ურეუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ურეუსი ტუტანხამონის ნიღაბზე '''ურეუსი''' – ი...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] | [[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | [[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ფარაონის გვირგვინი]] |
მიმდინარე ცვლილება 01:35, 13 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ურეუსი – ითვლება, რომ სიტყვა „ურეუსი“ წარმოიშვა ეგვიპტური სიტყვებიდან „ir.t“, „გველი“, „წმინდა გველი“, „გველი მეფის შუბლზე“ და „iBr.t“, „გველი რას შუბლზე“. ურეუსი იყო ოქროს გველი შეტევაზე გადმოსული კობრას სახით, წინადინასტიური ქალღმერთი უაჯეტი. უძველესი დროიდან შუბლზე ატარებდნენ ღმერთები და ფარაონი. ითვლებოდა, რომ ურეუსს თავისი ცეცხლოვანი სუნთქვით მათი მტრები უნდა გაეცამტვერებინა. ურეუსს ატარებდნენ შიშველ შუბლზე, სამეფო გვირგვინის ატრიბუტი მხოლოდ შუა სამეფოს დროიდან გახდა. როცა მეფეს ურეუსის დიადემა ჰქონდა გაკეთებული, მას წინ მოუძღოდა ქურუმი, რომელიც კობრას, „დასამშვიდებლად“, საკმეველს უკმევდა. ეგვიპტის დუალისტური ბუნების გამო ურეუსიც გაორდა – პირამიდების ტექსტებში მეფეზე ნათქვამია, რომ მას მიეცა ორივე თვალი, როგორც ორივე ურეუსი.