დავითაშვილი მერი
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:კომპოზიტორები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | ||
| − | [[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები ]] | + | [[კატეგორია:საბჭოთა კომპოზიტორები]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები]] |
| + | [[კატეგორია:საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები]] | ||
| + | [[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]] | ||
[[კატეგორია:დავითაშვილები]] | [[კატეგორია:დავითაშვილები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:32, 12 აგვისტო 2025 მდგომარეობით
დავითაშვილი მერი შალვას ასული - (13. III. 1924, თბილისი 17. II. 2014 ), კომპოზიტორი და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979). შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).
1946 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ა. ბალანჩივაძის კლასი). 1968-1992 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი, 1973-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი (ინსტრუმენტობის კლასი), ნაყოფიერად მუშაობს საბავშვო მუსიკის დარგში. დაწერილი აქვს 2 საბავშვო ოპერა „ქაჯანა“ (1965) და „ნაცარქექია“ (1972), მრავალი საბავშვო სიმღერა. მუსიკა საბავშვო სრულმეტრაჟიანი და ნახატი ფილმებისათვის („მანანა“, „მტრობა“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“, „სათაგური“ და სხვ.), ორი საორკესტრო სიუიტა ბალეტიდან „მზის ქორწილი“ ფანტაზია ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1956) და სხვ., კამერულ-საკრავიერი და საგუნდო ნაწარმოებები, რომანსები, სიმღერები, მუსიკა სპექტაკლებისათვის და სხვ. ყოველწლიერად ატარებდა საბავშვო მუსიკის კვირეულებს. (გ. ტორაძე)