ხომერიკი ალექსანდრე
(ახალი გვერდი: '''ალექსანდრე ხომერიკი''' – (13 აგვისტო 1948, ბათუმი), [[ქართველები|ქ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Xomeriki aleqsandre.PNG|thumb|140px|ალექსანდრე ხომერიკი]] | ||
'''ალექსანდრე ხომერიკი''' – (13 აგვისტო 1948, [[ბათუმი]]), [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი (ლირიკულ-დრამატული [[ტენორი (ხმა)|ტენორი]]). საქართველოს სახალხო არტისტი (1985), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1995) და პ. ჩაიკოვსკის სახელობის VII საერთაშორისო კონკურსის (მოსკოვი, 1982) [[ლაურეატი]]. | '''ალექსანდრე ხომერიკი''' – (13 აგვისტო 1948, [[ბათუმი]]), [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი (ლირიკულ-დრამატული [[ტენორი (ხმა)|ტენორი]]). საქართველოს სახალხო არტისტი (1985), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1995) და პ. ჩაიკოვსკის სახელობის VII საერთაშორისო კონკურსის (მოსკოვი, 1982) [[ლაურეატი]]. | ||
ხაზი 14: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:საოპერო მომღერლები]] | [[კატეგორია:საოპერო მომღერლები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]] | [[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]] | ||
− | [[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის | + | [[კატეგორია:შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები]] |
[[კატეგორია:ხომერიკები]] | [[კატეგორია:ხომერიკები]] |
მიმდინარე ცვლილება 12:12, 21 მაისი 2025 მდგომარეობით
ალექსანდრე ხომერიკი – (13 აგვისტო 1948, ბათუმი), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი). საქართველოს სახალხო არტისტი (1985), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1995) და პ. ჩაიკოვსკის სახელობის VII საერთაშორისო კონკურსის (მოსკოვი, 1982) ლაურეატი.
1971-74 სწავლობდა ბათუმში, მღეროდა ანსამბლ „ადილაში“ (I პრემია საკავშირო კონკურსზე „ახალგაზრდული ხმები“) და „ივერიაში“. 1980 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. გ. გოგიჩაძის კლ.). 1977-იდან (ჯერ კიდევ სტუდენტი) ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1981-82 სტაჟირება გაიარა მილანის „ლა სკალაში“, გასტროლებს მართავდა სსრკ ქალაქებში და საზღვარგარეთ.
ალექსანდრე ხომერიკის მიერ შესრულებულ პარტიებს შორის აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ბერდო (რ. ლაღიძის „ლელა“), ლენსკი, ვოდემონი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ხოზე (ჟ. ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი (ჯ. პუჩინის „ტოსკა“), მანრიკო, რადამესი, ალფრედი, ჰერცოგი, ოტელო (ჯ. ვერდის „ტრუბადური“, „აიდა“, „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ოტელო“) და სხვ. ხომერიკს აქვს ძლიერი, ლამაზი ტემბრის ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი ხმა. 1992-2001 ბათუმშია. დღიდან ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის დაარსებისა (1993) ხომერიკი მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო. ოტელოს პარტია წარმატებით შეასრულა ანკარის საოპერო თეატრის სპექტაკლში პრემიერაზე (1995) და ასპენდოსში (თურქეთი) 1998 ბათუმის თეატრის გასტროლების დროს. საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ვოკალური კათედრის პროფესორი (2004).
ლ. საყვარელიძე