ენათმეცნიერების ინსტიტუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ლიტერატურა)
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი''' – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.  
 
'''არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი''' – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.  
  
დაარსდა 1936 აკად, ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ეჩიმკი) ბაზაზე. 1941 წლიდან, საქ.ართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაარსებასთან დიკავშირებით, „ენიმკის“ გაყოფის შემდეგ ჩამოყალიბდა „აკად. ნ. მარის სახელობის ენის ინსტიტუტი“, რომელსაც 1950-იდან ეწოდება ენათმეცნიერების  ინსტიტუტი 1988 წელს მიენიჭა არნ. ჩიქობავას სახელი. ინსტიტუტის დირექტორები იყვნენ: ვ. თოფურია (1943-49),  
+
დაარსდა 1936 აკად, [[მარი ნიკო|ნ. მარი]]ს სახელობის [[ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი (ენიმკი)|ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკი)]] ბაზაზე. 1941 წლიდან, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით, „ენიმკის“ გაყოფის შემდეგ ჩამოყალიბდა „აკად. ნ. მარის სახელობის ენის ინსტიტუტი“, რომელსაც 1950-იდან ეწოდება ენათმეცნიერების  ინსტიტუტი. 1988 წელს მიენიჭა არნ. ჩიქობავას სახელი. ინსტიტუტის დირექტორები იყვნენ: ვ. თოფურია (1943-49), [[ახვლედიანი გიორგი (ენათმეცნიერი)|გ. ახვლედიანი]] (1949–50), არნ. ჩიქობავა (1950–52), [[გიგინეიშვილი ივანე|ი. გიგინეიშვილი]] (1952–53), ქ. ლომთათიძე (1953–63, 1975–87), ვ. ფანჩვიძე (1963–75), ბ. ჯორბენაძე (1987–93), გ. კვარაცხელია (1993-2006). 2006-იდან ინსტიტუტი გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი).  
[[ახვლედიანი გიორგი (ენათმეცნიერი)|გ. ახვლედიანი]] (1949–50), არნ. ჩიქობავა (1950–52), [[გიგინეიშვილი ივანე|ი. გიგინეიშვილი]] (1952–53), ქ. ლომთათიძე (1953–63, 1975–87), ვ. ფანჩვიძე (1963–75), ბ. ჯორბენაძე (1987–93), გ. კვარაცხელია (1993-2006). 2006-იდან ინსტიტუტი გახდა საჯარო სამართლის იურიდ. პირი).  
+
  
ინსტიტუტის ძირითადი მიმართულებაა [[ქართული ენა|ქართული ენის]] შესწავლა როგორც ნორმატიული, ისე ისტორიული თვალსაზრისით, სხვა ქართველური (მეგრულ-ჭანური, სვანური) და მთის იბერიულ-კაეკასიური (აფხაზურ-ადიღური, ნახური, დაღესტნური) [[ენა (მეტყველება)|ენების]] – მათი ფონეტიკის, [[გრამატიკა|გრამატიკული]] სტრუქტურის, სინტაქსის, ლექსიკისა და  
+
ინსტიტუტის ძირითადი მიმართულებაა [[ქართული ენა|ქართული ენის]] შესწავლა როგორც ნორმატიული, ისე ისტორიული თვალსაზრისით, სხვა ქართველური (მეგრულ-ჭანური, სვანური) და მთის იბერიულ-კავკასიური (აფხაზურ-ადიღური, ნახური, დაღესტნური) [[ენა (მეტყველება)|ენების]] – მათი ფონეტიკის, [[გრამატიკა|გრამატიკული]] სტრუქტურის, სინტაქსის, ლექსიკისა და  
[[დიალექტოლოგია|დიალექტოლოგიის]] საკითხების კვლევა სინქრონიულ და დიაქრონიულ ასპექტში, აგრეთვე ტიპოლოგიური თვალთახედვით ამ ენათა სხვა ჯგუფის ენებთან კონტაქტები და ამ თვალსაზრისით თანამედროვე ზოგადი [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერების]] ძირითადი პრობლემატიკა. ინსტიტუტის  
+
[[დიალექტოლოგია|დიალექტოლოგიის]] საკითხების კვლევა სინქრონიულ და დიაქრონიულ ასპექტში, აგრეთვე ტიპოლოგიური თვალთახედვით ამ ენათა სხვა ჯგუფის ენებთან კონტაქტები და ამ თვალსაზრისით თანამედროვე ზოგადი [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერების]] ძირითადი პრობლემატიკა. ინსტიტუტის სტრუქუტრული ერთეულებია: ზოგადი ენათმეცნიერების, ქართველური ენების, მეტყველების კულტურის, ლექსიკოლოგიის, სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და [[თარგმნითი ლექსიკონი|თარგმნითი ლექსიკონები]]ს, მთის იბერიულ-კავკასიური ენების, ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავებისა და სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილებები. 2006-მდე მუშაობდა ექსპერიმენტული ფონეტიკის, ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონის, ონომასტიკის პრობლემური კვლევის, ქართველურ ენათა დიალექტოლოგიური ატლასის, ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილებასთან არსებული კომპიუტერული ლინგვისტიკის, ქართველურ ენათა (ზუგდიდის) ლაბორატორიები და ენციკლოპედიისა და ინფორმაციის ჯგუფი.  
სტრუქუტრული ერთეულებია: ზოგადი ენათმეცნიერების, ქართველური ენების, მეტყველების კულტურის, ლექსიკოლოგიის, სამეცნიეო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების, მთის იბერიულ-კავკასიური ენების, ენობრივ მონაცემთა  
+
კომპიუტერული დამუშავებისა და სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილებები.  
+
2006-მდე მუშაობდა ექსპერიმენტული ფონეტიკის, ისტორიულ-ეტიმოლოგიური  
+
ლექსიკონის, ონომასტიკის პრობლემური კვლევის, ქართველურ ენათა დიალექტოლოგიური ატლასის, ზოგადი ენათმეცნიერების განყბასთან არსებული კომპიუტერული ლინგვისტიკის, ქართველურ ენათა (ზუგდიდის) ლაბორატორიები და ენციკლოპედიისა და ინფორმაციის ჯგუფი.  
+
  
ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო ორგანოა „იბერიულ-კაეკასიური ენათმეცნიერება“ (დაარსდა 1946); აგრეთეე: „ქართველურ ენათა სტრუქტურების საკითხები“, „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, „ეტიმოლოგიური ძიებანი“, „ქართველოლოგიური კრებული“, „დიალექტოლოგიური კრებული“, „თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების საკითხები“. ინტისტიტუტის ბაზაზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გამოსცემდა საკავშირო ორგანოს „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულს“ (დაარსდა 1974, ბოლო ტ. – 2013). 1950–64 წლებში ინსტიტუტმა გამოსცა რვატომეული „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ (197ა ინსტიტუტს მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია);  
+
ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო ორგანოა „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“ (დაარსდა 1946); აგრეთვე: „ქართველურ ენათა სტრუქტურების საკითხები“, „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, „ეტიმოლოგიური ძიებანი“, „ქართველოლოგიური კრებული“, „დიალექტოლოგიური კრებული“, „თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების საკითხები“. ინსტიტუტის ბაზაზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გამოსცემდა საკავშირო ორგანოს „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულს“ (დაარსდა 1974, ბოლო ტ. – 2013). 1950–64 წლებში ინსტიტუტმა გამოსცა რვატომეული „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ (1971 ინსტიტუტს მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია); ინსტიტუტის მიერ გამოცემულია რამდენიმე ასეული მონოგრაფია, კრებული, სხვადასხვა სახის ლექსიკონები.  
ინსტიტუტის მიერ გამოცემულია რამდენიმე ასეული მონოგრაფია, კრებული, სხვადასხვა სახის ლექსიკონები.  
+
  
ინსტიტუტს მუდმივი სამეცნ.იერო კონტაქტები აქვს უცხოეთის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებთან.
+
ინსტიტუტს მუდმივი სამეცნიერო კონტაქტები აქვს უცხოეთის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებთან.
  
ინსტიტუტის თაოსნობით 1965-იდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში ტარდებოდა რეგიონალური სამეცნიერო სესიები, რომლებიც ეძღვნებოდა იბერიულ-კაეკასიურ ენათა სისტემისა და ისტორიის საკითხებს. ჩატარებულია 13 ასეთი სესია. სხვადასხვა წლებში სესიას მასპინძლობდა [[თბილისი]], მაჰაჩყალა, ნალჩიკი, მაიკოპი, ჩერკესკი, გროზნო, ვლადიკავკაზი, სოხუმი; საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ქ. ლომთათიძე. 1991 მოეწყო კავკასიოლოგთა I საერთაშორისო სიმპოზიუმი. 1998 გაიმართა საერთაშორისო სიმპოზხიუმი, რომელიც მიეძღვნა არნ. ჩიქობავეას იუბილეს. ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს ორ საინტერესო სამეცნიერო სესიას, რესპუბლიკურ დიალექტოლოგიურ სესიასა და კონფერენციას „ქართული ენა  
+
ინსტიტუტის თაოსნობით 1965-იდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში ტარდებოდა რეგიონალური სამეცნიერო სესიები, რომლებიც ეძღვნებოდა იბერიულ-კავკასიურ ენათა სისტემისა და ისტორიის საკითხებს. ჩატარებულია 13 ასეთი სესია. სხვადასხვა წლებში სესიას მასპინძლობდა [[თბილისი]], მაჰაჩყალა, ნალჩიკი, მაიკოპი, ჩერკესკი, გროზნო, ვლადიკავკაზი, სოხუმი; საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ქ. ლომთათიძე. 1991 მოეწყო კავკასიოლოგთა I საერთაშორისო სიმპოზიუმი. 1998 გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა არნ. ჩიქობავას იუბილეს. ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს ორ საინტერესო სამეცნიერო სესიას, რესპუბლიკურ დიალექტოლოგიურ სესიასა და კონფერენციას „ქართული ენა  
და კომპიუტერული ტექნოლოგიები“. მოხსენებები იბეჭდება „,მასალების“ სახით.
+
და კომპიუტერული ტექნოლოგიები“. მოხსენებები იბეჭდება „მასალების“ სახით.
  
ენათმეცნიერების ინსტიტუტში სხვადასხეა პერიოდში მუშაობდნენ [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]], გ. ახელე�დიანი, ს. ჯანაშია, [[წერეთელი გრიგოლ|გ. წერეთელი]], ე.  
+
ენათმეცნიერების ინსტიტუტში სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]], [[ახვლედიანი გიორგი (ენათმეცნიერი)|გ. ახვლედიანი]], [[ჯანაშია სიმონ|ს. ჯანაშია]], [[წერეთელი გრიგოლ|გ. წერეთელი]], ე. თოფურია, ს. ჟღენტი, [[შარაძენიძე თინათინ|თ. შარაძენიძე]], [[გიგინეიშვილი ივანე|ი. გიგინეიშვილი]], [[გუდავა ტოგო|ტ. გუდავა]], [[ქალდანი მაქსიმე|მ. ქალდანი]] და სხვ.  
თოფურია, ს. ჟღენტი, თ. შარაძენიძე, [[გიგინეიშვილი ივანე|ი. გიგინეიშვილი]], [[გუდავა ტოგო|ტ. გუდავა]], მ. ქალდანი და სხვ.  
+
  
 
''გ. თოფურია''  
 
''გ. თოფურია''  
ხაზი 27: ხაზი 20:
  
 
==== ლიტერატურა ====
 
==== ლიტერატურა ====
* ლომთათიძე ქ. ენათმეცნიერების ინტიტუტი ოქტომბრის რევოლუციის 60 წლისთავზე. – «მაცნე» (ენისა და ლიტ. სერია), 1977,  
+
* ლომთათიძე ქ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი ოქტომბრის რევოლუციის 60 წლისთავზე. – „მაცნე“ (ენისა და ლიტ. სერია), 1977, №1;  
* №1;  
+
* საქ. სსრ მეცნ. აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გამოცემათა ბიბლიოგრაფია (1936-1972). – „იკე“, XIX, თბ. 1974;  
* საქ. სსრ მეცნ. აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გამოცემათა ბიბლიოგრაფია (1936-1972). – «იკე», XIX, თბ. 1974;  
+
* „იკე“, XXX, თბ., 1991.
* «იკე», XXX, თბ., 1991.
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
[[კატეგორია:საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები]]
+
[[კატეგორია:სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები საქართველოში]]

მიმდინარე ცვლილება 12:52, 27 მარტი 2024 მდგომარეობით

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.

დაარსდა 1936 აკად, ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკი) ბაზაზე. 1941 წლიდან, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით, „ენიმკის“ გაყოფის შემდეგ ჩამოყალიბდა „აკად. ნ. მარის სახელობის ენის ინსტიტუტი“, რომელსაც 1950-იდან ეწოდება ენათმეცნიერების ინსტიტუტი. 1988 წელს მიენიჭა არნ. ჩიქობავას სახელი. ინსტიტუტის დირექტორები იყვნენ: ვ. თოფურია (1943-49), გ. ახვლედიანი (1949–50), არნ. ჩიქობავა (1950–52), ი. გიგინეიშვილი (1952–53), ქ. ლომთათიძე (1953–63, 1975–87), ვ. ფანჩვიძე (1963–75), ბ. ჯორბენაძე (1987–93), გ. კვარაცხელია (1993-2006). 2006-იდან ინსტიტუტი გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი).

ინსტიტუტის ძირითადი მიმართულებაა ქართული ენის შესწავლა როგორც ნორმატიული, ისე ისტორიული თვალსაზრისით, სხვა ქართველური (მეგრულ-ჭანური, სვანური) და მთის იბერიულ-კავკასიური (აფხაზურ-ადიღური, ნახური, დაღესტნური) ენების – მათი ფონეტიკის, გრამატიკული სტრუქტურის, სინტაქსის, ლექსიკისა და დიალექტოლოგიის საკითხების კვლევა სინქრონიულ და დიაქრონიულ ასპექტში, აგრეთვე ტიპოლოგიური თვალთახედვით ამ ენათა სხვა ჯგუფის ენებთან კონტაქტები და ამ თვალსაზრისით თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების ძირითადი პრობლემატიკა. ინსტიტუტის სტრუქუტრული ერთეულებია: ზოგადი ენათმეცნიერების, ქართველური ენების, მეტყველების კულტურის, ლექსიკოლოგიის, სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების, მთის იბერიულ-კავკასიური ენების, ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავებისა და სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილებები. 2006-მდე მუშაობდა ექსპერიმენტული ფონეტიკის, ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონის, ონომასტიკის პრობლემური კვლევის, ქართველურ ენათა დიალექტოლოგიური ატლასის, ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილებასთან არსებული კომპიუტერული ლინგვისტიკის, ქართველურ ენათა (ზუგდიდის) ლაბორატორიები და ენციკლოპედიისა და ინფორმაციის ჯგუფი.

ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო ორგანოა „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“ (დაარსდა 1946); აგრეთვე: „ქართველურ ენათა სტრუქტურების საკითხები“, „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, „ეტიმოლოგიური ძიებანი“, „ქართველოლოგიური კრებული“, „დიალექტოლოგიური კრებული“, „თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების საკითხები“. ინსტიტუტის ბაზაზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გამოსცემდა საკავშირო ორგანოს „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულს“ (დაარსდა 1974, ბოლო ტ. – 2013). 1950–64 წლებში ინსტიტუტმა გამოსცა რვატომეული „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ (1971 ინსტიტუტს მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია); ინსტიტუტის მიერ გამოცემულია რამდენიმე ასეული მონოგრაფია, კრებული, სხვადასხვა სახის ლექსიკონები.

ინსტიტუტს მუდმივი სამეცნიერო კონტაქტები აქვს უცხოეთის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებთან.

ინსტიტუტის თაოსნობით 1965-იდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში ტარდებოდა რეგიონალური სამეცნიერო სესიები, რომლებიც ეძღვნებოდა იბერიულ-კავკასიურ ენათა სისტემისა და ისტორიის საკითხებს. ჩატარებულია 13 ასეთი სესია. სხვადასხვა წლებში სესიას მასპინძლობდა თბილისი, მაჰაჩყალა, ნალჩიკი, მაიკოპი, ჩერკესკი, გროზნო, ვლადიკავკაზი, სოხუმი; საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ქ. ლომთათიძე. 1991 მოეწყო კავკასიოლოგთა I საერთაშორისო სიმპოზიუმი. 1998 გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა არნ. ჩიქობავას იუბილეს. ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს ორ საინტერესო სამეცნიერო სესიას, რესპუბლიკურ დიალექტოლოგიურ სესიასა და კონფერენციას „ქართული ენა და კომპიუტერული ტექნოლოგიები“. მოხსენებები იბეჭდება „მასალების“ სახით.

ენათმეცნიერების ინსტიტუტში სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ს. ჯანაშია, გ. წერეთელი, ე. თოფურია, ს. ჟღენტი, თ. შარაძენიძე, ი. გიგინეიშვილი, ტ. გუდავა, მ. ქალდანი და სხვ.

გ. თოფურია


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ლომთათიძე ქ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი ოქტომბრის რევოლუციის 60 წლისთავზე. – „მაცნე“ (ენისა და ლიტ. სერია), 1977, №1;
  • საქ. სსრ მეცნ. აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გამოცემათა ბიბლიოგრაფია (1936-1972). – „იკე“, XIX, თბ. 1974;
  • „იკე“, XXX, თბ., 1991.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები