ხოხბისებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხოხბისებრნი''' (ლათ. Phasianidae) − ფრინველთა ოჯახი [[ქათმისნაირნი|ქა...)
 
 
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
ოჯახი შეიცავს 3 ქვეოჯახს, 51 გვარითა და 178 სახეობით. საქართველოში მოიპოვება 6 გვარის 7 სახეობა.
 
ოჯახი შეიცავს 3 ქვეოჯახს, 51 გვარითა და 178 სახეობით. საქართველოში მოიპოვება 6 გვარის 7 სახეობა.
 +
  
 
:*[[ხოხობი]] (ლათ.Phasianus)
 
:*[[ხოხობი]] (ლათ.Phasianus)

მიმდინარე ცვლილება 13:47, 21 თებერვალი 2025 მდგომარეობით

ხოხბისებრნი (ლათ. Phasianidae) − ფრინველთა ოჯახი ქათმისნაირთა რიგისა. ხოხბისებრთა ოჯახს მიეკუთვნებიან მეტად განსხვავებული სიდიდის ფრინველები. მათ შორის ყველაზე პატარაა მწყერი, ხოლო ყველაზე დიდია სოღო. ამ ოჯახის ფრინველებს გალო არ აქვთ შემოსილი. ზოგიერთი სახეობის მამალს გალოზე უვითარდება დეზები, ხოლო თითები მოკლებულია სავარცხლისებურ რქოვან გამონაზარდებს. ნესტოები დაფარული აქვთ კანის ნაკეცით.

ამ ოჯახის ფრინველთა უმრავლესობა სიცოცხლის უმეტეს ნაწილს მიწაზე ატარებს, სადაც ისინი ბუდობენ, იკვებებიან და ღამესაც ათევენ. ზოგიერთი მათგანი ზოგჯერ ხეებზეც იკვებება. მათ საკვებს შეადგენენ უმთავრესად მცენარეთა თესლები, კენკრა, ფოთლები, ყვავილები, ბოლქვები და ფესურები, რომელთაც ფეხებით ამოჩხრეკენ მიწიდან. ზაფხულში საკვების მნიშვნელოვან ნაწილს მწერები შეადგენენ.

ხოხბისებრნი უმთავრესად ტროპიკული და სუბტროპიკული ზონის ფრინველებია, თუმცა ზოგიერთი მათგანი ჩრდილოეთითაც საკმაოდ შორს ვრცელდება. ბინადრობენ ტყეებში, ბუჩქნარებში, ველებში, ღია ადგილებში, მოიპოვებიან დაბლობებში, მთებში, ზოგიერთი მყინვარებამდეც აღწევს. სახეობათა უმრავლესობა მონოგამიური ფრინველია. არიან პოლიგამიურნიც. წიწილების გამოჩეკასა და აღზრდაში მამლები ჩვეულებრივად არ მონაწილეობენ.

ოჯახი შეიცავს 3 ქვეოჯახს, 51 გვარითა და 178 სახეობით. საქართველოში მოიპოვება 6 გვარის 7 სახეობა.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები