ღლონტი ფელიქს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ღლონტი ფელიქს“ გადაიტანა გვერდზე „ფელიქს ღლონტი“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:F. Rlonti.PNG|thumb|ფელიქს ღლონტი]]
 
'''ფელიქს ღლონტი'''  − (8 ნოემბერი  1927, [[ბათუმი]] – 25 აგვისტო, 2012, [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1988), საქართველოს სახელმწიფო პრემიის, [[პროკოფიევი სერგეი|ს. პროკოფიევი]]ს სახელობის საერთაშორისო კონკურსის (1999, სანქტ-პეტერბურგი) ლაურეატი (I პრემია).  
 
'''ფელიქს ღლონტი'''  − (8 ნოემბერი  1927, [[ბათუმი]] – 25 აგვისტო, 2012, [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1988), საქართველოს სახელმწიფო პრემიის, [[პროკოფიევი სერგეი|ს. პროკოფიევი]]ს სახელობის საერთაშორისო კონკურსის (1999, სანქტ-პეტერბურგი) ლაურეატი (I პრემია).  
  

მიმდინარე ცვლილება 14:04, 15 მაისი 2025 მდგომარეობით

ფელიქს ღლონტი

ფელიქს ღლონტი − (8 ნოემბერი 1927, ბათუმი – 25 აგვისტო, 2012, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1988), საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ს. პროკოფიევის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (1999, სანქტ-პეტერბურგი) ლაურეატი (I პრემია).

1949-54 სწავლობდა ლენინგრადის სახელმწიფო კონერვატორიაში (პროფ. ქ. კუშნარიოვის კლ.). 1954 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია 1978-იდან კონს-ის პედაგოგია (1991-იდან პროფ.). ფელიქს ღლონტი თვალსაჩინო თანამედროვე ქართველი კომპოზიტორია, რომლის საუკეთესო ნაწარმოებები გამოირჩევა კონცეფციურობითა და მასშტაბურობით. მისი შემოქმედების ძირითადი სფეროებია სიმფონიური და საოპერო მუსიკა. ნაწარმოებები: ოპერები – „იბერიელები“ (1970, საბოლოო რედაქცია 1998), „კლეოპატრა“ (1976), ბალეტი „განთიადი“ (1967, დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში), ორატორია „გალაკტიონი“ (1986), 11 სიმფონია (1961-88), რომელთა შორის საუკეთესოა IV – „რომანტიკული“ და VI–„Vita Nova“ თანამედროვე ქართული სიმფონიური შემოქმედების ერთ-ერთი ჩინებული ნიმუში, სიმფონიური პოემა ბედი „ქართლისა“ (1957), სიმფონიური კონცერტი ფორტეპიანოსა და ჯაზ-ბენდისათვის (1981), 2 კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის (1977, 1987), კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1998, საერთაშორისო პრემია. სანქტ-პეტერბურგი 1999), 2 სიმებიანი კვარტეტი, (1954, 1985), მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის.


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები