ქარონ ლამფსაკელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ქარონ ლამფსაკელი''' – (ძვ. ბერძ. Χάρων Λαμψακηνός, ძვ. წ. VI-V ს. ), ბერძენ [...)
 
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
ქარონს ეკუთვნის აგრეთვე „ლამფსაკის ქრონიკა“, რომელშიც გადმოცემულია მისი მშობლიური ქალაქის დაარსების ამბავი და შემდგომი ისტორია, ვიდრე მის დრომდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქარონი პირველია ბერძნულ ისტორიოგრაფიაში, ვინც სწორად გაიგო მაგისტრატთა სიების მნიშვნელობა ქალაქების ისტორიის დადგენისათვის და მოვლენების ქრონოლოგიური თანამიმდევრობის განსაზღვრისათვის. ამ ნაწარმოების რამდენიმე საკმაოდ ვრცელი ფრაგმენტია შემორჩენილი.  
 
ქარონს ეკუთვნის აგრეთვე „ლამფსაკის ქრონიკა“, რომელშიც გადმოცემულია მისი მშობლიური ქალაქის დაარსების ამბავი და შემდგომი ისტორია, ვიდრე მის დრომდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქარონი პირველია ბერძნულ ისტორიოგრაფიაში, ვინც სწორად გაიგო მაგისტრატთა სიების მნიშვნელობა ქალაქების ისტორიის დადგენისათვის და მოვლენების ქრონოლოგიური თანამიმდევრობის განსაზღვრისათვის. ამ ნაწარმოების რამდენიმე საკმაოდ ვრცელი ფრაგმენტია შემორჩენილი.  
  
როგორც აღვნიშნეთ, ქარონი ყველაზე უფრო ახლო დგას ჰეროდოტესთან ლოგოგრაფოსთა შორის. იგი უმეტესად გადმოგვცემს ბერძენ–სპარსელთა ომის მოვლენებსა და აგრეთვე სხვა ისტორიულ ფაქტებს, რომელთა მომსწრე და თვითმხილველიც ყოფილა, მაგრამ ქარონი მთლიანად მაინც არ განთავისუფლებულა ძველი მოთოლოგიური ეპიკური ამბების გავლენისაგან. მის შრომებში დიდი ადგილი უჭირავს გენეალოგიურ [[ლეგენდა|ლეგენდებსა]] და მითოლოგიურ [[თქმულება|თქმულებებს]], რომელთაც ის ჭეშმარიტ ისტორიულ ფაქტებთან ერთ სიბრტყეში განიხილავს. ქარონი იჩენს დიდ მიდრეკილებას წინასწარმეტყველებებისადმი, სსვადასხვა ანეკდოტებისა და ნახევრად ისტორიული გადმოცემებისადმი. ასეთი მიდრეკილება ჰეროდოტესაც ახასიათებდა, მაგრამ უკანასკნელი განუზომლად მაღლა დგას ქარონზე ისტორიული ფაქტების გაგების, მათი ურთიერთკავშირისა და მასალისადმი კრიტიკულ მიდგომის თვალსაზრისით. ქარონი კმაყოფილდება მხოლოდ ფაქტების მშრალი ჩამოთვლით, მათი ყოველგვარი გააზრებისა და ერთმანეთთან დაკავშირების გარეშე. ამდენად, ქარონი ისტორიას კი არ წერს, არამედ ქრონიკას. მისი თხრობის მანერაც ძალზე უსისტემოა, წინადადებები ხშირად ერთმანეთთან აზრობრივად არც არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, „ლამფსაკის ქრონიკის“ ნაწყვეტები ძალიან საინტერესოდ იკითხება.
+
როგორც აღვნიშნეთ, ქარონი ყველაზე უფრო ახლო დგას ჰეროდოტესთან ლოგოგრაფოსთა შორის. იგი უმეტესად გადმოგვცემს ბერძენ–სპარსელთა ომის მოვლენებსა და აგრეთვე სხვა ისტორიულ ფაქტებს, რომელთა მომსწრე და თვითმხილველიც ყოფილა, მაგრამ ქარონი მთლიანად მაინც არ განთავისუფლებულა ძველი მითოლოგიური ეპიკური ამბების გავლენისაგან. მის შრომებში დიდი ადგილი უჭირავს გენეალოგიურ [[ლეგენდა|ლეგენდებსა]] და მითოლოგიურ [[თქმულება|თქმულებებს]], რომელთაც ის ჭეშმარიტ ისტორიულ ფაქტებთან ერთ სიბრტყეში განიხილავს. ქარონი იჩენს დიდ მიდრეკილებას წინასწარმეტყველებებისადმი, სხვადასხვა ანეკდოტებისა და ნახევრად ისტორიული გადმოცემებისადმი. ასეთი მიდრეკილება ჰეროდოტესაც ახასიათებდა, მაგრამ უკანასკნელი განუზომლად მაღლა დგას ქარონზე ისტორიული ფაქტების გაგების, მათი ურთიერთკავშირისა და მასალისადმი კრიტიკულ მიდგომის თვალსაზრისით. ქარონი კმაყოფილდება მხოლოდ ფაქტების მშრალი ჩამოთვლით, მათი ყოველგვარი გააზრებისა და ერთმანეთთან დაკავშირების გარეშე. ამდენად, ქარონი ისტორიას კი არ წერს, არამედ ქრონიკას. მისი თხრობის მანერაც ძალზე უსისტემოა, წინადადებები ხშირად ერთმანეთთან აზრობრივად არც არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, „ლამფსაკის ქრონიკის“ ნაწყვეტები ძალიან საინტერესოდ იკითხება.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები]]
 
[[ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები]]
 
[[კატეგორია:ბერძენი ლოგოგრაფოსები]]
 
[[კატეგორია:ბერძენი ლოგოგრაფოსები]]

მიმდინარე ცვლილება 12:12, 16 აგვისტო 2024 მდგომარეობით

ქარონ ლამფსაკელი – (ძვ. ბერძ. Χάρων Λαμψακηνός, ძვ. წ. VI-V ს. ), ბერძენ ლოგოგრაფოსთა უფროსი თაობის წარმომადგენელი. მისი მშობლიური ქალაქი ლამფსაკი ჰელესპონტის სანაპიროზე მდებარეობდა მცირე აზიაში. ცხოვრობდა დაახლოებით ძვ. წ. VI საუკუნის მეორე მეოთხედსა და V საუკუნის პირველ ნახევარში.

მრავალი ნაწარმოებიდან, რომელიც ქარონს შეცდომით მიეწერება, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მას ეკუთვნოდა მხოლოდ ორი: „სპარსეთის ისტორია“ და „ლამფსაკის ქრონიკა“.

„სპარსეთის ისტორიაში“ ქარონი სპარსეთის ისტორიის თხრობას იწყებს მითიური მეფის ნინოსის დროიდან და ამთავრებს მეფე არტაქსერქსეს ტახტზე ასვლით (დაახლოებით 465 წელი). ქარონ ლამფსაკელი აღწერს იმავე ამბებს, რაც გადმოცემული აქვს ჰეროდოტეს, ე.ი. ბერძენ-სპარსელთა ომებს. ქარონი უპირატესობას ანიჭებს ნამდვილ ისტორიას, მითიურ ამბებთან შედარებით. ამით იგი ჰეროდოტეს უშუალო წინამორბედია

ქარონს ეკუთვნის აგრეთვე „ლამფსაკის ქრონიკა“, რომელშიც გადმოცემულია მისი მშობლიური ქალაქის დაარსების ამბავი და შემდგომი ისტორია, ვიდრე მის დრომდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქარონი პირველია ბერძნულ ისტორიოგრაფიაში, ვინც სწორად გაიგო მაგისტრატთა სიების მნიშვნელობა ქალაქების ისტორიის დადგენისათვის და მოვლენების ქრონოლოგიური თანამიმდევრობის განსაზღვრისათვის. ამ ნაწარმოების რამდენიმე საკმაოდ ვრცელი ფრაგმენტია შემორჩენილი.

როგორც აღვნიშნეთ, ქარონი ყველაზე უფრო ახლო დგას ჰეროდოტესთან ლოგოგრაფოსთა შორის. იგი უმეტესად გადმოგვცემს ბერძენ–სპარსელთა ომის მოვლენებსა და აგრეთვე სხვა ისტორიულ ფაქტებს, რომელთა მომსწრე და თვითმხილველიც ყოფილა, მაგრამ ქარონი მთლიანად მაინც არ განთავისუფლებულა ძველი მითოლოგიური ეპიკური ამბების გავლენისაგან. მის შრომებში დიდი ადგილი უჭირავს გენეალოგიურ ლეგენდებსა და მითოლოგიურ თქმულებებს, რომელთაც ის ჭეშმარიტ ისტორიულ ფაქტებთან ერთ სიბრტყეში განიხილავს. ქარონი იჩენს დიდ მიდრეკილებას წინასწარმეტყველებებისადმი, სხვადასხვა ანეკდოტებისა და ნახევრად ისტორიული გადმოცემებისადმი. ასეთი მიდრეკილება ჰეროდოტესაც ახასიათებდა, მაგრამ უკანასკნელი განუზომლად მაღლა დგას ქარონზე ისტორიული ფაქტების გაგების, მათი ურთიერთკავშირისა და მასალისადმი კრიტიკულ მიდგომის თვალსაზრისით. ქარონი კმაყოფილდება მხოლოდ ფაქტების მშრალი ჩამოთვლით, მათი ყოველგვარი გააზრებისა და ერთმანეთთან დაკავშირების გარეშე. ამდენად, ქარონი ისტორიას კი არ წერს, არამედ ქრონიკას. მისი თხრობის მანერაც ძალზე უსისტემოა, წინადადებები ხშირად ერთმანეთთან აზრობრივად არც არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, „ლამფსაკის ქრონიკის“ ნაწყვეტები ძალიან საინტერესოდ იკითხება.

[რედაქტირება] წყარო

ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები