ჭანტურია ტარიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჭანტურია ტარიელ''' − (1932), ქართველი პოეტი და მთარ...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჭანტურია ტარიელ'''  − (1932), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ სუფსაში (ლანჩხუთი). 1956 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის” რედაქციაში, გამომცემლობა „მერანსა” და „ნაკადულში”, [[საქართველო]]ს მხატვრული თარგმანის სარედაქციო კოლეგიაში, მწერალთა კავშირში ლიტერატურულ კონსულტანტად; 1994 წლიდან ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა; პირველი ლექსი − „ნადირობა” − გამოაქვეყნა 1951 წელს ჟურნალ „დროშაში”; მისი პირველი კრებული − „ლტოლვა” − გამოვიდა 1964 წელს; მთავარი პოეტური კრებულებია: „საქანელა”, „დასასრული”, „გაღმა ნაპირი”, „თაფლობის საუკუნე”, „სტრესები და სიტყვები”, „სიყვარული-რეფრენი”, „რჩეული”, „მწერლის წითელი წიგნი”, „გული მარჯვნივ”, „ახალი მთვარე”, „ორტომეული”, „კოლხური კაპრიჩიო” და სხვა; გამოცემული აქვს წერილებისა და ესეების სამი წიგნი („ყულაბა სავსე ოცნებით”, „დინოზავრიდან დიზაინამდე”, „გაყიდე სამოსელი და იყიდე მახვილი”), აგრეთვე, საყმაწვილო ლექსების რამდენიმე კრებული; [[გეგეჭკორი გივი გ. გეგეჭკორთან]] ერთად თარგმნა ჰენრი მელვილის „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი”, თარგმნილი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოეზიის ნიმუშებიც.
+
[[ფაილი:Tariel chanturia.JPG|250პქ|thumb|ტარიელ ჭანტურია]]
 +
'''ჭანტურია ტარიელ'''  − (დ. 11 ივლისი, 1932, სუფსა), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1994), გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი (1978), [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] [[ლაურეატი]] (1992).
  
 +
დაიბადა 1932 წლის 11 ივლისს [[ბათუმი|ბათუმში]], 1951 წელს ოქროს მედლით დაამთავრა სუფსის საშუალო სკოლა, 1956 წელს
 +
— [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოლოგიის ფაკულტეტი (ჟურნალისტიკის განყოფილება).
  
::::: * * *
+
სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციაში კრიტიკისა და მეცნიერების განყოფილების გამგედ, „მერანსა“ და „ნაკადულში“ რედაქტორად, მთარგმნელობით კოლეგიაში – ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელად, მწერალთა კავშირში ლიტერატურულ კონსულტანტად. 1989-1991 წლებში რედაქტორობდა რუსთაველის საზოგადოების გაზეთ „მამულს“.
 +
 
 +
1996 წელს არჩეულ იქნა გელათის აკადემიის წევრად.
 +
 
 +
პირველი [[ლექსი]] გამოაქვეყნა 1951 წელს ჟურნალ „დროშაში“. მისი მთავარი პოეტური კრებულებია: „ლტოლვა“, „საქანელა“, „დასასრული“, „გაღმა ნაპირი“, „ორნი“, „თაფლობის საუკუნე“, „სტრესები და სიტყვები“, „სიყვარული ― რეფრენი“, „ბალიში — უატომო ზონა“, „რჩეული“, „ბოლთა“, „მწერლის წითელი წიგნი“, „უცენზურო ლექსები“, „დაწყვეტილი სერპანტინი“, „გული მარჯვნივ“, „ახალი მთვარე“, „ორტომეული“.
 +
 
 +
გამოცემული აქვს წერილებისა და [[ესე]]ების სამი წიგნი („ყულაბა სავსე ოცნებით“, „დინოზავრიდან დიზაინამდე“, „გაყიდე სამოსელი და იყიდე მახვილი“), აგრეთვე საყმაწვილო ლექსების რამდენიმე კრებული („ფრინდი, ფრინდი, ზურია“, „ნეკოდენა“
 +
და სხვ.).
 +
 
 +
გივი გეგეჭკორთან ერთად თარგმნა ჰერმან მელვილის „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“.
 +
 
 +
მისი ლექსები და წერილები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, სომხურ, სლოვაკურ, უკრაინულ და სხვა ენებზე.
 +
 
 +
1992 წელს ტარიელ ჭანტურიას 1988-1991 წლებში გამოქვეყნებული ორმოცდაათი ლექსისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
  
::მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად,
 
::ვმღერი ქართულად,
 
::მადლობა ღმერთს − ნებადართულად!
 
::შანსი მქონია − არ მომირთხამს
 
::ფეხი თათრულად,
 
::ვზივარ და ფეხი ფეხზე მიდევს,
 
::ეგეც ქართულად!
 
::თარგმნეთ რუსულად, კი ბატონო
 
::თარგმნეთ ფრანგულად,
 
::მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს
 
::მე მწამს, მე ვწერ ქართულად!
 
::მე ყოვლად ქართველს
 
::ყოველივე მიყვარს ქართული,
 
::ამიტომაც ვარ ქართველებთან
 
::წელგამართული!
 
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
[[რუსთაველის პრემიის ლაურეატები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 
[[კატეგორია:ჭანტურიები]]
 
[[კატეგორია:ჭანტურიები]]
 +
[[კატეგორია:გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატები‏‎]]
 +
[[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]]

მიმდინარე ცვლილება 12:13, 21 აგვისტო 2025 მდგომარეობით

ტარიელ ჭანტურია

ჭანტურია ტარიელ − (დ. 11 ივლისი, 1932, სუფსა), ქართველი პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1994), გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი (1978), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1992).

დაიბადა 1932 წლის 11 ივლისს ბათუმში, 1951 წელს ოქროს მედლით დაამთავრა სუფსის საშუალო სკოლა, 1956 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (ჟურნალისტიკის განყოფილება).

სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციაში კრიტიკისა და მეცნიერების განყოფილების გამგედ, „მერანსა“ და „ნაკადულში“ რედაქტორად, მთარგმნელობით კოლეგიაში – ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელად, მწერალთა კავშირში ლიტერატურულ კონსულტანტად. 1989-1991 წლებში რედაქტორობდა რუსთაველის საზოგადოების გაზეთ „მამულს“.

1996 წელს არჩეულ იქნა გელათის აკადემიის წევრად.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1951 წელს ჟურნალ „დროშაში“. მისი მთავარი პოეტური კრებულებია: „ლტოლვა“, „საქანელა“, „დასასრული“, „გაღმა ნაპირი“, „ორნი“, „თაფლობის საუკუნე“, „სტრესები და სიტყვები“, „სიყვარული ― რეფრენი“, „ბალიში — უატომო ზონა“, „რჩეული“, „ბოლთა“, „მწერლის წითელი წიგნი“, „უცენზურო ლექსები“, „დაწყვეტილი სერპანტინი“, „გული მარჯვნივ“, „ახალი მთვარე“, „ორტომეული“.

გამოცემული აქვს წერილებისა და ესეების სამი წიგნი („ყულაბა სავსე ოცნებით“, „დინოზავრიდან დიზაინამდე“, „გაყიდე სამოსელი და იყიდე მახვილი“), აგრეთვე საყმაწვილო ლექსების რამდენიმე კრებული („ფრინდი, ფრინდი, ზურია“, „ნეკოდენა“ და სხვ.).

გივი გეგეჭკორთან ერთად თარგმნა ჰერმან მელვილის „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“.

მისი ლექსები და წერილები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, სომხურ, სლოვაკურ, უკრაინულ და სხვა ენებზე.

1992 წელს ტარიელ ჭანტურიას 1988-1991 წლებში გამოქვეყნებული ორმოცდაათი ლექსისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.


[რედაქტირება] წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები