აღორძინება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(აღორძინების პერიოდის ქართული მწერლობა)
 
(ერთი მომხმარებლის 9 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''აღორძინება''' (რენესანსი, რისორჯიმენტო) დასავლეთ [[ევროპა|ევროპის]] ქვეყნებში აყვავების ეპოქა XIV XVI საუკუნეებში. უდიდესი პროგრესული გადატრიალება, რომლის ისტორიულ-სოციალურ წინაპირობა იყო ბურჟუაზიულ ურთიერთობათა ჩასახვა ქალაქ-კომუნების მრეწველობის ზრდისა და მსოფლიო სავაჭრო კავშირების ფართოდ განვითარების ბაზაზე. თავის კლასიკურ ფორმაში აღორძინების კულტურა განვითარდა ჩრდილო და შუა [[იტალია]]ში.  
+
'''აღორძინება,''' რენესანსი, რისორჯიმენტო – საშუალო საუკუნეებიდან ახალ დროზე გადასვლის პერიოდში (XV –- XVII ს.ს.) დასავლეთი და ცენტრალური ევროპის კულტურის აღორძინებისა და აყვავების ეპოქა, რომელიც ცნობილია რენესანსის სახელწოდებით.  
  
ევროპის სხვა ქვეყნებში აღორძინების ხელოვნება შედარებით გვიან ჩამოყალიბდა, ვიდრე იტალიაში, და თითოეულ ამ ქვეყანაში ატარებდა განსაკუთრებულ ნაციონალურ ხასიათს. აღორძინების ეპოქის ხელოვნება ერთიანდებოდა ჰუმანიზმის ახალი იდეალებით და შუა საუკუნეების საეკლესიო-ფეოდალური იდეოლოგიის საპირისპიროდ მხარს უჭერდა და განამტკიცებდა ძლიერებას, სილამაზესა და შემოქმედი ადამიანის პიროვნულ ღირსებას. აღორძინების ჰუმანიზმმა მტკიცე საყრდენი პოვა ანტიკურ ხელოვნებაში. საერთოდ აღორძინების ხელოვნება მსოფლიო მხატვრული განვითარების ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალია.
+
რენესანსს ნიადაგი შეუმზადა დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, მსოფლიო ვაჭრობის ჩასახვამ, მეფის ძალაუფლების გამარჯვებამ, ეროვნული სახელმწიფოს შექმნამ, კაპიტალიზმის ჩასახვამ ფეოდალიზმის წიაღში, საბუნებისმეტყველო მეცნიერების წარმოშობამ, წიგნის ბეჭდვამ, წვრილი ხელოსნობიდან მანუფაქტურაზე გადასვლამ. ეს ხანა გამოირჩეოდა აზრის თავისუფლებით, ინტერესით მეცნიერებისა და ხელოვნების მიმართ, ეტრფოდა ანტიკური ხანის ფილოსოფიურ ნააზრევს და ხელოვნების ნიმუშებს. ამ ახალი კულტურის უმთავრესი  ნიშანი იყო ადამიანის რეალური ცხოვრების წარმოსახვა და ჰუმანიზმი. მისი უმთავრესი წარმომადგენლებია: ბოკაჩო, [[ლეონარდო და ვინჩი]], მიქელანჯელო, რაფაელი, ტიციანი...
  
 +
აღორძინების ეპოქის ფერწერაში ისტორიული, მითოლოგიური, რელიგიური სიუჟეტებისა და კომპოზიციების გვერდით დიდი ადგილი დაიჭირა [[პორტრეტი|პორტრეტმა]] და [[პეიზაჟი|პეიზაჟმა]]. ხელოვნების ყველა დარგში ახალ შინაარსთან ერთად განვითარდა ახალი ჟანრები და ფორმები, მხატვრული გამოსახვის ახალი საშუალებანი, შესუსტდა შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ალეგორიზმი, ჩამოყალიბდა რეალიზმი.
 +
 +
====რენესანსი თეატრალურ ხელოვნებაში====
 +
რენესანსის ეპოქაში შეიქმნა მაღალი ჰუმანიზმისა და სრულყოფილი მხატვრული ფორმების თეატრალური კულტურა. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა [[ანტიკური დრამატურგია|ანტიკური დრამის]] ნიმუშებზე და დრამის თეორიაზე ([[არისტოტელე]], ჰორაციუსი), [[თეატრი]]ს [[არქიტექტურა]]ზე ([[ვიტრუვიუსი]]). თეატრი გამორჩეულ სიმაღლეზე ავიდა იტალიაში, [[ესპანეთი|ესპანეთში]], ინგლისში. იტალიაში აღორძინდა ძველრომაელი [[ატელანები]]ს ხელოვნება [[კომედია დელ’არტე]]ს სახით. ამ ეპოქის სულისკვეთება და მხატვრული პრინციპები ყველაზე თვალსაჩინოდ აისახა შექსპირის, მარლოს, ლოპე დე ვეგას, კალდერონის და ბევრი სხვა მეტ-ნაკლებად გამორჩეული დრამატურგი შემოქმედებაში. მათი ხედვა ხასითდებოდა ცხოვრებისეული მოვლენების ღრმა წვდომით, უდიდესი ჰუმანიზმით, [[მხატვრული სახე|მხატვრული სახეების]] არსის განჭვრეტით. დრამატული კონფლიქტები აგებული იყო რეალურად არსებული პრობლემატიკის ირგვლივ, ყურადღება წარმართული იყო ადამიანის სულიერი ცხოვრებისაკენ, ზოგადადამიანური ფასეულობებისაკენ. ამ პერიოდის სამსახიობო ხელოვნება გამოირჩეოდა ეპიკური მასშტაბით, მგზნებარებით შინაგანი ენერგიით, მხატვრულისა და რეალურის დამაჯერებელი შერწყმით. [[მუსიკა]], [[სიმღერა]], [[ცეკვა]] – ორგანულად იყო ჩაწნული დრამატულ ქმედებაში. ამ ხანებში შეიქმნა პირველი პროფესიული დასები მაყურებელთა ყველა ფენისათვის. ეს იყო მოხეტიალე მსახიობთა პატარა ჯგუფები, ამხანაგობის ტიპის თეატრალური დაწესებულებები (მაგ. შექსპირის „[[გლობუსი (თეატრი)|გლობუსი]]“), კომერციული თეატრები, რომლის სათავეში იდგა მეპატრონე-[[ანტრეპრენიორი]] მათ პარალელურად არსებობდა სამეფო კარის თეატრი.
 +
 +
რენესანსის ეპოქის თეატრისათვის ნიშნეულია პოლარულ საწყისთა შეერთებისაკენ სწრაფვა, უნივერსალური მხატვრული ფორმების ძიება. წარმოიშვა სრულიად ახალი დამოკიდებულება სიტყვის მიმართ. იგი საერთო-ეროვნული ხდება. წარმოიშვა [[გროტესკი]] (ფ. რაბლე), [[ფანტასტიკა]], [[სატირა]], დამოუკიდებელი ადამიანის კონცეფცია იქმნება წარმოდგენები კოსმოსზე როგორც ცოცხალ რეალობაზე. ბუნება იძენს მითოლოგიურ შინაარსს.
 +
 +
მე-17 საუკუნეში მხატვრულ სტილად ყალიბდება [[მანიერიზმი]]. ნელ-ნელა ფეხს იკიდებს [[ბაროკო]]ს სტილი. თეატრი საბოლოოდ ყალიბდება სოციოკულტურულ მოვლენად.
 +
 +
==== აღორძინების პერიოდის ქართული მწერლობა ====
 +
აღორძინების პერიოდის ქართული მწერლობისათვის ძირითადად დამახასიათებელია: ეროვნული მოტივის გაძლიერება, თემატიკის გაფართოება და გარკვეული, რეალისტური ტენდენციების გამოხატვაც.
 +
 +
ამ დროის ქართულ ლიტერატურაში ჩნდება ახალი ჟანრები (საისტორიო [[ეპოსი]], [[იგავ-არაკი]], [[სატირა]], [[მოგზაურობა (ლიტერატურის ჟანრი)|მოგზაურობა]], [[მემუარები]], [[გაბაასება]] და [[მორალიტე]], [[მაჯამა]] და სხვ.). ამასთან, ხდება [[სალიტერატურო ენა|სალიტერატურო ენის]] ერთგვარი დემოკრატიზაცია.
 +
 +
აღორძინების პერიოდის ქართული მწერლობის საუკეთესო წარმომადგენლებია: [[თეიმურაზ პირველი]], [[არჩილ II|არჩილი]], [[სულხან-საბა ორბელიანი]], [[დავით გურამიშვილი]], [[ვახტანგ მეექვსე]] და სხვ.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
* [[ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი]]
 +
* [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:მიმდინარეობა ხელოვნებაში‏‎]]
 
[[კატეგორია:მიმდინარეობა ხელოვნებაში‏‎]]
 +
[[კატეგორია:მიმდინარეობა თეატრში]]
 
[[კატეგორია:აღორძინება]]
 
[[კატეგორია:აღორძინება]]

მიმდინარე ცვლილება 14:08, 25 ივლისი 2025 მდგომარეობით

აღორძინება, რენესანსი, რისორჯიმენტო – საშუალო საუკუნეებიდან ახალ დროზე გადასვლის პერიოდში (XV –- XVII ს.ს.) დასავლეთი და ცენტრალური ევროპის კულტურის აღორძინებისა და აყვავების ეპოქა, რომელიც ცნობილია რენესანსის სახელწოდებით.

რენესანსს ნიადაგი შეუმზადა დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, მსოფლიო ვაჭრობის ჩასახვამ, მეფის ძალაუფლების გამარჯვებამ, ეროვნული სახელმწიფოს შექმნამ, კაპიტალიზმის ჩასახვამ ფეოდალიზმის წიაღში, საბუნებისმეტყველო მეცნიერების წარმოშობამ, წიგნის ბეჭდვამ, წვრილი ხელოსნობიდან მანუფაქტურაზე გადასვლამ. ეს ხანა გამოირჩეოდა აზრის თავისუფლებით, ინტერესით მეცნიერებისა და ხელოვნების მიმართ, ეტრფოდა ანტიკური ხანის ფილოსოფიურ ნააზრევს და ხელოვნების ნიმუშებს. ამ ახალი კულტურის უმთავრესი ნიშანი იყო ადამიანის რეალური ცხოვრების წარმოსახვა და ჰუმანიზმი. მისი უმთავრესი წარმომადგენლებია: ბოკაჩო, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ტიციანი...

აღორძინების ეპოქის ფერწერაში ისტორიული, მითოლოგიური, რელიგიური სიუჟეტებისა და კომპოზიციების გვერდით დიდი ადგილი დაიჭირა პორტრეტმა და პეიზაჟმა. ხელოვნების ყველა დარგში ახალ შინაარსთან ერთად განვითარდა ახალი ჟანრები და ფორმები, მხატვრული გამოსახვის ახალი საშუალებანი, შესუსტდა შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ალეგორიზმი, ჩამოყალიბდა რეალიზმი.

[რედაქტირება] რენესანსი თეატრალურ ხელოვნებაში

რენესანსის ეპოქაში შეიქმნა მაღალი ჰუმანიზმისა და სრულყოფილი მხატვრული ფორმების თეატრალური კულტურა. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა ანტიკური დრამის ნიმუშებზე და დრამის თეორიაზე (არისტოტელე, ჰორაციუსი), თეატრის არქიტექტურაზე (ვიტრუვიუსი). თეატრი გამორჩეულ სიმაღლეზე ავიდა იტალიაში, ესპანეთში, ინგლისში. იტალიაში აღორძინდა ძველრომაელი ატელანების ხელოვნება კომედია დელ’არტეს სახით. ამ ეპოქის სულისკვეთება და მხატვრული პრინციპები ყველაზე თვალსაჩინოდ აისახა შექსპირის, მარლოს, ლოპე დე ვეგას, კალდერონის და ბევრი სხვა მეტ-ნაკლებად გამორჩეული დრამატურგი შემოქმედებაში. მათი ხედვა ხასითდებოდა ცხოვრებისეული მოვლენების ღრმა წვდომით, უდიდესი ჰუმანიზმით, მხატვრული სახეების არსის განჭვრეტით. დრამატული კონფლიქტები აგებული იყო რეალურად არსებული პრობლემატიკის ირგვლივ, ყურადღება წარმართული იყო ადამიანის სულიერი ცხოვრებისაკენ, ზოგადადამიანური ფასეულობებისაკენ. ამ პერიოდის სამსახიობო ხელოვნება გამოირჩეოდა ეპიკური მასშტაბით, მგზნებარებით შინაგანი ენერგიით, მხატვრულისა და რეალურის დამაჯერებელი შერწყმით. მუსიკა, სიმღერა, ცეკვა – ორგანულად იყო ჩაწნული დრამატულ ქმედებაში. ამ ხანებში შეიქმნა პირველი პროფესიული დასები მაყურებელთა ყველა ფენისათვის. ეს იყო მოხეტიალე მსახიობთა პატარა ჯგუფები, ამხანაგობის ტიპის თეატრალური დაწესებულებები (მაგ. შექსპირის „გლობუსი“), კომერციული თეატრები, რომლის სათავეში იდგა მეპატრონე-ანტრეპრენიორი მათ პარალელურად არსებობდა სამეფო კარის თეატრი.

რენესანსის ეპოქის თეატრისათვის ნიშნეულია პოლარულ საწყისთა შეერთებისაკენ სწრაფვა, უნივერსალური მხატვრული ფორმების ძიება. წარმოიშვა სრულიად ახალი დამოკიდებულება სიტყვის მიმართ. იგი საერთო-ეროვნული ხდება. წარმოიშვა გროტესკი (ფ. რაბლე), ფანტასტიკა, სატირა, დამოუკიდებელი ადამიანის კონცეფცია იქმნება წარმოდგენები კოსმოსზე როგორც ცოცხალ რეალობაზე. ბუნება იძენს მითოლოგიურ შინაარსს.

მე-17 საუკუნეში მხატვრულ სტილად ყალიბდება მანიერიზმი. ნელ-ნელა ფეხს იკიდებს ბაროკოს სტილი. თეატრი საბოლოოდ ყალიბდება სოციოკულტურულ მოვლენად.

[რედაქტირება] აღორძინების პერიოდის ქართული მწერლობა

აღორძინების პერიოდის ქართული მწერლობისათვის ძირითადად დამახასიათებელია: ეროვნული მოტივის გაძლიერება, თემატიკის გაფართოება და გარკვეული, რეალისტური ტენდენციების გამოხატვაც.

ამ დროის ქართულ ლიტერატურაში ჩნდება ახალი ჟანრები (საისტორიო ეპოსი, იგავ-არაკი, სატირა, მოგზაურობა, მემუარები, გაბაასება და მორალიტე, მაჯამა და სხვ.). ამასთან, ხდება სალიტერატურო ენის ერთგვარი დემოკრატიზაცია.

აღორძინების პერიოდის ქართული მწერლობის საუკეთესო წარმომადგენლებია: თეიმურაზ პირველი, არჩილი, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ვახტანგ მეექვსე და სხვ.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები