების კაპიტელები მარტივპროფილიანია. კაპიტელებს და აბსიდის მხრებს კედლის თაღები ეყრდნობა.
დარბაზი ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის თაღოვანი და სამხრეთის სწორკუთხა სარკმლებით. დასავლეთი სარკმელი შიგნიდან გარეთ ვიწროვდება. ინტერიერი შეთეთრებულია, იატაკი დაგებულია ქართული აგურით. სამხრეთი შესასვლელი თაღოვანია, ტიმპანი სადაა. შესასვლელის ორივე მხარეს კრონშტეინებია. სამხრეთ ფასადის ქვედა ნაწილში ჩაყოლებულია თლილი ქვის დიდი კვადრები, რომლებზეც ტოლმკლავა ჯვრების რელიეფური გამოსახულებაა. დასავლეთის სარკმელს შირიმის ქვა აჩარჩოებს. ეკლესიის ფასადები სადაა. კარნიზი მარტივპროფილიანია. ეკლესია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადახურულია შიფერით. ეკლესიაში იატაკი ბევრგან აყრილია. ინტერიერში ნალესობა ჩამოცვენილია. აღმოსავლეთი სარკმელი ძლიერ დაზიანებულია.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა