ჭონა
(ახალი გვერდი: '''ჭონა''' – უძველესი ქართული ხალხური საწესო-კალენდარული ლექს-...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ქართული სიმღერები]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: ქართული საწესო სიმღერები]] |
მიმდინარე ცვლილება 20:59, 19 მაისი 2025 მდგომარეობით
ჭონა – უძველესი ქართული ხალხური საწესო-კალენდარული ლექს-სიმღერა. სრულდება სააღდგომო რიტუალური დღესასწაულის (ჭონაობის) დროს (უმთავრესად მარტსა და აპრილში). ნიღბიანი შემრულებლებისაგან შემდგარი გუნდი კარდაკარ ჩამოივლიდა და თითეულ ოჯახს დღესასწაულს ულოცავდა, ჯამრთელობასა და კარგ მოსავალს უსურვებდა შესაბამისი ლექსით: „სახლი ღმერთმა აგიშენოს“, „მასპინძელო“, „ჩემო ლხინო“, ან „ალათასა, ბალათასა, ჩამოვკიდებ კალათასა, გოგო ერთი კვერცხი ჩადე, ღმერთი მოგცემს ბარაქასა“ და საჩუქრად იღებდა სააღდგომოდ წითელ შეღებილ კვერცხებს - ნაყოფიერების სიმბოლოს. ფორმის, ფაქტურისა და სტრუქტურის მხრივ ჭონა საკმაოდ დახვეწილი სამხმიანი სიმღერაა. მის მელოდიას, ქართლ-კახური გრძელი სუფრული სიმღერების მსგავსად, ორი ზემოთა ხმა ავითარებს გაბმული ბანის ფონზე. ვარაუდობენ, რომ წარმოშობით ჭონა წინაქრისტიანული ეპოქის სიმღერაა.
ნ. შანიძე,
გ. ჩხიკვაძე