არიან-ქართლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 11 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''არიან ქართლი''' - ამ სამეფოზე  საუბარია მეუფე ანანიას საეკლესიო წიგნებში, როგორც [[საქართველო|საქართველოს]] ეკლესიის ისტორიის პირველ ნაწილში, ასევე წიგნში, რომლის სრული სათაურია: „ქართველთა წინაპრების ბიბლიური ისტორია ადამიდან იესომდე“. მას ასევე დიდი ადგილი უჭირავს ქართულ მატიანეებში: „მოქცევაჲ ქართლისაჲ და „[[ქართლის ცხოვრება]]“. საკმაო ყურადღებას უთმობს ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლის პირველი ტომიც ''(იხ.1964 წ. გამოც. გვ. 81)''
+
'''არიან-ქართლი''' - ქვეყანა, [[ქართველები|ქართველი]] ხალხის თავდაპირველი სამშობლო.
  
ძალიან საინტერესოა არიან ქართლის დაარსების ისტორია, რომელსაც მეუფე ანანია VI-V საუკუნეების მრავალ სახელგანთქმულ ისტორიკოსთა და იერემია წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველების დამოწმებით ასე მოგვითხრობს: ქრისტეს შობამდე 800 წელს კოლხეთს შემოესია ჩრდილო [[კავკასია|კავკასიის]] იქითა სტეპების ძალზე ძლიერი ხალხი - კიმირიელები, რომელთაც გაანადგურეს რა კოლხეთი და გზა გააგრძელეს სამხრეთისაკენ, სხვა დაპყრობილ ხალხთან ერთად თან გაიყოლეს კოლხებიც. კიმირიელები ისრაელის მთებამდეც მისულან და დაუპყრიათ ისრაელი. კოლხეთის სამხედრო არისტოკრატიას ძალიან გამოუჩენია თავი და მათ აქ შეუქმნიათ ქართული სამეფო, რომელსაც უძველესი ქართულ-ისტორიული წყარო „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ „არიან ქართლს“ უწოდებს, ხოლო უცხოელები კი მას ძველ იბერიად მოიხსენიებენ.
+
ძველი ქართული ქრონიკა („მოქცევაჲ ქართლისაჲ“) გვაწვდის ცნობას, რომ ქართველები გადმოსახლებული არიან არიან-ქართლიდან, [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს დროს, სახელდობრ, ნათქვამია, რომ ალექსანდრე მაკედონელმა არიან-ქართლის მეფის შვილი [[აზო]] დასვა მეფედ [[მცხეთა]]ში. აზომ არიან ქართლიდან მოიყვანა ხალხი, რომელთაგან წარმოიშვნენ ქართველებიო. ამრიგად, ისტორიული ქრონიკა გვარწმუნებს რომ ქართველთა წინაპრები არიან-ქართლიდან მოსულან. ამავე ცნობას გვაწვდის ძველი სომეხი ისტორიკოსი [[მოსე ხორენელი]] (V საუკ).
  
ამ სამეფოს მეფის ძე იყო აზონი ანუ აზო, რომელიც „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელმა ქართლის დაპყრობის შემდეგ ქართლის მმართველად  დატოვა.
+
რა იგულისხმება „არიან-ქართლში“, რა ქვეყანაა ეს მეცნიერებაში მთლად ნათელი არ არის და ამ საკითხში დღემდე მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
  
არიან-ქართლის პრობლემას სხვადასხვა დროის მრავალი მკვლევარი შეეხო, მაგრამ სათანადოდ გაშუქებული მაინც არ არის. აზრთა სხვადასვხაობას განსაკუთრებით სახელის – „არიანის“ რაობა იწვევს. ზოგი მკვლევარი მას აზოს მამის სახელად მიიჩნევს, ზოგი – ქვეყნისა და მის მცხოვრებთა სახელის მსაზღვრელად. საცილობელია არიან-ქართლის ლოკალოზაციის საკითხიც. მართალია, ყველა მკვლევარის აზრით, იგი კავკასიის სამხრეთით მდებარეობდა, მაგრამ კერძოდ სად, დადგენილი არ არის. ამ საკითხის შესახებ არსებულ მოსაზრებათა შორის განსაკუთრებით საგულისხმოა ორი აზრი: აკადემიკოსი ს. ჯანაშია თვლის, რომ არიან-ქართლი „წარმოადგენს მოგონებას ჰარი ქვეყნის, როგორც ქართველთა უძველესი საცხოვრისის შესახებ. რეალურად აქ შესაძლებელია იგულისხმებოდეს როგორც მიტანი, ისე ურარტუც, ვანის ტბის მიდამოები, რადგანაც ჰარი ქვეყანა შეიცავდა ერთსაც და მეორესაც“ ''(შრომები, ტ. 2, გვ. 70).''
+
ისტორიკოსი [[მოსე ჯანაშვილი]] ფიქრობდა, რომ ეს არის შუა აზიის „არიანა“.
  
. მელიქიშვილის აზრით, არიან-ქართლი უნდა იყოს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი კუთხე, რომელიც ერთ დროს აქემენიდთა ირანის საბრძანებელში შედიოდა და რომელსაც უფრო ჩრდილოეთით მოსახლე ქართველები არიან-ქართლს ანუ ირანის ქართლს უწოდებდნენ.
+
აკად. [[ჯანაშია სიმონ|ს. ჯანაშია]]ს გამოკვლევით, „არიან-ქართლი“ წარმოადგენს მოგონებას ჰარი-ქვეყნის, როგორც ქართველთა უძველესი საცხოვრისის შესახებ. რეალურად აქ შესაძლებელია იგულისხმებოდეს როგორც მიტანი, ისე ურარტუც, ვანის ტბის მიდამოებში, რადგანაც... ჰარი ქვეყანა შეიცავდა ერთსაც და მეორესაც“. ს. ჯანაშიას რედაქციით გამოსულ „საქართველოს ისტორიაში“ (1943 წ.) კი ნათქვამია: „არიან-ქართლი ჰარის ქვეყანას უნდა გულისხმობდეს. ასე ეწოდებოდა, როგორც ვიცით, ძველი სუბარეთის სამხრეთ რაიონებს. აზო იგივე იასონია, რომელსაც ბერძნებში იბერიის მამამთავრად თვლიდნენ. ამრიგად, გადმოცემაში დაცულია მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ გადმოვიდა აღმოსავლეთ-ქართული სახელმწიფოს ცენტრი სამხრეთიდან ჩდრილოეთში“.
  
 +
აკად. [[მელიქიშვილი გიორგი|გ. მელიქიშვიმა]] გამოთქვა ასეთი ვარაუდი: ხომ არ შეიძლება „არიან“ „პირენეის“ დამახინჯება იყოს? (რაკი ძველ სამყაროში ასე პოპულარული იყო აზრი [[ესპანეთი]]ს - პირენეის - იბერიიდან კავკასიის იბერიაში ხალხის გადმოსახლების შესახებ). იგივე მეცნიერი ყურადღებას მიაქცევს სხვა შესაძლებლობებსაც: პონტოს სამეფოს დამაარსებელი მითრიდატე, რომელიც მოსე ხორენელის ცნობით, ალექსანდრე მაკედონელმა დააყენა იბერთა მმართველად, ითვლებოდა - „კიოსისა და არრიანას“ მეფედ („არრინა“ სად იყო, არ ვიცით). ხომ არ შეიძლებოდა, რომ რომელიმე ლიტერატურული წყაროს საფუძველზე ამ „არრინა“-დან ქართული „არიან“ წარმომდგარიყო, სვამს კითხვას გ. მელიქიშვილი.
  
 +
ასეთია „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ მოცემული ცნობის შესახებ არსებული ინტერპრეტაციები. ეს საკითხი რთულია და გამოცანად ქცეული.
  
== წყარო ==
 
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
 
  
[[კატეგორია:რელიგია]]
+
 
 +
==წყარო==
 +
[[საენათმეცნიერო საუბრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
[[კატეგორია:დაუსაბუთებელი სტატიები]]
 

მიმდინარე ცვლილება 23:19, 5 ივნისი 2024 მდგომარეობით

არიან-ქართლი - ქვეყანა, ქართველი ხალხის თავდაპირველი სამშობლო.

ძველი ქართული ქრონიკა („მოქცევაჲ ქართლისაჲ“) გვაწვდის ცნობას, რომ ქართველები გადმოსახლებული არიან არიან-ქართლიდან, ალექსანდრე მაკედონელის დროს, სახელდობრ, ნათქვამია, რომ ალექსანდრე მაკედონელმა არიან-ქართლის მეფის შვილი აზო დასვა მეფედ მცხეთაში. აზომ არიან ქართლიდან მოიყვანა ხალხი, რომელთაგან წარმოიშვნენ ქართველებიო. ამრიგად, ისტორიული ქრონიკა გვარწმუნებს რომ ქართველთა წინაპრები არიან-ქართლიდან მოსულან. ამავე ცნობას გვაწვდის ძველი სომეხი ისტორიკოსი მოსე ხორენელი (V საუკ).

რა იგულისხმება „არიან-ქართლში“, რა ქვეყანაა ეს მეცნიერებაში მთლად ნათელი არ არის და ამ საკითხში დღემდე მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი ფიქრობდა, რომ ეს არის შუა აზიის „არიანა“.

აკად. ს. ჯანაშიას გამოკვლევით, „არიან-ქართლი“ წარმოადგენს მოგონებას ჰარი-ქვეყნის, როგორც ქართველთა უძველესი საცხოვრისის შესახებ. რეალურად აქ შესაძლებელია იგულისხმებოდეს როგორც მიტანი, ისე ურარტუც, ვანის ტბის მიდამოებში, რადგანაც... ჰარი ქვეყანა შეიცავდა ერთსაც და მეორესაც“. ს. ჯანაშიას რედაქციით გამოსულ „საქართველოს ისტორიაში“ (1943 წ.) კი ნათქვამია: „არიან-ქართლი ჰარის ქვეყანას უნდა გულისხმობდეს. ასე ეწოდებოდა, როგორც ვიცით, ძველი სუბარეთის სამხრეთ რაიონებს. აზო იგივე იასონია, რომელსაც ბერძნებში იბერიის მამამთავრად თვლიდნენ. ამრიგად, გადმოცემაში დაცულია მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ გადმოვიდა აღმოსავლეთ-ქართული სახელმწიფოს ცენტრი სამხრეთიდან ჩდრილოეთში“.

აკად. გ. მელიქიშვიმა გამოთქვა ასეთი ვარაუდი: ხომ არ შეიძლება „არიან“ „პირენეის“ დამახინჯება იყოს? (რაკი ძველ სამყაროში ასე პოპულარული იყო აზრი ესპანეთის - პირენეის - იბერიიდან კავკასიის იბერიაში ხალხის გადმოსახლების შესახებ). იგივე მეცნიერი ყურადღებას მიაქცევს სხვა შესაძლებლობებსაც: პონტოს სამეფოს დამაარსებელი მითრიდატე, რომელიც მოსე ხორენელის ცნობით, ალექსანდრე მაკედონელმა დააყენა იბერთა მმართველად, ითვლებოდა - „კიოსისა და არრიანას“ მეფედ („არრინა“ სად იყო, არ ვიცით). ხომ არ შეიძლებოდა, რომ რომელიმე ლიტერატურული წყაროს საფუძველზე ამ „არრინა“-დან ქართული „არიან“ წარმომდგარიყო, სვამს კითხვას გ. მელიქიშვილი.

ასეთია „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ მოცემული ცნობის შესახებ არსებული ინტერპრეტაციები. ეს საკითხი რთულია და გამოცანად ქცეული.


[რედაქტირება] წყარო

საენათმეცნიერო საუბრები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები