ტატიშვილი ცისანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცისანა ტატიშვილი

ცისანა ტატიშვილი – (30 ნოემბერი, 1937, თბილისი – 23 სექტემბერი 2017, თბილისი), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული სოპრანო), საქართველოს(1972) და სსრკ. (1979) სახალხო არტისტი, ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ალბერ შვაიცერის მედლისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენის კავალერი, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987).

დაიბადა 1939 წელს თბილისში. 1959 წელს დაამთავრა 56-ე საშუალო სკოლა, 1964 წელს — თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია და მაშინვე ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტად. მისი დებიუტი შედგა ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერში“, სადაც წარმატებით იმღერა ეთერის პარტია. მას შემდეგ პირველი პარტიები შეასრულა მრავალ საპრემიერო სპექტაკლში. ამ პარტიების უბრალო ჩამოთვლაც კი ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის მომღერლის შემოქმედების სიმდიდრესა და ხასიათზე:
ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ — ეთერის პარტია; ზ. ფალიაშვილის „დაისი“ — მაროს პარტია; შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“ — ნესტანის პარტია; ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“ — თამარის პარტ. ჯ. ვერდისაიდა“ — აიდას პარტია; ჯ. ვერდის „აიდა“ — ამნერისის პარტია; ჯ. ვერდის „ოტელო“ — დეზდემონას პარტია; ჯ. ვერდის „დონ კარლოსი“ — ებოლის პარტია; ჯ. ვერდის „ტრუბადური“ — ლეონორას პარტია; ჯ. ვერდის „ბალ-მასკარადი“ — ამელიას პარტია; ჯ. პუჩინის „ტოსკა“ — ტოსკას პარტია; მასკანის „სოფლის პატიოსნება“ — სანტუცას პარტია; ვ. მოცარტის „დონ ჟუანი“ — დონა ანას პარტია; რ. ვაგნერის „ლოენგრინი“ — ორტრუდას პარტია; რ. ვაგნერის „მფრინავი ჰოლანდიელი“ ― ელზას პარტია; რ. შტრაუსის „სალომეა“ — სალომეას პარტია; ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“ — ლიზას პარტია; ს. პროკოფიევის „ცეცხლოვანი ანგელოზი“ — რენატას პარტია…

საინტერესოა საკონცერტო შესრულებით ნამღერ პარტიათა ნუსხაც:
ჯ. ვერდის „რექვიემი“. სოპრანოს პარტია შეასრულა მოსკოვში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში;
როსინის „სტაბატ მატერში“ სოპრანოს პარტია შეასრულა ლენინგრადის დიდ საკონცერტო დარბაზში;
ლ. ბეთჰოვენის „IX სიმფონია“ — თბილისსა და გერმანიაში;

სოლო კონცერტებითა და სპექტაკლებით მოვლილი აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა დიდი ქალაქი (მრავალგზის უმღერია მოსკოვის დიდ თეატრსა და ლენინგრადის მარინის თეატრში, კიევის, ლვოვის, ოდესის, რიგის, ტალინისა და სხვა ქალაქების თეატრებში).

მრავალფეროვანია საზღვარგარეთ გასტროლების რუკაც: გერმანია, იტალია, ინგლისი, ესპანეთი, ავსტრია, შვედეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი

ცისანა ტატიშვილს ჰქონდა სრული დიაპაზონის, ულამაზესი ტემბრის, მოქნილი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი ხმა. შესრულება გამოირჩეოდა მუსიკალობითა და ექსპრესიით.

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა 1987 წელს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დადგმული რ. შტრაუსის ოპერა „სალომეაში“ სალომეას როლის შესრულებისა და 1984-1986 წლებში საკონცერტო მოღვაწეობისათვის.

2010 თბილისის ოპერის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები