ქვის ნადნობი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 16:59, 1 დეკემბერი 2022 მდგომარეობით

ქვის ნადნობი – ნადნობი, რომელიც მიიღება მაგმატური ქანების (ბაზალტი, დიაბაზი) გადადნობით 1400-1500°C-ზე. ასხამენ ყალიბებში და ნელ-ნელა აცივებენ დაძაბულობის მოსახსნელად და კრისტალური სტრუქტურის წარმოქმნისათვის.

ქვის ნადნობის სიმკვრივე – 2700-3000 კგ/მ3, ფორიანობა – 1-2%; ფორები დახურულია, რაც უზრუნველყოფს ნულოვან წყალშთანთქმასა და დიდ ყინვამედეგობას. სიმტკიცე კუმშვაზე – 200-250 მპა, ღუნვაზე – 30-50 მპა, სიმაგრე მოოსის სკალით 6-7. გამოირჩევა მაღალი ცვეთა და ქიმიური მედეგობით. იყენებენ ქიმიურ, მეტალურგიულ და სამთოგადამამუშავებელ საწარმოებში იატაკის საფრად, აგრეთვე ისეთი აპარატების ამოსაგებად, სადაც იქმნება დიდი ცვეთადი ძაბვა.



[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები