წითელთავა ღაჟო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „წითელი ღაჟო“ გადაიტანა გვერდზე „წითელთავა ღაჟო“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:WItELI rAjO.JPG|thumb|150px|წითელი ღაჟო]]
+
[[ფაილი:WItELI rAjO.JPG|thumb|170px|წითელი ღაჟო]]  
'''წითელი ღაჟო''' –  (Lanius senator), ფრინველი ღაჟოსებრთა ოჯახიდან. გვხვდება [[ევროპა]]ში, მცირე [[აზია]]ში, [[ირანი|ირანში]], [[ამიერკავკასია]]ში, ჩრდილო-დასავლეთსა და ცენტრალურ [[აფრიკა]]ში, [[სირია]]ში, მესოპოტამიაში, [[პალესტინა]]ში. საქართველოში გავრცელებულია სპორადულად ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ქსეროფიტულ მცენარეულობასა და ბუჩქნარებში. ვერტიკალურად ვრცელდება 2700 მ-მდე ზღვის დონიდან. ჩვენში აღინიშნება [[მცხეთა|მცხეთის]] მიდამოებში ([[ჯვრის მონასტერი]], შიო მღვიმე), გარეჯის მონასტრის მახლობლად, „თბილისის ზღვის“ სამხრეთ ნაპირებზე, თეთრიწყაროს, ახალციხის, ასპინძის, დედოფლისწყაროს რაიონებში. ყველგან მცირერიცხოვანია.
+
'''წითელთავა ღაჟო''' (ლათ. Lanius senator Linnaeus, 1758) − ფრინველი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან.
 +
* კლასი − ფრინველები (AVES)
 +
* რიგი − [[ბეღურასნაირნი]] (Passeriformes)
 +
* ოჯახი − [[ღაჟოსებრნი]] (Laniidae)
 +
* გვარი − [[ღაჟო]] (Lanius)
 +
წითელთავა ღაჟო პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 86-95 მმ-ია, კუდი 80-90 მმ, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] 11-13 მმ, წონა − 35-45 გ. შეფერილობაში სქესთა შორის არის მცირე განსხვავება. მამალს შუბლი, თხემის წინა ნაწილი, თვალების ირგვლივ არე, ყურების მფარავები და კისრის გვერდები შავი აქვს. პირის კუთხეები − მოთეთრო. თხემის უკანა ნაწილი, კეფა და კისერი − მკვეთრი მოწითალო-ქარცი. ზურგის წინა ნაწილი შავია, ხოლო უკანა ნაწილი [[რუხი (ფერი)|რუხი]]; წელი და კუდზედა ბუმბულები − [[თეთრი (ფერი)|თეთრი]]. ფრთები შავია, მაგრამ ბუმბულებს აქვთ ვიწრო მოთეთრო კიდეები, ხოლო პირველი რიგის მომქნევებს − თეთრი ძირები, რაც ფრთაზე წარმოქმნის პატარა თეთრ „სარკეს“. საჭის ბუმბულების შუა წყვილი შავია, მომდევნო ორ წყვილს წვეროზე პატარა თეთრი ზოლი აქვთ, შემდეგ სამ წყვილზე წვეროში უკვე თეთრი ლაქებია, ხოლო ძირში ყველა თეთრია. სხეულის მუცლის მხარე სუფთა თეთრია, თუმცა გვერდებზე მკრთალი. ჟანგმიწისფერი ელფერი გადაჰკრავს. ნისკარტი და ფეხები შავია. დედალს შუბლსა და თვალების ირგვლივ შავი ფერი ნაკლებ არეს იჭერს და ზოგჯერ ქარციც ურევია. მანტია, ფრთები და კუდი მოწაბლისფროა.
  
წითელთავა ღაჟო ბუდეს ბუჩქებზე იკეთებს. მაისში დებს 4-5 (7-მდე) კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 16 დღე-ღამე. კრუხობს მარტო დედალი.
+
აღწერილია 5 ქვესახეობა. [[საქართველო]]ში მოიპოვება აღმოსავლური წითელთავა ღაჟო — L. s. niloticus Bonaparte, 1853.  
  
საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება, მაგრამ გვხვდება
+
====გავრცელება====
ისე ცოტა, ან იმდენად მცირე ტერიტორიაზე, რომ შესაძლოა სწრაფად გადაშენდეს.
+
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: [[ევროპა|ევროპის]] დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებს − შუა [[საფრანგეთი]]დან, [[ბელგია|ბელგიიდან]] და [[ნიდერლანდები|ჰოლანდიიდან]], [[პოლონეთი|პოლონეთამდე]] და ჩრდილო-დასავლეთ [[უნგრეთი|უნგრეთამდე]]; პირენეისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულებს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს; [[აფრიკა|აფრიკის]] ჩრდილოეთ ნაწილს; [[აზია]]ში − მცირე აზიას, დასავლეთ [[ირანი|ირანს]], [[პალესტინა]]ს; სსრ კავშირში ბუდობს [[ამიერკავკასია]]ში და ევროპული ნაწილის ზოგიერთ სამხრეთ რაიონში. ზამთარს ატარებს აფრიკაში — [[ეკვატორი]]ს ჩრდილოეთით და სამხრეთ არაბეთში. საქართველოს აღმოსავლეთი რაიონების ველებში მობუდარია. დასავლეთში შეიძლება შეგვხვდეს იშვიათად მიმოფრენის პერიოდებში. საქართველოში გავრცელებულია სპორადულად [[ახალციხე|ახალციხისა]] და [[ასპინძა|ასპინძის]] მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე;  [[მცხეთა|მცხეთის]] მიდამოებში ([[ჯვრის მონასტერი]], შიო მღვიმე), გარეჯის მონასტრის მახლობლად, „თბილისის ზღვის“ სამხრეთ ნაპირებზე, თეთრიწყაროს, ახალციხის, ასპინძის, დედოფლისწყაროს რაიონებში. ყველგან მცირერიცხოვანია.
  
 +
====ბიოტოპი====
 +
მეჩხერი ტყე, ბუჩქნარები და ბაღები მეტწილად დაბლობების მშრალ ადგილებში, ქსეროფიტულ მცენარეულობასა და ბუჩქნარებში. ვერტიკალურად 1000 მ-მდე ზღვის დონიდან.
 +
 +
====გამრავლება====
 +
ბუდეს იკეთებს ბუჩქზე ან დაბალ ხეზე. მაისში დებს 4-5 (7-მდე) კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 16 დღემდე გრძელდება. ბარტყებს კვებავს ორივე მშობელი.
 +
 +
====კვება====
 +
წითელთავა ღაჟოს ძირითად საკვებს შეადგენენ [[მწერები]], მათ შორის პირველ რიგში კალიები. ჭამს ზოგიერთ პატარა ზომის ხერხემლიან ცხოველსაც − ხვლიკებს, ბაყაყებს და ფრინველებს.
 +
 +
====მნიშვნელობა====
 +
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება, მაგრამ გვხვდება ისე ცოტა, ან იმდენად მცირე ტერიტორიაზე, რომ შესაძლოა სწრაფად გადაშენდეს.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 +
* [[საქართველოს ფრინველების სარკვევი]]
 
* [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]]
 
* [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]]
 
* საქართველოს წითელი წიგნი
 
* საქართველოს წითელი წიგნი
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 +
[[კატეგორია:ბეღურასნაირნი]]
 
[[კატეგორია:ღაჟოსებრნი]]
 
[[კატეგორია:ღაჟოსებრნი]]
 +
[[კატეგორია:ღაჟო]]

მიმდინარე ცვლილება 14:08, 16 მაისი 2025 მდგომარეობით

წითელი ღაჟო

წითელთავა ღაჟო (ლათ. Lanius senator Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

წითელთავა ღაჟო პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 86-95 მმ-ია, კუდი 80-90 მმ, ნისკარტი 11-13 მმ, წონა − 35-45 გ. შეფერილობაში სქესთა შორის არის მცირე განსხვავება. მამალს შუბლი, თხემის წინა ნაწილი, თვალების ირგვლივ არე, ყურების მფარავები და კისრის გვერდები შავი აქვს. პირის კუთხეები − მოთეთრო. თხემის უკანა ნაწილი, კეფა და კისერი − მკვეთრი მოწითალო-ქარცი. ზურგის წინა ნაწილი შავია, ხოლო უკანა ნაწილი რუხი; წელი და კუდზედა ბუმბულები − თეთრი. ფრთები შავია, მაგრამ ბუმბულებს აქვთ ვიწრო მოთეთრო კიდეები, ხოლო პირველი რიგის მომქნევებს − თეთრი ძირები, რაც ფრთაზე წარმოქმნის პატარა თეთრ „სარკეს“. საჭის ბუმბულების შუა წყვილი შავია, მომდევნო ორ წყვილს წვეროზე პატარა თეთრი ზოლი აქვთ, შემდეგ სამ წყვილზე წვეროში უკვე თეთრი ლაქებია, ხოლო ძირში ყველა თეთრია. სხეულის მუცლის მხარე სუფთა თეთრია, თუმცა გვერდებზე მკრთალი. ჟანგმიწისფერი ელფერი გადაჰკრავს. ნისკარტი და ფეხები შავია. დედალს შუბლსა და თვალების ირგვლივ შავი ფერი ნაკლებ არეს იჭერს და ზოგჯერ ქარციც ურევია. მანტია, ფრთები და კუდი მოწაბლისფროა.

აღწერილია 5 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური წითელთავა ღაჟო — L. s. niloticus Bonaparte, 1853.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ევროპის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებს − შუა საფრანგეთიდან, ბელგიიდან და ჰოლანდიიდან, პოლონეთამდე და ჩრდილო-დასავლეთ უნგრეთამდე; პირენეისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულებს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს; აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილს; აზიაში − მცირე აზიას, დასავლეთ ირანს, პალესტინას; სსრ კავშირში ბუდობს ამიერკავკასიაში და ევროპული ნაწილის ზოგიერთ სამხრეთ რაიონში. ზამთარს ატარებს აფრიკაში — ეკვატორის ჩრდილოეთით და სამხრეთ არაბეთში. საქართველოს აღმოსავლეთი რაიონების ველებში მობუდარია. დასავლეთში შეიძლება შეგვხვდეს იშვიათად მიმოფრენის პერიოდებში. საქართველოში გავრცელებულია სპორადულად ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე; მცხეთის მიდამოებში (ჯვრის მონასტერი, შიო მღვიმე), გარეჯის მონასტრის მახლობლად, „თბილისის ზღვის“ სამხრეთ ნაპირებზე, თეთრიწყაროს, ახალციხის, ასპინძის, დედოფლისწყაროს რაიონებში. ყველგან მცირერიცხოვანია.

[რედაქტირება] ბიოტოპი

მეჩხერი ტყე, ბუჩქნარები და ბაღები მეტწილად დაბლობების მშრალ ადგილებში, ქსეროფიტულ მცენარეულობასა და ბუჩქნარებში. ვერტიკალურად 1000 მ-მდე ზღვის დონიდან.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდეს იკეთებს ბუჩქზე ან დაბალ ხეზე. მაისში დებს 4-5 (7-მდე) კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 16 დღემდე გრძელდება. ბარტყებს კვებავს ორივე მშობელი.

[რედაქტირება] კვება

წითელთავა ღაჟოს ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები, მათ შორის პირველ რიგში კალიები. ჭამს ზოგიერთ პატარა ზომის ხერხემლიან ცხოველსაც − ხვლიკებს, ბაყაყებს და ფრინველებს.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება, მაგრამ გვხვდება ისე ცოტა, ან იმდენად მცირე ტერიტორიაზე, რომ შესაძლოა სწრაფად გადაშენდეს.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები