ჩინეთის რკინიგზა
(ახალი გვერდი: '''ჩინეთის (ჩანჩუნის) რკინიგზა''' – (1953-დან – სარბინის რკინიგზა), [[...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ჩინეთის (ჩანჩუნის) რკინიგზა''' – (1953-დან – სარბინის რკინიგზა), [[რკინიგზა|რკინიგზის]] მაგისტრალი ჩრდილო-აღმოსავლეთ [[ჩინეთი|ჩინეთში]], სადგურ მანჯურიიდან სარბინის გავლით სუიფინხემდე და ხარბინიდან დალიანამდე, აქვს განშტოებებიც, საერთო სიგრძეა 2500 კმ. | + | '''ჩინეთის (ჩანჩუნის) რკინიგზა''' – (1953-დან – სარბინის [[რკინიგზა]]), [[რკინიგზა|რკინიგზის]] მაგისტრალი ჩრდილო-აღმოსავლეთ [[ჩინეთი|ჩინეთში]], სადგურ მანჯურიიდან სარბინის გავლით სუიფინხემდე და ხარბინიდან დალიანამდე, აქვს განშტოებებიც, საერთო სიგრძეა 2500 კმ. |
ჩინეთის რკინიგზა ჩინეთ-აღმოსავლეთის რკინიგზის (ჩარ) სახელწოდებით, გაიყვანა [[რუსეთი|რუსეთმა]] 1897-1903, [[რუსეთ-ჩინეთის ხელშეკრულებები, შეთანხმებები და კონვენცია 1689-1902|რუსეთ-ჩინეთის 1898 ხელშეკრულების]] საფუძველზე. ხელშეკრულების თანახმად, 80 წლის შემდეგ რკინიგზა უსასყიდლოდ გადადიოდა ჩინეთის ხელში, ხოლო რკინიგზაზე მოძრაობის გახსნიდან 36 წლის შემდეგ ჩინეთის მთავრობას უფლება ჰქონდა გამოესყიდა ეს ხაზი. | ჩინეთის რკინიგზა ჩინეთ-აღმოსავლეთის რკინიგზის (ჩარ) სახელწოდებით, გაიყვანა [[რუსეთი|რუსეთმა]] 1897-1903, [[რუსეთ-ჩინეთის ხელშეკრულებები, შეთანხმებები და კონვენცია 1689-1902|რუსეთ-ჩინეთის 1898 ხელშეკრულების]] საფუძველზე. ხელშეკრულების თანახმად, 80 წლის შემდეგ რკინიგზა უსასყიდლოდ გადადიოდა ჩინეთის ხელში, ხოლო რკინიგზაზე მოძრაობის გახსნიდან 36 წლის შემდეგ ჩინეთის მთავრობას უფლება ჰქონდა გამოესყიდა ეს ხაზი. | ||
მიმდინარე ცვლილება 23:31, 10 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
ჩინეთის (ჩანჩუნის) რკინიგზა – (1953-დან – სარბინის რკინიგზა), რკინიგზის მაგისტრალი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, სადგურ მანჯურიიდან სარბინის გავლით სუიფინხემდე და ხარბინიდან დალიანამდე, აქვს განშტოებებიც, საერთო სიგრძეა 2500 კმ.
ჩინეთის რკინიგზა ჩინეთ-აღმოსავლეთის რკინიგზის (ჩარ) სახელწოდებით, გაიყვანა რუსეთმა 1897-1903, რუსეთ-ჩინეთის 1898 ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების თანახმად, 80 წლის შემდეგ რკინიგზა უსასყიდლოდ გადადიოდა ჩინეთის ხელში, ხოლო რკინიგზაზე მოძრაობის გახსნიდან 36 წლის შემდეგ ჩინეთის მთავრობას უფლება ჰქონდა გამოესყიდა ეს ხაზი.
1904-05 რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ, პორტსმუთის საზავო ხელშეკრულების 1905 თანახმად, ჩარ-ის სამხრეთი ხაზი იაპონიას გადაეცა და ეწოდა „სამხრეთ მანჯურიის რკინიგზა“ (სმრ). 1918 იაპონიამ ჯარები შეიყვანა ჩინეთის რკინიგზის ტერიტორიაზე. ვაშინგტონის კონფერენციაზე 1921-22 სახელმწიფოთა შორის მწვავე ბრძოლა მიმდინარეობდა ჩარ-ის ხელში ჩასაგდებად. სსრკ-ჩინეთის 1924 ხელშეკრულებით ჩარ მიჩნეულ იქნა წმინდა კომერციულ ობიექტად საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მმართველობით. 1931 იაპონელებმა მოახდინეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ოკუპაცია და იქ შექმნეს მან-ჯოუ-გოს სახელმწიფო. 1935 საბჭოთა კავშირმა ჩარ მიჰყიდა მან-ჯოუ-გოს ხელისუფლებას. II მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ, სსრკ-ჩინეთის 1945 ხელშეკრულებით ჩარ და სმრ საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ერთობლივ მმართველობას დაუქვემდებარა. მაგისტრალს ეწოდა ჩინეთის რკინიგზა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, სსრკ-ჩინეთის 1940 ხელშეკრულების თანახმად, ჩინეთს უსასყიდლოდ გადაეცა ჩინეთის რკინიგზა მთელი თავისი ქონებით. გადაცემა გაფორმდა 1952 წლის 31 დეკემბრის ოქმით.