ათენა და მარსიასი (ქანდაკება)
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Atena da marsiasi.png|thumb|150პქ|ათენა და მარსიასი]] | [[ფაილი:Atena da marsiasi.png|thumb|150პქ|ათენა და მარსიასი]] | ||
| − | '''ათენა და მარსიასი''' – ძველბერძენი მოქანდაკის | + | '''ათენა და მარსიასი''' – ძველბერძენი მოქანდაკის [[მირონი (მოქანდაკე)|მირონი]]ს ორი ფიგურისაგან შემდგარი ქანდაკება, რომელიც გვიანდელი რომაული ასლის სახით შემოგვრჩა. |
| − | ორი დამოუკიდებელი ფიგურისაგან შემდგარი ეს კომპოზიცია | + | ორი დამოუკიდებელი ფიგურისაგან შემდგარი ეს კომპოზიცია ბერძნული მითის საფუძველზეა შექმნილი. [[ათენა]]მ გამოიგონა [[ფლეიტა]]. მასზე დაკვრის დროს [[ნიმფები|ნიმფებმა]] დასცინეს, ლოყები სასაცილოდ გებერება და უშნოვდებიო. |
განრისხებულმა ათენამ შეიძულა თავისი ნახელავი, მოისროლა და ბრძანა, დასჯილიყო, ვინც გაბედავდა ფლეიტაზე დაკვრას. მირონის კომპოზიციაში სწორედ ის მომენტია ასახული, როდესაც ათენას მიერ გადაგდებული ფლეიტის ასაღებად დახრილი, ათენას წყევლით შეძრწუნებული [[მარსიასი]] უკან იხევს. როგორც „[[დისკობოლოსი (ქანდაკება)|დისკობოლოსში]]“, აქაც საქმე გვაქვს კონკრეტული მომენტის ასახვასთან, რაც საერთოდ დამახასიათებელია მირონის შემოქმედებისათვის. | განრისხებულმა ათენამ შეიძულა თავისი ნახელავი, მოისროლა და ბრძანა, დასჯილიყო, ვინც გაბედავდა ფლეიტაზე დაკვრას. მირონის კომპოზიციაში სწორედ ის მომენტია ასახული, როდესაც ათენას მიერ გადაგდებული ფლეიტის ასაღებად დახრილი, ათენას წყევლით შეძრწუნებული [[მარსიასი]] უკან იხევს. როგორც „[[დისკობოლოსი (ქანდაკება)|დისკობოლოსში]]“, აქაც საქმე გვაქვს კონკრეტული მომენტის ასახვასთან, რაც საერთოდ დამახასიათებელია მირონის შემოქმედებისათვის. | ||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | * [[ხელოვნების ისტორია]] | + | * [[ანტიკური საბერძნეთი (ხელოვნების ისტორია)|ანტიკური საბერძნეთი]] |
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]] | [[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]] | ||
[[კატეგორია:ძველბერძნული ქანდაკება]] | [[კატეგორია:ძველბერძნული ქანდაკება]] | ||
[[კატეგორია:მირონი]] | [[კატეგორია:მირონი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:46, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
ათენა და მარსიასი – ძველბერძენი მოქანდაკის მირონის ორი ფიგურისაგან შემდგარი ქანდაკება, რომელიც გვიანდელი რომაული ასლის სახით შემოგვრჩა.
ორი დამოუკიდებელი ფიგურისაგან შემდგარი ეს კომპოზიცია ბერძნული მითის საფუძველზეა შექმნილი. ათენამ გამოიგონა ფლეიტა. მასზე დაკვრის დროს ნიმფებმა დასცინეს, ლოყები სასაცილოდ გებერება და უშნოვდებიო. განრისხებულმა ათენამ შეიძულა თავისი ნახელავი, მოისროლა და ბრძანა, დასჯილიყო, ვინც გაბედავდა ფლეიტაზე დაკვრას. მირონის კომპოზიციაში სწორედ ის მომენტია ასახული, როდესაც ათენას მიერ გადაგდებული ფლეიტის ასაღებად დახრილი, ათენას წყევლით შეძრწუნებული მარსიასი უკან იხევს. როგორც „დისკობოლოსში“, აქაც საქმე გვაქვს კონკრეტული მომენტის ასახვასთან, რაც საერთოდ დამახასიათებელია მირონის შემოქმედებისათვის.
კომპოზიცია კონტრასტებზეა აგებული. ათენა და მარსიასი ყველაფრით ერთმანეთის ანტიპოდები არიან. ათენა მშვიდად დგას, მარსიასი კი მძაფრ მოძრაობაშია გამოსახული. ათენას კოჭებამდე ქიტონი მოსავს, მარსიასი კი შიშველია; ათენა ახალგაზრდა, მშვენიერი და ლამაზია, მარსიასი კი – ასაკოვანი, უშნო, შემზარავი. მოქმედ გმირთა სახეების ამგვარი დაპირისპირებით კომპოზიციაში იქმნება კონფლიქტი. წინააღმდეგობა ღვთაებრივ-ადამიანურ სულიერ მდგომარეობასა და ერთგვარ ცხოველურ, სტიქიურ აფექტს შორის. პირველს, ანუ ღვთაებრივ-ადამიანურს, აქ ათენა განასახიერებს. ათენას მრისხანება თავშეკავებულია და ვერაფერს აკლებს მის კეთილშობილ იერს, მის ღირსებას, რაც მის მყარ, მედიდურ პოზასა და სახის ამაყ და ოდნავ ქედმაღალ გამომეტყველებაში აშკარად გამოსჭვივის. მარსიასი კი თავისი ცხოველურად მოქნილი მოძრაობითა და დისჰარმონიული სახით შეცბუნებას, გაუცნობიერებელ ემოციას ანუ სტიქიურ აფექტ გამოხატავს. ამ დაპირისპირების მიუხედავად, მირონი გასაოცარი ოსტატობით ახერხებს ამ ორი, სრულიად განსხვავებული, ფიგურის მთელად შეკვრას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფიგურები ცალ-ცალკეც სრულიად სრულყოფილნი არიან და თითოეული დამოუკიდებლადაც შესანიშნავად აღიქმება, ერთმანეთის გვერდით მდგარნი, ისინი დასრულებულობის, ერთიანობის შთაბეჭდილებას ქმნიან. ეს მიღწეულია კომპოზიციის ჩაკეტილობით: ორივე ფიგურა ერთმანეთზეა ორიენტირებული, ერთმანეთისაკენ მიბრუნებული. ამას ემატება ისიც, რომ, პოზათა სხვაობის მიუხედავად, ორივე ფიგურა ერთ სიბრტყეში ეწერება, რის გამოც მთელი კომპოზიცია ფრონტალურად წარდგება მნახველის წინაშე და მისი აღქმა მთლიანობაში ერთი წერტილიდანაა შესაძლებელი.