ანარქიზმი
(ახალი გვერდი: '''ანარქიზმი''' – პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის ანარქიზმი უნიკა...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
ანარქიზმის მთავარი თემა ― პოლიტიკური ხელისუფლების ნებისმიერი გამოვლინების უარყოფაა, განსაკუთრებით კი, სახელმწიფოს სახით („ანარქია“ — სიტყვასიტყვით — „მმართველობის არარსებობას“ ნიშნავს). ანარქისტების აზრით, შესაძლებელია საზოგადოების არსებობა სახელმწიფოს გარეშე, როდესაც ადამიანები თავად მოაწყობენ საკუთარ ბედს ერთმანეთთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობის საფუძველზე და ეს მოსაზრება ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო ტრადიციის გამოძახილია: ლიბერალური ინდივიდუალიზმისა და სოციალისტური საზოგადოებრიობის. ასე რომ, ანარქიზმი ერთგვარი საშუალედო რგოლია [[ლიბერალიზმი|ლიბერალიზმსა]] და [[სოციალიზმი|სოციალიზმს]] შორის – „ულტრალიბერალიზმსა“ და „ულტრასოციალიზმის" თავისებური ნაზავი. | ანარქიზმის მთავარი თემა ― პოლიტიკური ხელისუფლების ნებისმიერი გამოვლინების უარყოფაა, განსაკუთრებით კი, სახელმწიფოს სახით („ანარქია“ — სიტყვასიტყვით — „მმართველობის არარსებობას“ ნიშნავს). ანარქისტების აზრით, შესაძლებელია საზოგადოების არსებობა სახელმწიფოს გარეშე, როდესაც ადამიანები თავად მოაწყობენ საკუთარ ბედს ერთმანეთთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობის საფუძველზე და ეს მოსაზრება ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო ტრადიციის გამოძახილია: ლიბერალური ინდივიდუალიზმისა და სოციალისტური საზოგადოებრიობის. ასე რომ, ანარქიზმი ერთგვარი საშუალედო რგოლია [[ლიბერალიზმი|ლიბერალიზმსა]] და [[სოციალიზმი|სოციალიზმს]] შორის – „ულტრალიბერალიზმსა“ და „ულტრასოციალიზმის" თავისებური ნაზავი. | ||
| − | ლიბერალიზმის მხრივ სახელმწიფოსათვის წაყენებული მოთხოვნა ინდივიდუალიზმსა და მაქსიმალურ თავისუფლებას, არჩევანის შეუზღუდაობას გულისხმობს. ლიბერალთაგან განსხვავებით, ანარქიზმის თეორეტიკოსები, ვთქვათ, უილიამ გოდვინი (1756-1836) მიიჩნევენ, რომ თავისუფალი და რაციონალური ადამიანები მშვიდობიანად და სწრაფად მოახერხებენ საკუთარი საქმეების მოგვარებას, სახელმწიფო კი უბრალოდ, ხელს შეუშლით ამაში. თანამედროვე ინდივიდუალისტები ხშირად იშველიებენ [[ბაზარი (ეკონომიკა)|ბაზრის]] ცნებას, იმის ასახსნელად, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების მართვა სახელმწიფო ხელისუფლების გარეშე და „ანარქოკაპიტალიზმის“ — | + | ლიბერალიზმის მხრივ სახელმწიფოსათვის წაყენებული მოთხოვნა ინდივიდუალიზმსა და მაქსიმალურ თავისუფლებას, არჩევანის შეუზღუდაობას გულისხმობს. ლიბერალთაგან განსხვავებით, ანარქიზმის თეორეტიკოსები, ვთქვათ, უილიამ გოდვინი (1756-1836) მიიჩნევენ, რომ თავისუფალი და რაციონალური ადამიანები მშვიდობიანად და სწრაფად მოახერხებენ საკუთარი საქმეების მოგვარებას, სახელმწიფო კი უბრალოდ, ხელს შეუშლით ამაში. თანამედროვე ინდივიდუალისტები ხშირად იშველიებენ [[ბაზარი (ეკონომიკა)|ბაზრის]] ცნებას, იმის ასახსნელად, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების მართვა სახელმწიფო ხელისუფლების გარეშე და „ანარქოკაპიტალიზმის“ — თავისუფალი ბაზრის ამ უკიდურესი ფორმის მოდელს გვთავაზობენ. |
თუმცა, უფრო ცნობილი და აღიარებული ანარქისტული ტრადიციაც არსებობს, რომელიც თანამეგობრობას, თანამშრომლობას, თანასწორობასა და საზოგადოებრივი საკუთრების სოციალისტურ იდეებს ემხრობა. ამ ყაიდის ანარქისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ადამიანის ბუნებრივ მიდრეკილებას სოლიდარობისადმი, რაც კაცის, გულღია, გახსნილი, არსებითად თანამშრომლობის მოსურნე ხასიათიდან მოდის. ამისდა კვალად, ფრანგი ანარქისტი პიერ-ჟოზეპ რუდონი შეეცადა განევითარებინა „ურთიერთმოსურნეობის" (mutualism) თეორია, რომელშიც ამტკიცებდა, რომ გლეხების და ხელოსნების პატარ-პატარა ამხანაგობებს სავსებით შეუძლიათ თავიანთი საქმეები პატიოსანი და თანაბარი, ნატურალური აღებ-მიცემობის საფუძველზე მოაგვარონ, და ყოველგვარი კაპიტალისტური ექსპლუატაცია თუ უსამართლობა აიცილონ თავიდან. მეორე ცნობილი ანარქისტი, რუსი პიოტრ კროპოტკინი (1842- 1921), ანარქოკომუნიზმის თეორეტიკოსია. მისი მთავარი პრინციპები საერთო [[საკუთრება]], დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობაა. ანარქიზმის თანამედროვე მიმდევრები არიან აგრეთვე, ნოამ ხომსკი და ამერიკელი ლიბერტალისტი და სოციალ-ეკოლოგისტი მიურეი ბუკჩინი (1921-2006). | თუმცა, უფრო ცნობილი და აღიარებული ანარქისტული ტრადიციაც არსებობს, რომელიც თანამეგობრობას, თანამშრომლობას, თანასწორობასა და საზოგადოებრივი საკუთრების სოციალისტურ იდეებს ემხრობა. ამ ყაიდის ანარქისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ადამიანის ბუნებრივ მიდრეკილებას სოლიდარობისადმი, რაც კაცის, გულღია, გახსნილი, არსებითად თანამშრომლობის მოსურნე ხასიათიდან მოდის. ამისდა კვალად, ფრანგი ანარქისტი პიერ-ჟოზეპ რუდონი შეეცადა განევითარებინა „ურთიერთმოსურნეობის" (mutualism) თეორია, რომელშიც ამტკიცებდა, რომ გლეხების და ხელოსნების პატარ-პატარა ამხანაგობებს სავსებით შეუძლიათ თავიანთი საქმეები პატიოსანი და თანაბარი, ნატურალური აღებ-მიცემობის საფუძველზე მოაგვარონ, და ყოველგვარი კაპიტალისტური ექსპლუატაცია თუ უსამართლობა აიცილონ თავიდან. მეორე ცნობილი ანარქისტი, რუსი პიოტრ კროპოტკინი (1842- 1921), ანარქოკომუნიზმის თეორეტიკოსია. მისი მთავარი პრინციპები საერთო [[საკუთრება]], დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობაა. ანარქიზმის თანამედროვე მიმდევრები არიან აგრეთვე, ნოამ ხომსკი და ამერიკელი ლიბერტალისტი და სოციალ-ეკოლოგისტი მიურეი ბუკჩინი (1921-2006). | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[პოლიტიკა]] | + | * [[პოლიტიკა (Politics)|პოლიტიკა]] |
[[კატეგორია:პოლიტიკური იდეოლოგიები]] | [[კატეგორია:პოლიტიკური იდეოლოგიები]] | ||
[[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]] | [[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:29, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
ანარქიზმი – პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის ანარქიზმი უნიკალურია ერთი თვალსაზრისით - არც ერთი ანარქისტული პარტია არასოდეს ყოფილა ხელისუფლების სათავეში, სულ მცირე ეროვნულ დონეზეც კი. მიუხედავად ამისა, ანარქიზმი საკმაოდ გავლენიან მოძრაობას წარმოადგენდა, ვთქვათ, ესპანეთში, საფრანგეთში, რუსეთსა თუ მექსიკაში. ანარქიზმი დღემდე ჯიუტად ამტკიცებს იმ შეხედულებას, თითქოსდა საზოგადოებას კანონის, ხელისუფლებისა და სახელმწიფოს გარეშე შეეძლოს არსებობა.
ანარქიზმის მთავარი თემა ― პოლიტიკური ხელისუფლების ნებისმიერი გამოვლინების უარყოფაა, განსაკუთრებით კი, სახელმწიფოს სახით („ანარქია“ — სიტყვასიტყვით — „მმართველობის არარსებობას“ ნიშნავს). ანარქისტების აზრით, შესაძლებელია საზოგადოების არსებობა სახელმწიფოს გარეშე, როდესაც ადამიანები თავად მოაწყობენ საკუთარ ბედს ერთმანეთთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობის საფუძველზე და ეს მოსაზრება ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო ტრადიციის გამოძახილია: ლიბერალური ინდივიდუალიზმისა და სოციალისტური საზოგადოებრიობის. ასე რომ, ანარქიზმი ერთგვარი საშუალედო რგოლია ლიბერალიზმსა და სოციალიზმს შორის – „ულტრალიბერალიზმსა“ და „ულტრასოციალიზმის" თავისებური ნაზავი.
ლიბერალიზმის მხრივ სახელმწიფოსათვის წაყენებული მოთხოვნა ინდივიდუალიზმსა და მაქსიმალურ თავისუფლებას, არჩევანის შეუზღუდაობას გულისხმობს. ლიბერალთაგან განსხვავებით, ანარქიზმის თეორეტიკოსები, ვთქვათ, უილიამ გოდვინი (1756-1836) მიიჩნევენ, რომ თავისუფალი და რაციონალური ადამიანები მშვიდობიანად და სწრაფად მოახერხებენ საკუთარი საქმეების მოგვარებას, სახელმწიფო კი უბრალოდ, ხელს შეუშლით ამაში. თანამედროვე ინდივიდუალისტები ხშირად იშველიებენ ბაზრის ცნებას, იმის ასახსნელად, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების მართვა სახელმწიფო ხელისუფლების გარეშე და „ანარქოკაპიტალიზმის“ — თავისუფალი ბაზრის ამ უკიდურესი ფორმის მოდელს გვთავაზობენ.
თუმცა, უფრო ცნობილი და აღიარებული ანარქისტული ტრადიციაც არსებობს, რომელიც თანამეგობრობას, თანამშრომლობას, თანასწორობასა და საზოგადოებრივი საკუთრების სოციალისტურ იდეებს ემხრობა. ამ ყაიდის ანარქისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ადამიანის ბუნებრივ მიდრეკილებას სოლიდარობისადმი, რაც კაცის, გულღია, გახსნილი, არსებითად თანამშრომლობის მოსურნე ხასიათიდან მოდის. ამისდა კვალად, ფრანგი ანარქისტი პიერ-ჟოზეპ რუდონი შეეცადა განევითარებინა „ურთიერთმოსურნეობის" (mutualism) თეორია, რომელშიც ამტკიცებდა, რომ გლეხების და ხელოსნების პატარ-პატარა ამხანაგობებს სავსებით შეუძლიათ თავიანთი საქმეები პატიოსანი და თანაბარი, ნატურალური აღებ-მიცემობის საფუძველზე მოაგვარონ, და ყოველგვარი კაპიტალისტური ექსპლუატაცია თუ უსამართლობა აიცილონ თავიდან. მეორე ცნობილი ანარქისტი, რუსი პიოტრ კროპოტკინი (1842- 1921), ანარქოკომუნიზმის თეორეტიკოსია. მისი მთავარი პრინციპები საერთო საკუთრება, დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობაა. ანარქიზმის თანამედროვე მიმდევრები არიან აგრეთვე, ნოამ ხომსკი და ამერიკელი ლიბერტალისტი და სოციალ-ეკოლოგისტი მიურეი ბუკჩინი (1921-2006).