უკრაინული სალამურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''უკრაინული სალამურა''' – (Eudontomyzon mariae) ლ. ს. ბერგმა (1931) დაადგინა [[სა...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''უკრაინული სალამურა'''  – (Eudontomyzon mariae)
+
[[ფაილი:UKRAINULI SALAMURA.png|thumb|უკრაინული სალამურა]]
 +
'''უკრაინული სალამურა'''  – Eudontomyzon mariae Berg 1931
  
ლ. ს. ბერგმა (1931) დაადგინა [[სალამურების ოჯახი|სალამურა]]ს ეს სახე და მოგვცა მისი გაგრცელების არეალი, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ მდინარეებს პრუტიდან მოყოლებული დონსა და ყუბანამდე დასავლეთ საქართველოს ჩათვლით. დოც. გ. კოკოჩაშვილის მიერ ბათუმის მახლობელი მდინარიდან გამოკვლეულია ზრდასრული მამალი და დედალი 114 მმ სიგრძის უკრაინული სალამურა.
+
'''გვარი:''' კბილიანი სალამურები
  
1952 წლის ივნისში მდინარე [[კოდორი (მდინარე)|კოდორი]]ს შესართავიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით პატარა ნაკადულში მოპოვებულ იქნა 160 მმ სიგრძის მდინარის სალამურა Lampetra planer. მდინარის სალამურა (ცნობილია აგრეთვე [[პალიასტომის ტბა|პალიასტომის ტბიდან]].
+
მაქსიმალური სიგრძე – 22 სმ, ასაკი – 7 წ., საშუალო სიგრძე – 18 სმ. მტკნარი წყლის ბინადარია. მრავლდება აპრილიდან ივნისამდე. ნაყოფიერება აღწევს 2000-3000 ქვირითამდე.  
  
პირის დისკოს პერიფერიაზე უკრაინულ სალამურას აქვს ტუჩის მრავალრიცხოვანი წვრილი კბილები. ჩვეულებრივ, ისინი რამდენიმე მწკრივად არიან ჩაწყობილი. ქვედა ტუჩზე რამდენიმე მწკრივად განლაგებულია ქვედა ტუჩის კბილები, მაგრამ ისინი, ჩვეულებრივ, ერთიან ზოლს არა ჰქმნიან, ქვედა ყბის ფირფიტაზე 5-10 კბილია, უფრო ხშირად 7-8. ზედა ყბის ფირფიტაზე 2 კბილია, რომელთა შუა გვხვდება პატარა კბილი, რომელიც. ზოგჯერ ასიმეტრიული მდებარეობისაა; ზოგჯერ კიდეების მსხვილ კბილებს შორის მოთავსებულია 3 მეტად მსხვილი კბილი. ტუჩის გვერდითი კბილები თითოეულ მხარეზე 3 ან 4-ია. ისინი, ჩვეულებრივ, სამკაპი არ არიან (შუათანა ორკაპია, ხოლო ზედა და ქვედა არ არიან გათიშული). ენის წინა ფირფიტაზე შუათანა (შუალედი) კბილის ორივე მხარეზე ორ-ორი მეტად პატარა კბილია.
+
უკრაინული სალამურა იკვებება უმეტესად [[თევზები|თევზებით]].  
  
ყბების ფირფიტებზე კბილები უმეტეს შემთხვევაში ბლაგვია, ზოგიერთებს კბილები წამახვილებული აქვს. სქესობრივად მომწიფებული ინდივიდების ზურგის ფარფლები ერთმანეთს ეხებიან. მათი ქვირითი მსხვილია და მისი დიამეტრი ერთ მილიმეტრს აღემატება. სამხრეთ რუსეთის მდინარეებში ეს სალამურები ტოფობას იწყებენ აპრილსა და მაისის პირველი ათ რიცხვამდე.
+
[[საქართველო]]ში გვხვდება შემდეგ მდინარეებში: ჭოროხში, ჩაქვისწყალში, ჩაისუბნისწყალში, ხობში, ცივში, ენგურში, კოდორში, [[კელასური (მდინარე)|კელასურში]], გუმისთაში, ბზიფში; აგრეთვე ბებესირისა და [[პალიასტომის ტბა|პალიასტომის ტბებში]]. [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] ჩრდილოეთ ნაწილში და აზოვის ზღვაში მოიპოვება პრუტიდან ყუბანამდე, კასპიის (ვოლგა-სურა) და ეგეოსის ზღვებში.  
  
სხეულის მთლიანი სიგრძე 21 სმ-მდე აღწევს. ეს სალამურა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს მდინარეებში როგორიცაა: ხობი, [[ენგური]], კოდორი, მაჩარა, [[კელასური (მდინარე)|კელასური]], გუმისტა, [[ბზიფი]] და სხვ. მათი ლარვები ცნობილია [[ბათუმი]]ს მიდამოებიდან; ჩვენ მიერ აღწერილ იქნა მდ. კოდორიდან (1952 წ.).
+
სამეურნეო მნიშვნელობა რაოდენობის სიმცირის გამო არა აქვს. IUCN საჭიროებს ზრუნვას. (LC)
 
+
საქართველოს ფარგლებს გარეთ სალამურას ეს სახე გავრცელებულია შემდეგ მდინარეებში: ყუბანში, დონში, დნეპრში, დნესტრსა და პრუტში.
+
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს თევზების სარკვევი]]
+
[[საქართველოს თევზები]]
[[კატეგორია:უყბოები]]
+
[[კატეგორია:სალამურები]]
 
[[კატეგორია: თევზები]]
 
[[კატეგორია: თევზები]]
 
[[კატეგორია: იხტიოლოგია]]
 
[[კატეგორია: იხტიოლოგია]]

მიმდინარე ცვლილება 17:03, 2 თებერვალი 2026 მდგომარეობით

უკრაინული სალამურა

უკრაინული სალამურა – Eudontomyzon mariae Berg 1931

გვარი: კბილიანი სალამურები

მაქსიმალური სიგრძე – 22 სმ, ასაკი – 7 წ., საშუალო სიგრძე – 18 სმ. მტკნარი წყლის ბინადარია. მრავლდება აპრილიდან ივნისამდე. ნაყოფიერება აღწევს 2000-3000 ქვირითამდე.

უკრაინული სალამურა იკვებება უმეტესად თევზებით.

საქართველოში გვხვდება შემდეგ მდინარეებში: ჭოროხში, ჩაქვისწყალში, ჩაისუბნისწყალში, ხობში, ცივში, ენგურში, კოდორში, კელასურში, გუმისთაში, ბზიფში; აგრეთვე ბებესირისა და პალიასტომის ტბებში. შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში და აზოვის ზღვაში მოიპოვება პრუტიდან ყუბანამდე, კასპიის (ვოლგა-სურა) და ეგეოსის ზღვებში.

სამეურნეო მნიშვნელობა რაოდენობის სიმცირის გამო არა აქვს. IUCN საჭიროებს ზრუნვას. (LC)


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს თევზები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები