ანატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ანატი''' – უგარიტის და სირიის მეომარი ქალღმერთი. [[ეგ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ანატი''' – უგარიტის და [[სირია|სირიის]] მეომარი ქალღმერთი. [[ეგვიპტე]]ში შუა სამეფოს ეპოქიდან არის დაფიქსირებული. განსაკუთრებით პოპულარული ხდება რამესიდების დროიდან, როგორც | + | [[ფაილი:Anati.JPG|thumb|100პქ|ანატი]] |
| + | '''ანატი''' – უგარიტის და [[სირია|სირიის]] მეომარი ქალღმერთი. [[ეგვიპტე]]ში შუა სამეფოს ეპოქიდან არის დაფიქსირებული. განსაკუთრებით პოპულარული ხდება რამესიდების დროიდან, როგორც [[ფარაონი]]ს დამცველი [[ბრძოლა|ბრძოლის]] დროს. | ||
| + | |||
| + | ამავე პერიოდში ჩნდება ანატის თეოფორული სახელები. აღსანიშნავია, რომ [[რამსეს II]]-ის მებრძოლ ძაღლს ერქვა „ანატი დამცველია“. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, მაღალი ბუმბულების გვირგვინით. მის მეომარ ბუნებას ხაზს უსვამდა საომარი ატრიბუტები [[ფარი]], [[შუბი]] და საბრძოლო [[ნაჯახი]]. ანატი მოიხსენიება ფარაონის აღმზრდელად, რომელიც ძუძუს აწოვებს. ამ ფუნქციის წყალობით კუნძულ ფილეზე ანატი შეერწყა [[ისიდა]]ს და [[ხორი]]ს დედა გახდა. ტანისში, სეტხთან ერთად, მისი საკულტო ადგილი იყო. | ||
| + | |||
| + | |||
| + | |||
| + | |||
| − | |||
მიმდინარე ცვლილება 01:44, 6 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ანატი – უგარიტის და სირიის მეომარი ქალღმერთი. ეგვიპტეში შუა სამეფოს ეპოქიდან არის დაფიქსირებული. განსაკუთრებით პოპულარული ხდება რამესიდების დროიდან, როგორც ფარაონის დამცველი ბრძოლის დროს.
ამავე პერიოდში ჩნდება ანატის თეოფორული სახელები. აღსანიშნავია, რომ რამსეს II-ის მებრძოლ ძაღლს ერქვა „ანატი დამცველია“. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, მაღალი ბუმბულების გვირგვინით. მის მეომარ ბუნებას ხაზს უსვამდა საომარი ატრიბუტები ფარი, შუბი და საბრძოლო ნაჯახი. ანატი მოიხსენიება ფარაონის აღმზრდელად, რომელიც ძუძუს აწოვებს. ამ ფუნქციის წყალობით კუნძულ ფილეზე ანატი შეერწყა ისიდას და ხორის დედა გახდა. ტანისში, სეტხთან ერთად, მისი საკულტო ადგილი იყო.