ველის არწივი
(ახალი გვერდი: '''ველის არწივი''' (ლათ. Aquila nipalensis Hodgson, 1833) − ფრინველი [[ქორისებრნი|ქორ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Velis arwivi.PNG|thumb|150პქ|ველის არწივი]] | ||
'''ველის არწივი''' (ლათ. Aquila nipalensis Hodgson, 1833) − ფრინველი [[ქორისებრნი|ქორისებრთა]] ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, თუმცა ჩამოუვარდება [[მთის არწივი|მთისა]] და [[ბეგობის არწივი|ბეგობის არწივებს]]. ფრთა 520-600 მმ-ია, კუდი – 245-280 მმ, წონა – 2700-3400 გ. ზოგჯერ უფრო მეტიც. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული (4 და მეტი წლის) ფრინველის საერთო შეფერილობა მურა-შავია, მოიისფრო ელფერით. კეფაზე ზოგჯერ მოქარცისფრო ლაქაა. მომქნევები მურა-შავია, შიგნითა მარაოების ძირითად ნაწილში მორუხო სიჭრელით. მუქი მურა საჭის ბუმბულებზე რუხი განივი ზოლებია. [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] მორუხო-შავია, ცვილანა და ფეხები — [[ყვითელი (ფერი)|ყვითელი]], ბრჭყალები — შავი. პირველი წლის სამოსის შეფერილობა მკრთალი - ჟანგმიწისფერ-მურაა, მორუხო განივი ზოლებით მხრებზე; კუდზედა ბუმბულები ჟანგ-მიწისფერია, ხოლო საჭის მურა ბუმბულებზე ცვილისფერი არშიებია. პირველი წლისა და საბოლოო შეფერილობას შორის სამი შუალედური შეფერილობაა, რომლებიც ხასიათდებიან თანდათანობით გამუქებით, ჟანგმიწისფერი სიჭრელის შემცირებით და შემდეგ მთლიანად გაქრობით. | '''ველის არწივი''' (ლათ. Aquila nipalensis Hodgson, 1833) − ფრინველი [[ქორისებრნი|ქორისებრთა]] ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, თუმცა ჩამოუვარდება [[მთის არწივი|მთისა]] და [[ბეგობის არწივი|ბეგობის არწივებს]]. ფრთა 520-600 მმ-ია, კუდი – 245-280 მმ, წონა – 2700-3400 გ. ზოგჯერ უფრო მეტიც. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული (4 და მეტი წლის) ფრინველის საერთო შეფერილობა მურა-შავია, მოიისფრო ელფერით. კეფაზე ზოგჯერ მოქარცისფრო ლაქაა. მომქნევები მურა-შავია, შიგნითა მარაოების ძირითად ნაწილში მორუხო სიჭრელით. მუქი მურა საჭის ბუმბულებზე რუხი განივი ზოლებია. [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] მორუხო-შავია, ცვილანა და ფეხები — [[ყვითელი (ფერი)|ყვითელი]], ბრჭყალები — შავი. პირველი წლის სამოსის შეფერილობა მკრთალი - ჟანგმიწისფერ-მურაა, მორუხო განივი ზოლებით მხრებზე; კუდზედა ბუმბულები ჟანგ-მიწისფერია, ხოლო საჭის მურა ბუმბულებზე ცვილისფერი არშიებია. პირველი წლისა და საბოლოო შეფერილობას შორის სამი შუალედური შეფერილობაა, რომლებიც ხასიათდებიან თანდათანობით გამუქებით, ჟანგმიწისფერი სიჭრელის შემცირებით და შემდეგ მთლიანად გაქრობით. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:25, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით
ველის არწივი (ლათ. Aquila nipalensis Hodgson, 1833) − ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, თუმცა ჩამოუვარდება მთისა და ბეგობის არწივებს. ფრთა 520-600 მმ-ია, კუდი – 245-280 მმ, წონა – 2700-3400 გ. ზოგჯერ უფრო მეტიც. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული (4 და მეტი წლის) ფრინველის საერთო შეფერილობა მურა-შავია, მოიისფრო ელფერით. კეფაზე ზოგჯერ მოქარცისფრო ლაქაა. მომქნევები მურა-შავია, შიგნითა მარაოების ძირითად ნაწილში მორუხო სიჭრელით. მუქი მურა საჭის ბუმბულებზე რუხი განივი ზოლებია. ნისკარტი მორუხო-შავია, ცვილანა და ფეხები — ყვითელი, ბრჭყალები — შავი. პირველი წლის სამოსის შეფერილობა მკრთალი - ჟანგმიწისფერ-მურაა, მორუხო განივი ზოლებით მხრებზე; კუდზედა ბუმბულები ჟანგ-მიწისფერია, ხოლო საჭის მურა ბუმბულებზე ცვილისფერი არშიებია. პირველი წლისა და საბოლოო შეფერილობას შორის სამი შუალედური შეფერილობაა, რომლებიც ხასიათდებიან თანდათანობით გამუქებით, ჟანგმიწისფერი სიჭრელის შემცირებით და შემდეგ მთლიანად გაქრობით.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ევროპული ველის არწივი — A. n. orientalis Cabanis, 1857.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ველებსა და ნახევარუდაბნოებს — მდ. დუნაის დაბლობიდან იმიერბაიკალეთამდე. სამხრეთით აღწევს შუა და ცენტრალური აზიის უდაბნოებამდე. ზამთრობს უპირატესად აზიის სამხრეთ ნაწილში — ინდოეთში, წინა აზიაში, აგრეთვე მცირე რაოდენობით — არაბეთსა და აფრიკაში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში, აღმოსავლეთ საქართველოში — ზოგჯერ ზამთარშიც.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბინადრობს ღია, ფართო და სწორ ადგილებში, ყამირ ველებზე — უროიან და ვაციწვერიან ბალახნარებით, ნახევარუდაბნოებში. გავრცელება კავშირშია მღრღნელების სიუხვესთან. მთებში არ ადის, მაგრამ ხალისით ჩერდება დაბალგორაკებიან ადგილებში.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდეს ყველაზე ხშირად მიწაზე იკეთებს, ზოგჯერ ძველ ნაგებობებზე, ბუჩქნარიან ხრამებში, თივის ძველი ბულულებზე. აპრილის მეორე ნახევარში დებს 2 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 45 დღეს გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
ველის არწივის ძირითადი საკვებია საშუალო და პატარა ზომის მღრღნელები. იკვებება მძორითაც. მცირე რაოდენობით ჭამს ზოგიერთ ფრინველს და ქვეწარმავლებსაც.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
დიდი სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების მასობრივად განადგურებით, მაგრამ ამ ფრინველის რიცხობრიობა შემცირებულია.