არტურ ონეგერის სიმფონია № 3
(→წყარო) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''სიმფონია № 3, ლიტურგიული''' – ფრანგი კომპოზიტორის [[არტურ ონეგერი]]ს სიმფონია“, (1946 წ). | + | '''სიმფონია № 3, ლიტურგიული''' – ფრანგი კომპოზიტორის [[არტურ ონეგერი]]ს სიმფონია“, (1946 წ). ლიტურგიული სიმფონია ონეგერის სიმფონიური შემოქმედების ცენტრალური ქმნილებაა |
მისი ნაწილების ქვესათაურები: I - Dies irae (რისხვის დღე) , II – De Profundis clamavi (უფსკრულიდან შემოგღაღადებ, უფალო), III – Dona nobis pacem (მშვიდობა მარადიული გვიწყალობე ჩვენ), სამგლოვიარო მესიდან, [[რეკვიემი]]დანაა ნასესხები და ნაწარმოების საერთო ტრაგიკულ კონცეფციას, [[მეორე მსოფლიო ომი]]ს თემას უკავშირდება. ეს თხზულება გამოირჩევა მასშტაბურობით, ჩანაფიქრის მონუმენტალიზმით, ღრმა პესიმიზმით და, ამასთანავე, ნათელი მომავლის იმედით. | მისი ნაწილების ქვესათაურები: I - Dies irae (რისხვის დღე) , II – De Profundis clamavi (უფსკრულიდან შემოგღაღადებ, უფალო), III – Dona nobis pacem (მშვიდობა მარადიული გვიწყალობე ჩვენ), სამგლოვიარო მესიდან, [[რეკვიემი]]დანაა ნასესხები და ნაწარმოების საერთო ტრაგიკულ კონცეფციას, [[მეორე მსოფლიო ომი]]ს თემას უკავშირდება. ეს თხზულება გამოირჩევა მასშტაბურობით, ჩანაფიქრის მონუმენტალიზმით, ღრმა პესიმიზმით და, ამასთანავე, ნათელი მომავლის იმედით. | ||
− | + | მხატვრულ სახეთა კონტრასტულობის მიუხედავად, მესამე სიმფონია საოცარი მთლიანობით გამოირჩევა, რაც განვითარების ორგანულობით, მისი ერთიანი ხაზით, გამჭოლი მნიშვნელობის მქონე თემა-სიმბოლოებით განისაზღვრება. ასეთებია: „ფრინველის თემა“ – რწმენის და იმედის სიმბოლო, რომელიც პირველი ნაწილიდან ფინალამდე სხვადასხვაგვარ სახეს იღებს; Adagio-ს მწუხარე თემა, რომელიც განვითარების პროცესში უფრო ნათელ ჟღერადობას იძენს. გარდა ამისა, სიმფონიის სხვა თემებიც ინტონაციურად მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რაც მას მონოლითურობას და ერთიანობას ანიჭებს. | |
==== პირველი ნაწილი ==== | ==== პირველი ნაწილი ==== | ||
− | + | ლიტურგიული სიმფონიის პირველი ნაწილი (Allegro marcato) ლაკონიური და ძალზე დინამიკური სონატური | |
ფორმითაა დაწერილი, რაც ესოდენ ტიპურია ონეგერის სიმფონიური შემოქმედებისთვის. მისი ძირითადი თემები | ფორმითაა დაწერილი, რაც ესოდენ ტიპურია ონეგერის სიმფონიური შემოქმედებისთვის. მისი ძირითადი თემები | ||
− | სწრაფად | + | სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს და ერთიან, დინამიკურ, მოტორულ ჟღერადობას ქმნიან. ექსპოზიციის თემები ერთ თემატურ კომპლექსად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომლის ცალკეული ელემენტები ერთი მეორიდან გამომდინარეობენ. სიმფონია იწყება სიმებიანების და ხის ჩასაბერების მკვეთრი პასაჟებით, რომელთა ფონზეც გაჟღერდება მთავარი თემა (ქრომატული es-moll), ყურადღების ღირსია მთავარი თემის რიტმული თანხლება, კერძოდ რთულად ორგანიზებული პოლიფონია, რაც [[სტრავინსკი იგორ|სტრავინსკი]]ს მუსიკალური აზროვნების გარკვეულ გავლენაზე მეტყველებს. დამხმარე თემა მკვეთრად არ უპირისპირდება მთავარს, იგი მისი თავისებური გაგრძელებაა, თუმცა სხვა ასპექტში. [[ჩელო|ჩელოების]] ექსპრესიული, მეტყველი მელოდია [[სინკოპა (მუსიკა)|სინკოპირებული]] [[რიტმი (მუსიკა)|რიტმი]]ს უწყვეტი პულსაციის ფონზე ჟღერს. დამხმარე |
− | პარტიას მოსდევს აკორდული ფაქტურის დასკვნითი, რომლის ბოლო 3 [[ტაქტი (მუსიკა)|ტაქტი]] ამზადებს დამუშავებას. აღსანიშნავია, რომ ვინაიდან დამუშავებითობით | + | პარტიას მოსდევს აკორდული ფაქტურის დასკვნითი, რომლის ბოლო 3 [[ტაქტი (მუსიკა)|ტაქტი]] ამზადებს დამუშავებას. აღსანიშნავია, რომ ვინაიდან დამუშავებითობით უკვე ექსპოზიცია ხასიათდება, საკუთრივ დამუშავების მონაკვეთი ძალზე ლაკონიურია. მასში მხოლოდ ერთი დინამიკური ტალღაა, რომელშიც უმთავრესად მთავარი პარტიის მუსიკალური მასალაა გამოყენებული. ნაწილის კულმინაცია მიიღწევა [[რეპრიზა|რეპრიზის]] დასაწყისში. საკუთრივ რეპრიზაში, როგორც ეს ონეგერისთვისაა ტიპური, თემები საკმაოდაა გარდაქმნილი: მთავარი თემა შედარებით ნათელი კოლორიტით ხასიათდება, ტრანსფორმაციას განიცდის მელოდიაც – წყვეტილ რეჩიტატიულ ფრაზებს ცვლის სტრუქტურულად ჩამოყალიბებული მელოდია. ასეთი ცვლილებების მიუხედავად, რეპრიზის საერთო ჟღერადობა საკმაოდ დაძაბულია. მხოლოდ ნაწილის ბოლოს გამოჩენილი „ფრინველის თემა“ განმუხტავს დრამატიზმს. ეს დიატონური, კილო-ტონალურად მყარი თემა კონტრასტულად უპირისპირდება ნეგატიური სახეების ამსახველ ექსპოზიციის თემატიზმს. |
==== მეორე ნაწილი ==== | ==== მეორე ნაწილი ==== | ||
− | სიმფონიის მეორე ნაწილი, ვრცელი Adagio, ორგანულადაა ჩართული სიმფონიის დრამატურგიის განვითარების ერთიან ხაზში. | + | სიმფონიის მეორე ნაწილი, ვრცელი Adagio, ორგანულადაა ჩართული სიმფონიის დრამატურგიის განვითარების ერთიან ხაზში. პირველი ნაწილის დაძაბულობას, ტეხილ მელოდიურ ხაზს, ქრომატულ კილო-ჰარმონიულ ენას |
− | აქ უპირისპირდება მყარი ტონალური საფუძველი, [[დიატონიკა]] და [[კანტილენა|კანტილენური]] [[მელოდიკა]]. ნაწილის მოკლე შესავალში | + | აქ უპირისპირდება მყარი ტონალური საფუძველი, [[დიატონიკა]] და [[კანტილენა|კანტილენური]] [[მელოდიკა]]. ნაწილის მოკლე შესავალში „თეზისურად“ გაისმის Adagio-ს ყველა ძირითადი თემა: პირველი მონაკვეთის, De Profundis-ის და „ფრინველის“ თემები. Adagio-ს-ს ორი ახალი თემის ძირითადი ბირთვი პირველი ნაწილის თემების მსგავს ინტონაციებზეა აგებული, მაგრამ განსხვავებული კილო-ტონალური კონტექსტი განასხვავებს მათ შინაარსობრივად. საწყისი თემა, მდორე კანტილენური მელოდია ერთგვაროვანი ტემბრებითაა ინტონირებული, რაც მის მშვიდ, თავშეკავებულად ლირიკულ ხასიათს უსვამს ხაზს. მეორე ნაწილის შუა მონაკვეთი კონტრასტულია პირველის მიმართ. აქ ახალი პირქუში თემა ჩნდება, რომელიც ნაწილის ძირითად აზრს გადმოგვცემს. თემა De Profundis მოახლოებული სამგლოვიარო მსვლელობის სახეს გვიხატავს და თანდათან მაღალ რეგისტრში გადადის. მატულობს დინამიკა, ფაქტურა რთულდება პოლიფონიური ხერხების გამოყენებით და ჟღერადობა სულ უფრო დაძაბული ხდება. რეპრიზაში კვლავ ბრუნდება საწყისი თემა, მაგრამ შეცვლილი |
− | ტემბრული იერსახით: იგი გატარებულია ორკესტრის ყველა ჯგუფის საკრავების მაღალ, კაშკაშა რეგისტრში, თუმცა მისი პირველ მონაკვეთთან შედარებით ნათელი განწყობა დრამატიზაციას განიცდის [[ვიოლინო|ვიოლინოების]] და ფლეიტების პარტიაში შუა ეპიზოდის თემის გამოჩენით. ნაწილის ბოლოს ფლეიტის პარტიაში | + | ტემბრული იერსახით: იგი გატარებულია ორკესტრის ყველა ჯგუფის საკრავების მაღალ, კაშკაშა რეგისტრში, თუმცა მისი პირველ მონაკვეთთან შედარებით ნათელი განწყობა დრამატიზაციას განიცდის [[ვიოლინო|ვიოლინოების]] და ფლეიტების პარტიაში შუა ეპიზოდის თემის გამოჩენით. ნაწილის ბოლოს ფლეიტის პარტიაში კვლავ გაისმის „ფრინველის“ თემა, როგორც იმედის თავისებური სიმბოლო. |
==== ფინალი ==== | ==== ფინალი ==== | ||
− | + | ლიტურგიული სიმფონიის ფინალი ციკლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც, ერთი მხრივ, დრამატული კონფლიქტის კულმინაციას, ხოლო მეორე მხრივ, წინამორბედი ნაწილების იდეურ და თემატურ შეჯამებას წარმოადგენს. ფინალის სტრუქტურა საკმაოდ რთულადაა ორგანიზებული და ერთდროულად ატარებს სონატური ფორმის და [[რონდო]]ს ნიშნებს, თუმცა ძალზე არატრადიციულად გააზრებულს. | |
ფინალი იწყება ყრუ თანაბარი [[ოსტინატო|ოსტინატური]] „დარტყმებით“ [[ფორტეპიანო]]ს და [[ტიმპანები (მუსიკალური საკრავი)|ტიმპანების]] პარტიაში, რომელთა ფონზე ჟღერს ე. წ. რობოტების [[მარში]]ს თემა. მის | ფინალი იწყება ყრუ თანაბარი [[ოსტინატო|ოსტინატური]] „დარტყმებით“ [[ფორტეპიანო]]ს და [[ტიმპანები (მუსიკალური საკრავი)|ტიმპანების]] პარტიაში, რომელთა ფონზე ჟღერს ე. წ. რობოტების [[მარში]]ს თემა. მის | ||
ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
რომლის ძირითად სახეს „ფრინველის“ თემა წარმოადგენს – იმედის, მშვიდობის სიმბოლო. | რომლის ძირითად სახეს „ფრინველის“ თემა წარმოადგენს – იმედის, მშვიდობის სიმბოლო. | ||
− | ამგვარად, ონეგერის ლიტურგიული სიმფონია თემატიზმის რელიეფურობით და მრავალფეროვნებით, მთლიანი დრამატურგიით, ორიგინალური ტემბრული მიგნებებით ხასიათდება და მსოფლიო სიმფონიური მუსიკის | + | ამგვარად, ონეგერის ლიტურგიული სიმფონია თემატიზმის რელიეფურობით და მრავალფეროვნებით, მთლიანი დრამატურგიით, ორიგინალური ტემბრული მიგნებებით ხასიათდება და მსოფლიო სიმფონიური მუსიკის მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს. |
მიმდინარე ცვლილება 23:19, 23 იანვარი 2024 მდგომარეობით
სიმფონია № 3, ლიტურგიული – ფრანგი კომპოზიტორის არტურ ონეგერის სიმფონია“, (1946 წ). ლიტურგიული სიმფონია ონეგერის სიმფონიური შემოქმედების ცენტრალური ქმნილებაა მისი ნაწილების ქვესათაურები: I - Dies irae (რისხვის დღე) , II – De Profundis clamavi (უფსკრულიდან შემოგღაღადებ, უფალო), III – Dona nobis pacem (მშვიდობა მარადიული გვიწყალობე ჩვენ), სამგლოვიარო მესიდან, რეკვიემიდანაა ნასესხები და ნაწარმოების საერთო ტრაგიკულ კონცეფციას, მეორე მსოფლიო ომის თემას უკავშირდება. ეს თხზულება გამოირჩევა მასშტაბურობით, ჩანაფიქრის მონუმენტალიზმით, ღრმა პესიმიზმით და, ამასთანავე, ნათელი მომავლის იმედით.
მხატვრულ სახეთა კონტრასტულობის მიუხედავად, მესამე სიმფონია საოცარი მთლიანობით გამოირჩევა, რაც განვითარების ორგანულობით, მისი ერთიანი ხაზით, გამჭოლი მნიშვნელობის მქონე თემა-სიმბოლოებით განისაზღვრება. ასეთებია: „ფრინველის თემა“ – რწმენის და იმედის სიმბოლო, რომელიც პირველი ნაწილიდან ფინალამდე სხვადასხვაგვარ სახეს იღებს; Adagio-ს მწუხარე თემა, რომელიც განვითარების პროცესში უფრო ნათელ ჟღერადობას იძენს. გარდა ამისა, სიმფონიის სხვა თემებიც ინტონაციურად მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რაც მას მონოლითურობას და ერთიანობას ანიჭებს.
სარჩევი |
[რედაქტირება] პირველი ნაწილი
ლიტურგიული სიმფონიის პირველი ნაწილი (Allegro marcato) ლაკონიური და ძალზე დინამიკური სონატური ფორმითაა დაწერილი, რაც ესოდენ ტიპურია ონეგერის სიმფონიური შემოქმედებისთვის. მისი ძირითადი თემები სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს და ერთიან, დინამიკურ, მოტორულ ჟღერადობას ქმნიან. ექსპოზიციის თემები ერთ თემატურ კომპლექსად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომლის ცალკეული ელემენტები ერთი მეორიდან გამომდინარეობენ. სიმფონია იწყება სიმებიანების და ხის ჩასაბერების მკვეთრი პასაჟებით, რომელთა ფონზეც გაჟღერდება მთავარი თემა (ქრომატული es-moll), ყურადღების ღირსია მთავარი თემის რიტმული თანხლება, კერძოდ რთულად ორგანიზებული პოლიფონია, რაც სტრავინსკის მუსიკალური აზროვნების გარკვეულ გავლენაზე მეტყველებს. დამხმარე თემა მკვეთრად არ უპირისპირდება მთავარს, იგი მისი თავისებური გაგრძელებაა, თუმცა სხვა ასპექტში. ჩელოების ექსპრესიული, მეტყველი მელოდია სინკოპირებული რიტმის უწყვეტი პულსაციის ფონზე ჟღერს. დამხმარე პარტიას მოსდევს აკორდული ფაქტურის დასკვნითი, რომლის ბოლო 3 ტაქტი ამზადებს დამუშავებას. აღსანიშნავია, რომ ვინაიდან დამუშავებითობით უკვე ექსპოზიცია ხასიათდება, საკუთრივ დამუშავების მონაკვეთი ძალზე ლაკონიურია. მასში მხოლოდ ერთი დინამიკური ტალღაა, რომელშიც უმთავრესად მთავარი პარტიის მუსიკალური მასალაა გამოყენებული. ნაწილის კულმინაცია მიიღწევა რეპრიზის დასაწყისში. საკუთრივ რეპრიზაში, როგორც ეს ონეგერისთვისაა ტიპური, თემები საკმაოდაა გარდაქმნილი: მთავარი თემა შედარებით ნათელი კოლორიტით ხასიათდება, ტრანსფორმაციას განიცდის მელოდიაც – წყვეტილ რეჩიტატიულ ფრაზებს ცვლის სტრუქტურულად ჩამოყალიბებული მელოდია. ასეთი ცვლილებების მიუხედავად, რეპრიზის საერთო ჟღერადობა საკმაოდ დაძაბულია. მხოლოდ ნაწილის ბოლოს გამოჩენილი „ფრინველის თემა“ განმუხტავს დრამატიზმს. ეს დიატონური, კილო-ტონალურად მყარი თემა კონტრასტულად უპირისპირდება ნეგატიური სახეების ამსახველ ექსპოზიციის თემატიზმს.
[რედაქტირება] მეორე ნაწილი
სიმფონიის მეორე ნაწილი, ვრცელი Adagio, ორგანულადაა ჩართული სიმფონიის დრამატურგიის განვითარების ერთიან ხაზში. პირველი ნაწილის დაძაბულობას, ტეხილ მელოდიურ ხაზს, ქრომატულ კილო-ჰარმონიულ ენას აქ უპირისპირდება მყარი ტონალური საფუძველი, დიატონიკა და კანტილენური მელოდიკა. ნაწილის მოკლე შესავალში „თეზისურად“ გაისმის Adagio-ს ყველა ძირითადი თემა: პირველი მონაკვეთის, De Profundis-ის და „ფრინველის“ თემები. Adagio-ს-ს ორი ახალი თემის ძირითადი ბირთვი პირველი ნაწილის თემების მსგავს ინტონაციებზეა აგებული, მაგრამ განსხვავებული კილო-ტონალური კონტექსტი განასხვავებს მათ შინაარსობრივად. საწყისი თემა, მდორე კანტილენური მელოდია ერთგვაროვანი ტემბრებითაა ინტონირებული, რაც მის მშვიდ, თავშეკავებულად ლირიკულ ხასიათს უსვამს ხაზს. მეორე ნაწილის შუა მონაკვეთი კონტრასტულია პირველის მიმართ. აქ ახალი პირქუში თემა ჩნდება, რომელიც ნაწილის ძირითად აზრს გადმოგვცემს. თემა De Profundis მოახლოებული სამგლოვიარო მსვლელობის სახეს გვიხატავს და თანდათან მაღალ რეგისტრში გადადის. მატულობს დინამიკა, ფაქტურა რთულდება პოლიფონიური ხერხების გამოყენებით და ჟღერადობა სულ უფრო დაძაბული ხდება. რეპრიზაში კვლავ ბრუნდება საწყისი თემა, მაგრამ შეცვლილი ტემბრული იერსახით: იგი გატარებულია ორკესტრის ყველა ჯგუფის საკრავების მაღალ, კაშკაშა რეგისტრში, თუმცა მისი პირველ მონაკვეთთან შედარებით ნათელი განწყობა დრამატიზაციას განიცდის ვიოლინოების და ფლეიტების პარტიაში შუა ეპიზოდის თემის გამოჩენით. ნაწილის ბოლოს ფლეიტის პარტიაში კვლავ გაისმის „ფრინველის“ თემა, როგორც იმედის თავისებური სიმბოლო.
[რედაქტირება] ფინალი
ლიტურგიული სიმფონიის ფინალი ციკლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც, ერთი მხრივ, დრამატული კონფლიქტის კულმინაციას, ხოლო მეორე მხრივ, წინამორბედი ნაწილების იდეურ და თემატურ შეჯამებას წარმოადგენს. ფინალის სტრუქტურა საკმაოდ რთულადაა ორგანიზებული და ერთდროულად ატარებს სონატური ფორმის და რონდოს ნიშნებს, თუმცა ძალზე არატრადიციულად გააზრებულს.
ფინალი იწყება ყრუ თანაბარი ოსტინატური „დარტყმებით“ ფორტეპიანოს და ტიმპანების პარტიაში, რომელთა ფონზე ჟღერს ე. წ. რობოტების მარშის თემა. მის შესახებ თავად კომპოზიტორი წერს: „მე შევქმენი ტლანქი მარშის ხაზგასმით იდიოტური თემა, რომლის ექსპონირებას ბანის კლარნეტი ახდენს. ესაა რობოტების მარში ცივილიზებული კაცობრიობის წინააღმდეგ“. რობოტების მარშს უპირისპირდება სხვა მარშის თემა, რომელიც უსულო, მექანიკურ სამყაროსთან დაპირისპირების სიმბოლოა. მეორე მარშის თემა, რომელიც სოლო ვალტორნის პარტიაშია ექსპონირებული, სასიმღერო ხასიათისაა და ტონალურად მყარია (a-moll). ფინალის მესამე თემა შეიძლება დავახასიათოთ როგორც ჩივილის, ტკივილის თემა.
თემათა ინტენსიური განვითარება დამუშავებაში მომხდარი კატასტროფის შთაბეჭდილებას ქმნის, მაგრამ სიმფონიის შედეგი კატასტროფა როდია. ნაწარმოების მხატვრული კონცეფციის შეჯამება მის კოდაში ხდება, რომლის ძირითად სახეს „ფრინველის“ თემა წარმოადგენს – იმედის, მშვიდობის სიმბოლო.
ამგვარად, ონეგერის ლიტურგიული სიმფონია თემატიზმის რელიეფურობით და მრავალფეროვნებით, მთლიანი დრამატურგიით, ორიგინალური ტემბრული მიგნებებით ხასიათდება და მსოფლიო სიმფონიური მუსიკის მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს.