ჭაობის ბოლობეჭედა
(ახალი გვერდი: '''ჭაობის ბოლობეჭედა''' (ლათ. Circus aeruginosus Linnaeus, 1758) − ფრინველი ქორისებრთ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Waobis bolobeWeda.PNG|thumb|200px|ჭაობის ბოლობეჭედ]] | ||
'''ჭაობის ბოლობეჭედა''' (ლათ. Circus aeruginosus Linnaeus, 1758) − ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. | '''ჭაობის ბოლობეჭედა''' (ლათ. Circus aeruginosus Linnaeus, 1758) − ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. | ||
* კლასი − ფრინველები (AVES) | * კლასი − ფრინველები (AVES) | ||
მიმდინარე ცვლილება 19:56, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით
ჭაობის ბოლობეჭედა (ლათ. Circus aeruginosus Linnaeus, 1758) − ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − შავარდნისნაირნი (Falconiformes)
- ოჯახი − ქორისებრნი (Accipitridae)
- გვარი − ბოლობეჭედა (Circus)
ყველაზე დიდია ბოლობეჭედებს შორის. ფრთა 390-435 მმ-ია, კუდი − 235-265 მმ, გალო − 81-94 მმ, ნისკარტი ცვილანიდან წვერომდე − 22-26 მმ, წონა − 480-740 გ. დედალი რამდენადმე დიდია მამალზე. შეფერილობაში შეიმჩნევა სქესობრივი დიმორფიზმი. ზრდასრული მამლის (4 და მეტი წლის) თავი ზემოდან და კისრის უკანა ნაწილი ჟანგმიწისფერია, წვრილი ღერძულა შტრიხებით; ზურგი და ფრთების მფარავები − მურა, აქა-იქ ჟანგმიწისფერი ლაქებით; მომქნევების შიგნითა მარაოები მოთეთროა, ხოლო ყველაზე გრძელი მომქნევების ბოლოები − მოშავო-მურა; კუდი ნაცარა-მოწაბლისფროა, ყელი და მკერდი − ჟანგმიწისფერი, მურა ღერძულა ზოლებით; მუცელი, წვივისა და კუდზედა ბუმბულები ჟანგმიწისფერ-ქარცი. ფრთები ქვემოდან მოთეთრო- ჟანგმიწისფერია, მურა ბოლოებით. დედალი საბოლოო სამოსელში (3 წლის ასაკში) ზემოდან მუქი მურაა; თავი ზემოდან, კისერი უკანა მხარეს და მხრები ჟანგმიწისფერია. კუდზედა ბუმბულები და მუცლის წინა ნაწილი მურა-მოქარცისფრო; მუცლის უკანა ნაწილი, წვივისა და კუდქვეშა ბუმბულები მოქარცისფრო-ყავისფერია.
აღწერილია 10 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ჭაობის ბოლობეჭზედა — C. a. aeruginosus Linn., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მეტად ვრცელია. იგი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას − ჩრდილოეთით სამხრეთ სკანდინავიამდე და არხანგელსკამდე; აზიაში − ტობოლსკამდე, ბაიკალის სამხრეთ ნაპირებამდე და სახალინამდე; სამხრეთით მესოპოტამია, ტიანშანი, ჩრდილოეთი მონგოლეთი და კორეა; აფრიკაში — ალჟირი, ტუნისი, მაროკო, ეგვიპტე და სამხრეთი აფრიკა; ბუდობს აგრეთვე მადაგასკარზე და მის მახლობელ კუნძულებზე, ავსტრალიაში, ტასმანიაზე, ახალ ზელანდიასა და ფიჯის კუნძულებზე. ზამთარს ატარებს აზიისა და აფრიკის სამხრეთ ნაწილებში. საქართველოში მობინადრეა.
[რედაქტირება] ბიოტოპი
უტყეო ჭაობიანი ადგილები, მდინარეებისა და ტბების ლელქაშიანი ნაპირები. გამრავლების შემდეგ შეიძლება შეგვხვდეს კულტურულ ლანდშაფტში და სხვა ღია ადგილებში, მაგრამ ყოველთვის მხოლოდ წყლის მახლობლად.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდეს იკეთებს მიწაზე ლელქაშში, იშვიათად წყლისპირა ბუჩქნარებშიც. ბუდე წარმოადგენს ლელის დიდ გროვას, რომელსაც ორივე სქესის ფრინველი აგებს. აპრილის მეორე ნახევარში დებს 2-6 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი, ხოლო მამალს მოაქვს საკვები. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 32-35 დღემდე აღწევს.
[რედაქტირება] კვება
ბუდობის პერიოდში იკვებება უმთავრესად იმ ფრინველების კვერცხებითა და მართვეებით, რომლებიც წყალსატევებზე ან მის ნაპირებზე ბუდობენ. სხვა დროს იჭერს თაგვისებური მღრღნელებს და პატარა ზომის ფრინველებს.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
მაღალი რიცხობრიობის დროს საგრძნობი ზიანის მოტანა შეუძლია სამონადირეო მეურნეობისათვის.