ავალიშვილი არჩილ
(ახალი გვერდი: '''ავალიშვილი არჩილ''' (1878 - 1954<sup>1</sup>) – მთარგმნელი, პედაგოგი, ხელოვნ...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „არჩილ ავალიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ავალიშვილი არჩილ“) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
<sup>1.</sup> [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00010100/ ბიოგრაფიული ლექსიკონი] | <sup>1.</sup> [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00010100/ ბიოგრაფიული ლექსიკონი] | ||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 11:45, 19 მაისი 2026 მდგომარეობით
ავალიშვილი არჩილ (1878 - 19541) – მთარგმნელი, პედაგოგი, ხელოვნების მუშაკი. დაიბადა თბილისში. თბილისის სათავადაზნაურო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის მე-3 გიმნაზიაში. ხალხოსნური იდეებით გატაცებულმა, სახალხო მასწავლებლობა დაიწყო ჯერ სოფელ კარდანახში, შემდეგ ვლადიკავკაზში – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქართულ სკოლაში. პარალელურად მართავდა წარმოდგენებს. 1895 წელს გამოდიოდა ავჭალის აუდიტორიის სცენაზე. 1903-1907 წლებში სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტიოს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ მსახურობდა ჯერ მასწავლებლად, შემდეგ კი სხვადასხვა დაწესებულებებში. იყო ქუთაისის დრამატული საზოგადოების დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, 1909-1911 წლებში აირჩიეს ამავე საზოგადოების გამგეობის წევრად.
მონაწილეობდა ქართულ პრესაშიც: აქვეყნებდა რეცენზიებს. მისი ხელმონაწერია: არავინ, სკამი №24. თარგმნა პიესები: სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, მეტერლინკის „და ბეატრისა“, ა. ოსტროვსკის „ვასილისა მელენტიევა“. ზოგი ნაწარმოები თარგმნა ფსევდონიმით ა-ლი.
გამოყენებული ლიტერატურა
თეატრი და ცხოვრება. – 1914. – № 17; 1925. – № 8.