სცენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სცენა''' — (ლათ. scaena) # ადგილი, სადაც წარმოებს თეატრალური მოქმე...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სცენა''' —  (ლათ. scaena)  
+
'''სცენა''' —  (ლათ. scaena, < ბერძნ. skene – კარავი, თეატრალური ფიცარნაგი), თეატრალური წარმოდგენის მოედანი; [[თეატრალური ნაგებობები|თეატრალური ნაგებობის]] ძირითადი ნაწილი.
  
# ადგილი, სადაც წარმოებს თეატრალური მოქმედება.  
+
სცენის თანამედროვე ტიპი ჩამოყალიბდა [[თეატრი]]ს განვითარების პარალელურად, ხანგრძლივი ევოლუციის შედეგად. ევროპული სცენის პირველსახე იყო [[ორქესტრა]] [[ძველბერძნული თეატრი|ძველბერძნულ თეატრში]] (მრგვალი, იშვიათად, ნახევარწრისებური მოედანი, განთავსებული მაყურებლების დასაჯდომ ადგილსა და [[სკენე]]ს შორის). წარმოდგენის დროს ორქესტრა ეკავა [[ქორო]]ს; მე-5-4 საუკუნეებში ძვ. წ. აქვე თამაშობდნენ მსახიობებიც. [[ელინიზმი]]ს ეპოქაში მსახიობთა სათამაშო ადგილად იქცა [[პროსკენე]]. ძველრომაულ თეატრში სასცენო მოედნად იყენებდნენ [[პროსცენიუმი|პროსცენიუმს]], რომელიც განთავსებული იყო ორქესტრას დიამეტრის გასწვრივ.
# თეატრალური მოქმედების ცალკეული ნაწილი, ეპიზოდი.
+
# იგივეა, რაც [[თეატრი]].
+
  
 +
შუა საუკუნეებში მოხეტიალე მსახიობები თავიანთ წარმოდგენებს მართავდნენ ღია ცის ქვეშ, ქალაქებისა და სოფლის [[მოედანი|მოედნებზე]] და არ იყენებდნენ სპეციალურად აგებულ სცენას. ამ პერიოდში სხვადასხვა ტიპის სცენური მოედნების წარმოშობა დაკავშირებული იყო რელიგიური [[ჟანრი|ჟანრების]] გაფურჩქვნასთან ([[ლიტურგიკული დრამა]], [[მირაკლი]], [[მისტერია (თეატრი)|მისტერია]], [[მორალიტე]]). მისტერიის [[ეკლესია|ეკლესიიდან]] გასვლის შემდგომ, წარმოიშვა სცენური ფიცარნაგის განსაკუთრებული სახეობა – [[პეჯენტი]], გადაადგილებადი ორსართულიანი ოთხთვალა.
 +
 +
მე-16 საუკუნის ინგლისში წარმოდგენები იმართებოდა სასტუმროების [[ეზო]]ებში. მე-17 საუკუნის პირველი მეოთხედის დასასრულს, ინგლისურ სამაყურებლო თეატრში ჩამოყალიბდა ე.წ. შექსპირული სცენა. ეს იყო ფიცარნაგი, მიწიდან ამაღლებული ადამიანის სიმაღლემდე ([[პარტერი (თეატრი)|პარტერში]] მყოფნი სპექტაკლს ფეხზე მდგარნი უყურებდნენ).
 +
 +
სცენური ფიცარნაგის სხვა ტიპი, მიახლოებული ამჟამინდელთან, წარმოიშვა [[იტალია]]ში [[აღორძინება|აღორძინების]] პერიოდში (მე-16 საუკუნის დასაწყისი), სადაც პერსპექტივის გამოყენებამ წარმოშვა სიღრმისეული პერსპექტივის მქონე სცენის [[პლანშეტი (თეატრი)|პლანშეტი]], რომელზეც აგებული იყო პერსპექტიული დეკორაციები (თეატრი ფერარეში, 1508). 1539 წ. ვიცენჩეში არქიტექტორმა ს. სერლიომ ააგო დროებითი თეატრალური [[შენობა]], რომლის არქიტექტურულ კომპოზიციაში გააერთიანა [[ანტიკური თეატრი]]ს ტრადიციები ([[ამფითეატრი]] და [[პროსცენიუმი]]) და პერსპექტივის ახალი გამომსახველი საშუალებები. ეს კომპოზიცია იქცა მომავალი სცენა-კოლოფის პირველსახედ. 1585 წ. ფლორენციაში პირველად იქნა გამოყენებული [[კულისები|კულისების]] მოწყობილობა ტელარიების სახით. 1794 წ. ჰამბურგში ფ.ლ. შრიოდორმა პირველმა გამოიყენა პავილიონი, რომელმაც სწრაფად ჰპოვა გავრცელება პირველი მბრუნავი სცენა შეიქმნა [[იაპონია]]ში (მე-18 ს. შუახანი). 1884 წ. ბუდაპეშტის საოპერო თეატრში წარმოიშვა სცენა, რომელშიც მოწყობილ იქნა ოთხპლანიანი ჰიდრავლიკური [[ამწე]]ები აქვე პირველად გამოყენებულ იქნა ჰორიზონტის ეფექტი. 1896 წ. [[გერმანია]]ში კ. ლაუტენშლეგერმა გამოიგონა სცენის მბრუნავი წრე. მე-19 ს. ბოლოს იზრდება კოლოსნიკების სიმაღლე.
 +
 +
თანამედროვე თეატრის სცენა არის შემოფარგლული კოლოფი, რომელიც მაყურებელთა დარბაზს უერთდება პორტალის ღიადით. სცენის ზომები დამოკიდებულია მაყურებელთა დარბაზის ზომაზე. სცენის სათამაშო ნაწილი შედგება მოედნის, [[ავანსცენა|ავანსცენის]], [[არიერსცენა|არიერსცენისა]] და კულისებისაგან.
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:თეატრის არქიტექტურა]]

მიმდინარე ცვლილება 01:53, 31 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით

სცენა — (ლათ. scaena, < ბერძნ. skene – კარავი, თეატრალური ფიცარნაგი), თეატრალური წარმოდგენის მოედანი; თეატრალური ნაგებობის ძირითადი ნაწილი.

სცენის თანამედროვე ტიპი ჩამოყალიბდა თეატრის განვითარების პარალელურად, ხანგრძლივი ევოლუციის შედეგად. ევროპული სცენის პირველსახე იყო ორქესტრა ძველბერძნულ თეატრში (მრგვალი, იშვიათად, ნახევარწრისებური მოედანი, განთავსებული მაყურებლების დასაჯდომ ადგილსა და სკენეს შორის). წარმოდგენის დროს ორქესტრა ეკავა ქოროს; მე-5-4 საუკუნეებში ძვ. წ. აქვე თამაშობდნენ მსახიობებიც. ელინიზმის ეპოქაში მსახიობთა სათამაშო ადგილად იქცა პროსკენე. ძველრომაულ თეატრში სასცენო მოედნად იყენებდნენ პროსცენიუმს, რომელიც განთავსებული იყო ორქესტრას დიამეტრის გასწვრივ.

შუა საუკუნეებში მოხეტიალე მსახიობები თავიანთ წარმოდგენებს მართავდნენ ღია ცის ქვეშ, ქალაქებისა და სოფლის მოედნებზე და არ იყენებდნენ სპეციალურად აგებულ სცენას. ამ პერიოდში სხვადასხვა ტიპის სცენური მოედნების წარმოშობა დაკავშირებული იყო რელიგიური ჟანრების გაფურჩქვნასთან (ლიტურგიკული დრამა, მირაკლი, მისტერია, მორალიტე). მისტერიის ეკლესიიდან გასვლის შემდგომ, წარმოიშვა სცენური ფიცარნაგის განსაკუთრებული სახეობა – პეჯენტი, გადაადგილებადი ორსართულიანი ოთხთვალა.

მე-16 საუკუნის ინგლისში წარმოდგენები იმართებოდა სასტუმროების ეზოებში. მე-17 საუკუნის პირველი მეოთხედის დასასრულს, ინგლისურ სამაყურებლო თეატრში ჩამოყალიბდა ე.წ. შექსპირული სცენა. ეს იყო ფიცარნაგი, მიწიდან ამაღლებული ადამიანის სიმაღლემდე (პარტერში მყოფნი სპექტაკლს ფეხზე მდგარნი უყურებდნენ).

სცენური ფიცარნაგის სხვა ტიპი, მიახლოებული ამჟამინდელთან, წარმოიშვა იტალიაში აღორძინების პერიოდში (მე-16 საუკუნის დასაწყისი), სადაც პერსპექტივის გამოყენებამ წარმოშვა სიღრმისეული პერსპექტივის მქონე სცენის პლანშეტი, რომელზეც აგებული იყო პერსპექტიული დეკორაციები (თეატრი ფერარეში, 1508). 1539 წ. ვიცენჩეში არქიტექტორმა ს. სერლიომ ააგო დროებითი თეატრალური შენობა, რომლის არქიტექტურულ კომპოზიციაში გააერთიანა ანტიკური თეატრის ტრადიციები (ამფითეატრი და პროსცენიუმი) და პერსპექტივის ახალი გამომსახველი საშუალებები. ეს კომპოზიცია იქცა მომავალი სცენა-კოლოფის პირველსახედ. 1585 წ. ფლორენციაში პირველად იქნა გამოყენებული კულისების მოწყობილობა ტელარიების სახით. 1794 წ. ჰამბურგში ფ.ლ. შრიოდორმა პირველმა გამოიყენა პავილიონი, რომელმაც სწრაფად ჰპოვა გავრცელება პირველი მბრუნავი სცენა შეიქმნა იაპონიაში (მე-18 ს. შუახანი). 1884 წ. ბუდაპეშტის საოპერო თეატრში წარმოიშვა სცენა, რომელშიც მოწყობილ იქნა ოთხპლანიანი ჰიდრავლიკური ამწეები აქვე პირველად გამოყენებულ იქნა ჰორიზონტის ეფექტი. 1896 წ. გერმანიაში კ. ლაუტენშლეგერმა გამოიგონა სცენის მბრუნავი წრე. მე-19 ს. ბოლოს იზრდება კოლოსნიკების სიმაღლე.

თანამედროვე თეატრის სცენა არის შემოფარგლული კოლოფი, რომელიც მაყურებელთა დარბაზს უერთდება პორტალის ღიადით. სცენის ზომები დამოკიდებულია მაყურებელთა დარბაზის ზომაზე. სცენის სათამაშო ნაწილი შედგება მოედნის, ავანსცენის, არიერსცენისა და კულისებისაგან.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები