შაკი
(ახალი გვერდი: შაკი '''შაკი''' (Pandion haliaetus) – ფრინველი ქორისებრთა ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:SHAKI.PNG|thumb|250პქ|შაკი]] | [[ფაილი:SHAKI.PNG|thumb|250პქ|შაკი]] | ||
| − | '''შაკი''' (Pandion | + | '''შაკი''' (ლათ. Pandion haliaëtus Linnaeus, 1758) – ფრინველთა გვარი [[ქორისებრნი|ქორისებრთა]] ოჯახისა [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა − შაკი. |
| − | + | * კლასი − ფრინველები (AVES) | |
| + | * რიგი − [[შავარდნისნაირნი]] (Falconiformes) | ||
| + | * ოჯახი − [[ქორისებრნი]] (Accipitridae) | ||
| + | * გვარი − შაკი (Pandion) | ||
| + | საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 450-515 მმ-ია, კუდი − 215-230 მმ, წონა − 1300-1900 გ. დედალი ცოტათი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. დამახასიათებელია: გრძელი ფრთები, შედარებით მოკლე კუდი, მუცლის ბუმბულებს გვერდითი (დამატებითი) ღეროები არა აქვთ; მკვეთრად მოხრილი [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] გრძელი კაუჭით ბოლოვდება; თათი მსხვილი და ძლიერია, გალო − მოკლე; წვივზე წაგრძელებული ბუმბულები (საჩერნე) არა აქვს; ბრჭყალები გრძელი და მახვილია, თითები ქვემო მხრიდან ხორკლიანი. გარეთა თითი შებრუნებულია. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მუქი მურაა, მხოლოდ თავია მოჟანგისფრო-[[თეთრი (ფერი)|თეთრი]], რომელზედაც ფართო მურა ლაქები შუბლიდან კეფისაკენ მიდის. მუქი მურა ზოლები გადის აგრეთვე თვალებსა და ყურებზე. მთელი ქვემო მხარე მოცვილისფრო-თეთრია, მაგრამ ჩიჩახვზე მუქი ლაქებია; ფრთებისქვეშა ბუმბულები ნათელი ფერისაა; მომქნევები ზემოდან მურაა, კუდზე განივი ზოლებით. ახალგაზრდებს ზურგის მხარეს ჟანგმიწისფერი არშიები აქვთ, განსაკუთრებით მხრებსა და ფრთების მფარავებზე. ნისკარტი ძირში მოლურჯოა, ხოლო წვეროში − მოშავო; ცვილანა და ფეხები რუხია, ბრჭყალები — შავი. | ||
| − | + | ცნობილია 5 ქვესახეობა. [[საქართველო]]ში მოიპოვება ჩვეულებრივი შაკი — P. h. haliaëtus Linn., 1758. | |
| + | ====გავრცელება==== | ||
| + | სახეობის ბუდობის არეალი მეტად ფართოა. იგი მოიცავს თითქმის მთელ [[ევროპა]]სა და [[აზია]]ს — ჩრდილოეთით ტყის ზონის საზღვრამდე, სამხრეთით − [[ინდოეთი|ინდოეთამდე]] და [[ფილიპინები|ფილიპინის]] კუნძულებამდე (უდაბნოების გამოკლებით); [[აფრიკა]]ში მოიპოვება [[ალჟირი|ალჟირსა]] და [[ტუნისი|ტუნისში]], აგრეთვე მეწამული ზღვის მახლობლად [[სომალი]]მდე; მწვანე კონცხის კუნძულებზე; შემდეგ ინდო-ავსტრალიის [[არქიპელაგი|არქიპელაგზე]] და [[ავსტრალია]]ში; ჩრდილოეთ და ნაწილობრივ სამხრეთ [[ამერიკა]]ში. არეალის ჩრდილოეთი ნაწილიდან გადამფრენია. ევროპისა და აზიის პოპულაციები ზამთრობენ აფრიკისა და აზიის სამხრეთ ნაწილებში; ამერიკისა — ჩრდილოეთი ამერიკის სამხრეთ ნაწილსა და ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი. საქართველოში მეტად იშვიათია, გვხვდება ჯავახეთის, ერწოსა და პალიასტომის ტბებთან, მდინარე ჭოროხის შესართავთან და სხვ. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე ზღვის დონიდან. მოფრინავს ჩვენში მარტში, ხოლო მიფრინავს ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის. | ||
| + | ====ბიოტოპი==== | ||
| + | ბინადრობს თევზებით მდიდარი წყალსატევების მახლობელ ტყიან ადგილებში, სადაც ამავე დროს შესაფერისი პირობებია ბუდობისათვის. | ||
| + | ====გამრავლება==== | ||
| + | ბინადრობს მაღალი [[ხე]]ებით გარშემორტყმული გამჭვირვალეწყლიანი, თევზით მდიდარი წყალსატევებთან. აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი, მაგრამ უფრო მეტხანს − დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 35 დღემდე აღწევს. | ||
| + | ====კვება==== | ||
| + | სტენოფაგი ფრინველია, იკვებება ძირითადად თევზებით. იჭერს საშუალო ზომის თევზს, წონით 2-3 კგ-მდე. თევზს იჭერს ფრენიდან პირდაპირ ჩაყვინთვით. ამიტომ წყალი გამჭირვალე უნდა იყოს. როცა თევზი ცოტაა ან წყალი ამღვრეულია, შაკი ჭამს ამფიბიებს, თაგვისებურ მღრღნელებს და ზოგიერთ ფრინველსაც. | ||
| + | |||
| + | ====მნიშვნელობა==== | ||
| + | თევზის მეურნეობისათვის შეუძლია გარკვეული ზიანის მიყენება, მაგრამ მისი რიცხობრიობა იმდენად მცირეა, რომ პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს. | ||
| + | საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] | + | *[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]] |
| + | *[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] | ||
[[კატეგორია:ფრინველები]] | [[კატეგორია:ფრინველები]] | ||
[[კატეგორია:მტაცებელი ფრინველები]] | [[კატეგორია:მტაცებელი ფრინველები]] | ||
[[კატეგორია:ქორისებრნი]] | [[კატეგორია:ქორისებრნი]] | ||
| + | [[კატეგორია:ფრინველთა გვარი]] | ||
| + | [[კატეგორია:შავარდნისნაირნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:48, 18 თებერვალი 2025 მდგომარეობით
შაკი (ლათ. Pandion haliaëtus Linnaeus, 1758) – ფრინველთა გვარი ქორისებრთა ოჯახისა შავარდნისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − შაკი.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − შავარდნისნაირნი (Falconiformes)
- ოჯახი − ქორისებრნი (Accipitridae)
- გვარი − შაკი (Pandion)
საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 450-515 მმ-ია, კუდი − 215-230 მმ, წონა − 1300-1900 გ. დედალი ცოტათი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. დამახასიათებელია: გრძელი ფრთები, შედარებით მოკლე კუდი, მუცლის ბუმბულებს გვერდითი (დამატებითი) ღეროები არა აქვთ; მკვეთრად მოხრილი ნისკარტი გრძელი კაუჭით ბოლოვდება; თათი მსხვილი და ძლიერია, გალო − მოკლე; წვივზე წაგრძელებული ბუმბულები (საჩერნე) არა აქვს; ბრჭყალები გრძელი და მახვილია, თითები ქვემო მხრიდან ხორკლიანი. გარეთა თითი შებრუნებულია. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მუქი მურაა, მხოლოდ თავია მოჟანგისფრო-თეთრი, რომელზედაც ფართო მურა ლაქები შუბლიდან კეფისაკენ მიდის. მუქი მურა ზოლები გადის აგრეთვე თვალებსა და ყურებზე. მთელი ქვემო მხარე მოცვილისფრო-თეთრია, მაგრამ ჩიჩახვზე მუქი ლაქებია; ფრთებისქვეშა ბუმბულები ნათელი ფერისაა; მომქნევები ზემოდან მურაა, კუდზე განივი ზოლებით. ახალგაზრდებს ზურგის მხარეს ჟანგმიწისფერი არშიები აქვთ, განსაკუთრებით მხრებსა და ფრთების მფარავებზე. ნისკარტი ძირში მოლურჯოა, ხოლო წვეროში − მოშავო; ცვილანა და ფეხები რუხია, ბრჭყალები — შავი.
ცნობილია 5 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი შაკი — P. h. haliaëtus Linn., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მეტად ფართოა. იგი მოიცავს თითქმის მთელ ევროპასა და აზიას — ჩრდილოეთით ტყის ზონის საზღვრამდე, სამხრეთით − ინდოეთამდე და ფილიპინის კუნძულებამდე (უდაბნოების გამოკლებით); აფრიკაში მოიპოვება ალჟირსა და ტუნისში, აგრეთვე მეწამული ზღვის მახლობლად სომალიმდე; მწვანე კონცხის კუნძულებზე; შემდეგ ინდო-ავსტრალიის არქიპელაგზე და ავსტრალიაში; ჩრდილოეთ და ნაწილობრივ სამხრეთ ამერიკაში. არეალის ჩრდილოეთი ნაწილიდან გადამფრენია. ევროპისა და აზიის პოპულაციები ზამთრობენ აფრიკისა და აზიის სამხრეთ ნაწილებში; ამერიკისა — ჩრდილოეთი ამერიკის სამხრეთ ნაწილსა და ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი. საქართველოში მეტად იშვიათია, გვხვდება ჯავახეთის, ერწოსა და პალიასტომის ტბებთან, მდინარე ჭოროხის შესართავთან და სხვ. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე ზღვის დონიდან. მოფრინავს ჩვენში მარტში, ხოლო მიფრინავს ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბინადრობს თევზებით მდიდარი წყალსატევების მახლობელ ტყიან ადგილებში, სადაც ამავე დროს შესაფერისი პირობებია ბუდობისათვის.
[რედაქტირება] გამრავლება
ბინადრობს მაღალი ხეებით გარშემორტყმული გამჭვირვალეწყლიანი, თევზით მდიდარი წყალსატევებთან. აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი, მაგრამ უფრო მეტხანს − დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 35 დღემდე აღწევს.
[რედაქტირება] კვება
სტენოფაგი ფრინველია, იკვებება ძირითადად თევზებით. იჭერს საშუალო ზომის თევზს, წონით 2-3 კგ-მდე. თევზს იჭერს ფრენიდან პირდაპირ ჩაყვინთვით. ამიტომ წყალი გამჭირვალე უნდა იყოს. როცა თევზი ცოტაა ან წყალი ამღვრეულია, შაკი ჭამს ამფიბიებს, თაგვისებურ მღრღნელებს და ზოგიერთ ფრინველსაც.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
თევზის მეურნეობისათვის შეუძლია გარკვეული ზიანის მიყენება, მაგრამ მისი რიცხობრიობა იმდენად მცირეა, რომ პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა.