ჩაჩავა ვაჟა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ვაჟა ჩაჩავა''' – 20 აპრილი 1933, თბილისი – 6 ოქტომბერი 2011, [[თბილისი...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვაჟა ჩაჩავა“ გადაიტანა გვერდზე „ჩაჩავა ვაჟა“ გადამისამართება...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 22:01, 18 მაისი 2025 მდგომარეობით

ვაჟა ჩაჩავა – 20 აპრილი 1933, თბილისი – 6 ოქტომბერი 2011, თბილისი), ქართველი პიანისტიკონცერტმაისტერი, პედაგოგი.

1956 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ხელმძღვანელი ვ. შიუკაშვილი). საქართველოს სახლხო არტისტი (1984). კამერულ-ვოკალური მუზიცირების ერთ-ერთი მოთავე საქართველოში (1960-70-იანი). კონცერტებით გამოდიოდა მ. ამირანაშვილთან, ზ. სოტკილავასთან, ც. ტატიშვილთან, ლ. ჭყონიასთან, ნ. ანდღულაძესთან, მ. ქასრაშვილთან და სხვებთან ერთად. 1977-იდან იგი მუდმივად თანამშრომლობს ე. ობრაზცოვასა და ი. არხიპოვასთან. მონაწილეობდა (როგორც აკომპანიატორი) ვოკალისტთა ბარსელონის (ვინიასის სახელობის), მონრეალის, მოსკოვის (ჩაიკოვსკის სახელობის.) საერთაშორისო კონკურსებში. იყო საზოგადოება „ვერდის მეგობრების“ საპატიო წევრი. მ. გლინკას სახელობის საკავშირო კონკურსზე ჩაჩავამ მიიღო სპეციალური დიპლომი „საუკეთესო აკომპანემენტისათვის“. ჩაჩავა ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას საზღვარგარეთის ქვეყნებში. 1977-იდან იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი.


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები