ხომერიკი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხომერიკი ალექსანდრე“ გადაიტანა გვერდზე „ალექსანდრე ხომერიკი“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Xomeriki aleqsandre.PNG|thumb|140px|ალექსანდრე ხომერიკი]]
 
'''ალექსანდრე ხომერიკი''' – (13 აგვისტო 1948, [[ბათუმი]]), [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი (ლირიკულ-დრამატული [[ტენორი (ხმა)|ტენორი]]). საქართველოს სახალხო არტისტი (1985), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1995) და პ. ჩაიკოვსკის სახელობის VII საერთაშორისო კონკურსის (მოსკოვი, 1982) [[ლაურეატი]].  
 
'''ალექსანდრე ხომერიკი''' – (13 აგვისტო 1948, [[ბათუმი]]), [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი (ლირიკულ-დრამატული [[ტენორი (ხმა)|ტენორი]]). საქართველოს სახალხო არტისტი (1985), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1995) და პ. ჩაიკოვსკის სახელობის VII საერთაშორისო კონკურსის (მოსკოვი, 1982) [[ლაურეატი]].  
  

მიმდინარე ცვლილება 12:12, 21 მაისი 2025 მდგომარეობით

ალექსანდრე ხომერიკი

ალექსანდრე ხომერიკი – (13 აგვისტო 1948, ბათუმი), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი). საქართველოს სახალხო არტისტი (1985), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1995) და პ. ჩაიკოვსკის სახელობის VII საერთაშორისო კონკურსის (მოსკოვი, 1982) ლაურეატი.

1971-74 სწავლობდა ბათუმში, მღეროდა ანსამბლ „ადილაში“ (I პრემია საკავშირო კონკურსზე „ახალგაზრდული ხმები“) და „ივერიაში“. 1980 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. გ. გოგიჩაძის კლ.). 1977-იდან (ჯერ კიდევ სტუდენტი) ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1981-82 სტაჟირება გაიარა მილანის „ლა სკალაში“, გასტროლებს მართავდა სსრკ ქალაქებში და საზღვარგარეთ.

ალექსანდრე ხომერიკის მიერ შესრულებულ პარტიებს შორის აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ბერდო (რ. ლაღიძის „ლელა“), ლენსკი, ვოდემონი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ხოზე (ჟ. ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი (ჯ. პუჩინის „ტოსკა“), მანრიკო, რადამესი, ალფრედი, ჰერცოგი, ოტელო (ჯ. ვერდის „ტრუბადური“, „აიდა“, „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ოტელო“) და სხვ. ხომერიკს აქვს ძლიერი, ლამაზი ტემბრის ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი ხმა. 1992-2001 ბათუმშია. დღიდან ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის დაარსებისა (1993) ხომერიკი მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო. ოტელოს პარტია წარმატებით შეასრულა ანკარის საოპერო თეატრის სპექტაკლში პრემიერაზე (1995) და ასპენდოსში (თურქეთი) 1998 ბათუმის თეატრის გასტროლების დროს. საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ვოკალური კათედრის პროფესორი (2004).

ლ. საყვარელიძე


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები