ცაჰან ოვგნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ცაჰან ოვგნ-ი / ცაჰან ავვა''' ''(ყალ. Цаhан өвгн / Цаhан авва – „თეთრი მოხუ...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ცაჰან ავვა“ გადაიტანა გვერდზე „ცაჰან ოვგნი“ გადამისამართებაზე)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 14:37, 19 დეკემბერი 2018 მდგომარეობით

ცაჰან ოვგნ-ი / ცაჰან ავვა (ყალ. Цаhан өвгн / Цаhан авва – „თეთრი მოხუცი“) – სიცოცხლის, ნაყოფიერებისა და კეთილდღეობის მფარველი ყალმუხურ (ბუდისტურ) პანთეონში; დაკავშირებულია „თეთრი თვის“ საახალწლო დღესასწაულთან („ცაჰან სარ-ი“), ამიტომაც უწოდებენ „წელიწადის გამგებელს“ (Жилийн эзэн). ბუდისტურ იკონოგრაფიაში იგი წარმოდგენილია გრძელი და თეთრწვერა მოხუცის სახით, ხელში კრიალოსნითა და ყავარჯნით.

მონღოლურ ბუდისტურ მონასტრებში „თეთრი მოხუცის“ გამოსახულებას, როგორც წესი, ტაძრის შესასვლელში დგამენ, ხოლო საკურთხეველზე მას ყველაზე დაბალი ადგილი განეკუთვნება. XX ს-ის დასაწყისში ბოგდოს წმინდა მთაზე, სადაც ყალმუხების ბუდისტური სალოცავი – ობო – მდებარეობდა, ცაჰან ოვგნის / ცაჰან ავვას ქანდაკება იდგა. აქ მორწმუნე ყალმუხები ლოცულობდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Бакаева Э. П. Будизм в Калмыкии. Элиста, 1994;
  • მისივე, Белый старец: особенности мифологических характеристик у калмыков // Доклады и тезисы Международ-ногосимпозиума «Бурят-монголы накануне III тысячелетия: опыт качевой цивилизации. Россия-Восток-Запад в судьбе народа». Улан-Уде, 1997;
  • Багырева С. Г. Старокалмыцкое искусство XVII- начала XX века. М., 2005;

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები