ტელემაქოსი
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ტელემაქოსი''' – (ბერძნ.) [[ოდისევსი]]სა და [[პენელოპე]]ს ვაჟიშვილი. | '''ტელემაქოსი''' – (ბერძნ.) [[ოდისევსი]]სა და [[პენელოპე]]ს ვაჟიშვილი. | ||
| − | როდესაც ოდისევსი ტროელთა წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა, ტელემაქოსის აღზრდა [[მენტორი|მენტორს]] მიანდეს. ათი წელი იბრძოდა ოდისევსი, ათი შინ დაბრუნებას მოანდომა. ამასობაში დავაჟკაცდა ტელემაქოსი და [[ათენა]]ს რჩევით, მამის საძებრად გაემართა ჯერ [[ნესტორი|ნესტორთან]] პილოსში, ხოლო შემდეგ [[მენელაოსი|მენელაოსთან]] სპარტაში. მას თან ახლდა მენტორად გარდასახული ათენა, რომელიც მოძღვრავდა ჭაბუკს და მფარველობდა. როდესაც ტელემაქოსი [[ითაკა]]ზე დაბრუნდა, მეღორე [[ევმეოსი]]ს ქოხში შეხვდა მამა-ოდისევსს და მასთან ერთად იბრძოდა [[პენელოპე]]ს სასიძოთა | + | როდესაც ოდისევსი ტროელთა წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა, ტელემაქოსის აღზრდა [[მენტორი|მენტორს]] მიანდეს. ათი წელი იბრძოდა ოდისევსი, ათი შინ დაბრუნებას მოანდომა. ამასობაში დავაჟკაცდა ტელემაქოსი და [[ათენა]]ს რჩევით, მამის საძებრად გაემართა ჯერ [[ნესტორი|ნესტორთან]] პილოსში, ხოლო შემდეგ [[მენელაოსი|მენელაოსთან]] სპარტაში. მას თან ახლდა მენტორად გარდასახული ათენა, რომელიც მოძღვრავდა ჭაბუკს და მფარველობდა. როდესაც ტელემაქოსი [[ითაკა]]ზე დაბრუნდა, მეღორე [[ევმეოსი]]ს [[ქოხი|ქოხში]] შეხვდა მამა-ოდისევსს და მასთან ერთად იბრძოდა [[პენელოპე]]ს სასიძოთა |
წინააღმდეგ. | წინააღმდეგ. | ||
| − | გვიანი ხანის მითები გვამცნობენ, რომ ტელემაქოსმა, ოდისევსის გარდაცვალების შემდეგ იქორწინა [[კირკე]]ზე, რომლისგანაც შეეძინა ორი ვაჟი: [[ლატინუსი]] და აგრიუსი. სხვა მითების თანახმად კი, ტელემაქოსმა იქორწინა ალკინოევსის ასულ [[ნავსიკაა|ნავსიკააზე]] ან ნესტორის ასულ პოლიკასტეზე, ან კირკეს ასულ კასიფონეზე. არსებობს ტელემაქოსის თავგადასავალთა ამსახველი სხვა თქმულებებიც. მისმა სახემ გვიანი ხანის შემოქმედთა ყურადღებაც მიიპყრო. მე-17 საუკუნეში ფრანგ მწერალს, ფენელონს შეუთხზავს რომანი სათაურით „ტელემაქოსის თავგადასავალი“, რომელიც შემდეგ კ. ტრედიაკოვსკის ლექსად უთარგმნია რუსულ ენაზე სახელწოდებით „ტელემაქიდა“. | + | გვიანი ხანის [[მითი|მითები]] გვამცნობენ, რომ ტელემაქოსმა, ოდისევსის გარდაცვალების შემდეგ იქორწინა [[კირკე]]ზე, რომლისგანაც შეეძინა ორი ვაჟი: [[ლატინუსი]] და აგრიუსი. სხვა მითების თანახმად კი, ტელემაქოსმა იქორწინა ალკინოევსის ასულ [[ნავსიკაა|ნავსიკააზე]] ან ნესტორის ასულ პოლიკასტეზე, ან კირკეს ასულ კასიფონეზე. არსებობს ტელემაქოსის თავგადასავალთა ამსახველი სხვა [[თქმულება|თქმულებებიც]]. მისმა სახემ გვიანი ხანის შემოქმედთა ყურადღებაც მიიპყრო. მე-17 საუკუნეში ფრანგ მწერალს, ფენელონს შეუთხზავს [[რომანი]] სათაურით „ტელემაქოსის თავგადასავალი“, რომელიც შემდეგ კ. ტრედიაკოვსკის [[ლექსი|ლექსად]] უთარგმნია [[რუსული ენა|რუსულ ენაზე]] სახელწოდებით „ტელემაქიდა“. |
მიმდინარე ცვლილება 17:40, 31 ივლისი 2025 მდგომარეობით
ტელემაქოსი – (ბერძნ.) ოდისევსისა და პენელოპეს ვაჟიშვილი.
როდესაც ოდისევსი ტროელთა წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა, ტელემაქოსის აღზრდა მენტორს მიანდეს. ათი წელი იბრძოდა ოდისევსი, ათი შინ დაბრუნებას მოანდომა. ამასობაში დავაჟკაცდა ტელემაქოსი და ათენას რჩევით, მამის საძებრად გაემართა ჯერ ნესტორთან პილოსში, ხოლო შემდეგ მენელაოსთან სპარტაში. მას თან ახლდა მენტორად გარდასახული ათენა, რომელიც მოძღვრავდა ჭაბუკს და მფარველობდა. როდესაც ტელემაქოსი ითაკაზე დაბრუნდა, მეღორე ევმეოსის ქოხში შეხვდა მამა-ოდისევსს და მასთან ერთად იბრძოდა პენელოპეს სასიძოთა წინააღმდეგ.
გვიანი ხანის მითები გვამცნობენ, რომ ტელემაქოსმა, ოდისევსის გარდაცვალების შემდეგ იქორწინა კირკეზე, რომლისგანაც შეეძინა ორი ვაჟი: ლატინუსი და აგრიუსი. სხვა მითების თანახმად კი, ტელემაქოსმა იქორწინა ალკინოევსის ასულ ნავსიკააზე ან ნესტორის ასულ პოლიკასტეზე, ან კირკეს ასულ კასიფონეზე. არსებობს ტელემაქოსის თავგადასავალთა ამსახველი სხვა თქმულებებიც. მისმა სახემ გვიანი ხანის შემოქმედთა ყურადღებაც მიიპყრო. მე-17 საუკუნეში ფრანგ მწერალს, ფენელონს შეუთხზავს რომანი სათაურით „ტელემაქოსის თავგადასავალი“, რომელიც შემდეგ კ. ტრედიაკოვსკის ლექსად უთარგმნია რუსულ ენაზე სახელწოდებით „ტელემაქიდა“.