ეკჰოფი კონრად

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კონრად ეკჰოფი“ გადაიტანა გვერდზე „ეკჰოფი კონრად“ გადამისამარ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კონრად ეკჰოფი“ გადაიტანა გვერდზე „ეკჰოფი კონრად“ გადამისამარ...)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''კონრად ეკჰოფი''' – (''გერმ.'' Conrad Ekhof, 1720-1778), გერმანელი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე.
 
'''კონრად ეკჰოფი''' – (''გერმ.'' Conrad Ekhof, 1720-1778), გერმანელი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე.
  
სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო ჰამბურგის [[დასი|დასში]], რომელსაც ხელმძღვანელობდა შიონემანი. მასთან შემოქმედებითი უთანხმოების გამო, გადავიდა ჰამბურგის [[ანტრეპრიზა]]ში, მუშაობდა კ. აკერმანის დასში. 1767-68 წწ. იყო ჰამბურგის ნაციონალური თეატრის მსახიობი. ამ პერიოდში აქვე მოღვაწეობდა გ. ე. ლესინგი, რომელიც დიდად აფასებდა მის ნიჭს და თვლიდა მას თავის თანამოაზრედ. ეკჰოფმა თანდათანობით უარყო [[თამაში (თეატრი)|თამაში]]ს კლასიცისტური მანერა და გახდა განმანათლებლური [[ბურჟუაზიული დრამა|ბურჟუაზიული დრამის]] პირველი ინტერპრეტატორი გერმანულ [[სცენა]]ზე. ჰქონდა გამომსახველი, ჟღერადი ხმა, ბუნებრივი სიტყვა და [[ჟესტი]], დახვეწილი სცენური ტექნიკა. მან პირველმა [[გერმანია]]ში დაამუშავა სცენური ოსტატობის თეორია, იყო პედაგოგი, კრიტიკოსი, თეატრის ისტორიკოსი.
+
გერმანული ნაციონალური რეალისტური სკოლის ფუძემდებელი. დიდი გზა გაიარა [[კლასიციზმი თეატრალურ ხელოვნებაში|კლასიციზმი]]დან [[რეალიზმი]]სკენ. დაიბადა ჰამბურგში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში, თვითგანათლება მიიღო. ის კითხულობდა [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესებს]], რომლებმაც [[სცენა|სცენისაკენ]] უბიძგეს. მსახიობობაზე ოცნება ჰამბურგში სოფი შრიოდერთან ერთად განახორციელა. ისინი [[შიონემანი იოჰან ფრიდრიხ|შიონემანი]]ს მიერ ჩამოყალიბებულ [[დასი|დასში]] შევიდნენ. ეკჰოფმა
 
+
ჩვიდმეტი წელი იმუშავა შიონემანის დასში. ის არ იყო წარმოსადეგი სცენური გარეგნობის, განსაკუთრებით − ტრაგიკული [[როლი (მსახიობის)|როლებისათვის]]. იყო დაბალი, მოხრილი, შეუმჩნეველი, მაგრამ როცა სცენაზე გამოდიოდა, მისი გარეგნული ნაკლოვანებები ქრებოდა. ეკჰოფს ჰქონდა არაჩვეულებრივი ხმა, მდიდარი მიმიკა, მეტყველი თვალები, ასახიერებდა როგორც ტრაგიკულ, ასევე კომიკურ როლებს. თანამედროვენი ეკჰოფს
 
+
„გერმანული სამსახიობო სკოლის მამას“ უწოდებდნენ. იყო სერიოზული, საქმისადმი კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე. დასაწყისში ეკჰოფი ლაიფციგის სკოლის გავლენას განიცდიდა, ფრანგული კლასიციზმისთვის დამახასიათებელ ხერხებს იყენებდა ([[დეკლამაცია|დეკლამაციის]] მღერადობა, „მხატვრული ჟესტები“). მოგვიანებით მან ფრანგული კლასიცისტური [[თამაში (თეატრი)|თამაში]]ს სტილი უარყო და გათავისუფლდა კიდეც მისი ტყვეობიდან.  
  
 +
ეკჰოფი, როგორც თანამედროვეთა შეფასებიდან ჩანს, გარდასახვის მსახიობი იყო. დიდი გრძნობების გამოხატვის დროსაც კი კონტროლს უწევდა თავს, მიისწრაფოდა ბუნებრიობისაკენ და ვერ იტანდა ყალბ მსახიობურ პათოსს. ეკჰოფი, [[ნოიბერი კაროლინა|ნოიბერი]]ს მსგავსად, სამსახიობო სკოლის რეფორმაზე ოცნებობდა, მაგრამ, მისგან განსხვავებით, რეფორმის გატარება დაიწყო არა გარედან, არამედ შიგნიდან, მსახიობებთან მუშაობით. ეკჰოფი ცდილობდა აემაღლებინა მსახიობის კულტურული დონე და თვითშეგნება, ამ მიზნით შექმნა ე. წ. „მსახიობის ხელოვნების აკადემია“. მისი მიზანი იყო სცენის ხელოვნების გრამატიკის შესწავლა. აკადემია შექმნა შიონემანის დასის მსახიობებისგან. ეკჰოფი ითხოვდა, მსახიობს შეესწავლა არა მარტო თავისი როლი, არამედ მთელი პიესა. აუცილებლად მიაჩნდა [[რეპეტიცია]], მსახიობთა მუშაობის შერწყმა (ანსამბლის შექმნა), რაც რეჟისორის არსებობას მოითხოვდა. იმ დროს [[გერმანია]]ში რეჟისორი არ არსებობდა. ეკჰოფი შეიძლება ჩაითვალოს პირველ გერმანელ რეჟისორად, მაგრამ სისტემატურად ვერ მუშობდა, რადგან შიონემანზე იყო დამოკიდებული. აკადემია არჩევდა [[რეპერტუარი|რეპერტუარს]], განიხილავდა პიესებს, ანაწილებდა
 +
როლებს და ატარებდა რეპეტიციებს. ეკჰოფის მიერ აკადემიაში დაწესებულმა მკაცრმა კონტროლმა, ყოფით საკითხებზე ჭორაობამ ინტრიგები გამოიწვია და ეკჰოფი ტოვებს აკადემიას. პრეზიდენტად რჩება შიონემანი, მაგრამ აკადემია მაინც დაიშალა. შიონემანმა ეკჰოფი დასის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნა. ეკჰოფი წლების მანძილზე განსაზღვრავდა შიონემანის დასის მხატვრულ სახეს. მისი ინიციატივით რეპერტუარი ძირითადად ფრანგული დრამატურგიისაგან შედგებოდა, დგამდნენ აგრეთვე [[გოლდონი კარლო|გოლდონი]]ს პიესებს. გერმანული დრამატურგებიდან იდგმებოდა შლეგელი და გელერტი. 50-იანი წლებისთვის ეკჰოფი [[მეშჩანური დრამა|მეშჩანური დრამისკენ]] იხრება. შიონემანთან ბრძოლით დაღლილი 1757 წელს ტოვებს შიონემანის დასს. ეკჰოფის წასვლის შემდგომ დასი დაიშალა. ეკჰოფი ფრანც შუხის დასში გადადის. შემდეგ, ისევ ბრუნდება ჰამბურგში და შიონემანის ყოფილ დასს ჩაუდგება სათავეში. მოგვიანებით დასის ხელმძღვანელობას [[კოხი გოტფრიდ ჰენრიხ|კოხს]] დაუთმობს. კოხი არ იყო თამაშის რეალისტური ხერხებისთვის მებრძოლი. მათ შორის
 +
კონფლიქტი ხდება. ეკჰოფი [[კონრად აკერმანი|აკერმანი]]ს დასში გადადის.
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II]]
 
[[კატეგორია:მსახიობები]]
 
[[კატეგორია:მსახიობები]]
 
[[კატეგორია:გერმანელი მსახიობები]]
 
[[კატეგორია:გერმანელი მსახიობები]]

მიმდინარე ცვლილება 17:06, 16 ივლისი 2023 მდგომარეობით

კონრად ეკჰოფი

კონრად ეკჰოფი – (გერმ. Conrad Ekhof, 1720-1778), გერმანელი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე.

გერმანული ნაციონალური რეალისტური სკოლის ფუძემდებელი. დიდი გზა გაიარა კლასიციზმიდან რეალიზმისკენ. დაიბადა ჰამბურგში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში, თვითგანათლება მიიღო. ის კითხულობდა პიესებს, რომლებმაც სცენისაკენ უბიძგეს. მსახიობობაზე ოცნება ჰამბურგში სოფი შრიოდერთან ერთად განახორციელა. ისინი შიონემანის მიერ ჩამოყალიბებულ დასში შევიდნენ. ეკჰოფმა ჩვიდმეტი წელი იმუშავა შიონემანის დასში. ის არ იყო წარმოსადეგი სცენური გარეგნობის, განსაკუთრებით − ტრაგიკული როლებისათვის. იყო დაბალი, მოხრილი, შეუმჩნეველი, მაგრამ როცა სცენაზე გამოდიოდა, მისი გარეგნული ნაკლოვანებები ქრებოდა. ეკჰოფს ჰქონდა არაჩვეულებრივი ხმა, მდიდარი მიმიკა, მეტყველი თვალები, ასახიერებდა როგორც ტრაგიკულ, ასევე კომიკურ როლებს. თანამედროვენი ეკჰოფს „გერმანული სამსახიობო სკოლის მამას“ უწოდებდნენ. იყო სერიოზული, საქმისადმი კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე. დასაწყისში ეკჰოფი ლაიფციგის სკოლის გავლენას განიცდიდა, ფრანგული კლასიციზმისთვის დამახასიათებელ ხერხებს იყენებდა (დეკლამაციის მღერადობა, „მხატვრული ჟესტები“). მოგვიანებით მან ფრანგული კლასიცისტური თამაშის სტილი უარყო და გათავისუფლდა კიდეც მისი ტყვეობიდან.

ეკჰოფი, როგორც თანამედროვეთა შეფასებიდან ჩანს, გარდასახვის მსახიობი იყო. დიდი გრძნობების გამოხატვის დროსაც კი კონტროლს უწევდა თავს, მიისწრაფოდა ბუნებრიობისაკენ და ვერ იტანდა ყალბ მსახიობურ პათოსს. ეკჰოფი, ნოიბერის მსგავსად, სამსახიობო სკოლის რეფორმაზე ოცნებობდა, მაგრამ, მისგან განსხვავებით, რეფორმის გატარება დაიწყო არა გარედან, არამედ შიგნიდან, მსახიობებთან მუშაობით. ეკჰოფი ცდილობდა აემაღლებინა მსახიობის კულტურული დონე და თვითშეგნება, ამ მიზნით შექმნა ე. წ. „მსახიობის ხელოვნების აკადემია“. მისი მიზანი იყო სცენის ხელოვნების გრამატიკის შესწავლა. აკადემია შექმნა შიონემანის დასის მსახიობებისგან. ეკჰოფი ითხოვდა, მსახიობს შეესწავლა არა მარტო თავისი როლი, არამედ მთელი პიესა. აუცილებლად მიაჩნდა რეპეტიცია, მსახიობთა მუშაობის შერწყმა (ანსამბლის შექმნა), რაც რეჟისორის არსებობას მოითხოვდა. იმ დროს გერმანიაში რეჟისორი არ არსებობდა. ეკჰოფი შეიძლება ჩაითვალოს პირველ გერმანელ რეჟისორად, მაგრამ სისტემატურად ვერ მუშობდა, რადგან შიონემანზე იყო დამოკიდებული. აკადემია არჩევდა რეპერტუარს, განიხილავდა პიესებს, ანაწილებდა როლებს და ატარებდა რეპეტიციებს. ეკჰოფის მიერ აკადემიაში დაწესებულმა მკაცრმა კონტროლმა, ყოფით საკითხებზე ჭორაობამ ინტრიგები გამოიწვია და ეკჰოფი ტოვებს აკადემიას. პრეზიდენტად რჩება შიონემანი, მაგრამ აკადემია მაინც დაიშალა. შიონემანმა ეკჰოფი დასის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნა. ეკჰოფი წლების მანძილზე განსაზღვრავდა შიონემანის დასის მხატვრულ სახეს. მისი ინიციატივით რეპერტუარი ძირითადად ფრანგული დრამატურგიისაგან შედგებოდა, დგამდნენ აგრეთვე გოლდონის პიესებს. გერმანული დრამატურგებიდან იდგმებოდა შლეგელი და გელერტი. 50-იანი წლებისთვის ეკჰოფი მეშჩანური დრამისკენ იხრება. შიონემანთან ბრძოლით დაღლილი 1757 წელს ტოვებს შიონემანის დასს. ეკჰოფის წასვლის შემდგომ დასი დაიშალა. ეკჰოფი ფრანც შუხის დასში გადადის. შემდეგ, ისევ ბრუნდება ჰამბურგში და შიონემანის ყოფილ დასს ჩაუდგება სათავეში. მოგვიანებით დასის ხელმძღვანელობას კოხს დაუთმობს. კოხი არ იყო თამაშის რეალისტური ხერხებისთვის მებრძოლი. მათ შორის კონფლიქტი ხდება. ეკჰოფი აკერმანის დასში გადადის.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები