იოანე ქონქოზისძე
(→ტექსტი) |
|||
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
==ტექსტი== | ==ტექსტი== | ||
| − | [[ინგოროყვა პავლე|პ. ინგოროყვა]], ძველი ქართული სასულიერო პოეზია | + | [[ინგოროყვა პავლე|პ. ინგოროყვა]], ძველი ქართული სასულიერო პოეზია, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946, გვ. 346-348. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 13:45, 1 აგვისტო 2025 მდგომარეობით
იოანე ქონქოზისძე — (X ს.), ჰიმნოგრაფი, ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის წარმომადგენელი. მიქელ მოდრეკილის კრებულში შესულია მისი „გალობანი ქრისტეს ნათლისღებისანი და ჰაბო ისმაიტელყოფილისა ქართველისანი“. საგალობლის თემაა ქართულ სასულიერო პოეზიაში უაღრესად პოპულარული ეროვნული წმიდანის აბოს ღვაწლი. იოანე ქონქოზისძე, მიქელ მოდრეკილის მსგავსად, თავის საგალობელში ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულსა და აბო ტფილელის მოწამეობრივ აღსასრულს ერთად შეამკობს, რადგან აბო სწორედ ქრისტეს ნათლისღების დღეს აწამეს. ავტორი შესთხოვს ცოდვილთა მეოხ აბოს, რომელმაც „სიკვდილისა სასმელი“ ქრისტესთან ერთად შესვა და „გვირგვინი ძლევისა“ მიინიჭა, შეიწიროს მისი გალობანი — „კნინი ესე ძღვენი“. საგალობელი მაღალი პოეტური კულტურის ნიმუშია. მისი ინტონაცია საზეიმო და ამაღლებულია.
[რედაქტირება] ტექსტი
პ. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946, გვ. 346-348.