ვაშაკიძე ტარასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვაშაკიძე ტარასი“ გადაიტანა გვერდზე „ტარას ვაშაკიძე“)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:VaSakidze taras.jpg|thumb|'''ტარასი ვაშაკიძე''']]
 
[[ფაილი:VaSakidze taras.jpg|thumb|'''ტარასი ვაშაკიძე''']]
'''ვაშაკიძე ტარასი დავითის ძე''' - (8.VI.1876 - 26.II.1937) - [[გენერალი]].  
+
'''ვაშაკიძე ტარასი დავითის ძე''' - (8.VI.1876 - 26.II.1937) - ლეგენდარული ქართველი [[ოფიცერი]] და სამხედრო მოღვაწე, რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი, რუსეთის რესპუბლიკის გენერალ-მაიორი და ქართული არმიის [[გენერალი]], [[I მსოფლიო ომი 1914–18|I მსოფლიო ომი]]ს მონაწილე, წმ. გიორგის ორდენის კავალერი. მეტსახელად ,,შაითან კაპიტანი”.
  
1895 წელს დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი. შტაბსკაპიტანი (1909). [[კაპიტანი]] (1913). [[პირველი მსოფლიო ომი]]ს მონაწილე. მსახურობდა 154-ე [[პოლკი (ლეგიონი)|პოლკში]]. თავი გამოიჩინა სარიყამიშის [[ბრძოლა|ბრძოლის]] დროს, როდესაც თავის [[ასეული (სამხედრო)|ასეულით]], 100-ზე მეტ [[ოფიცერი|ოფიცერთან]] და 2 ათასამდე ჯარისკაცთან ერთად დაატყვევა ოსმალთა მე-9 [[კორპუსი (სამხედრო ტერმინი)|კორპუსის]] [[სარდალი]] ისხაკ-ფაშა. სწორედ ამის შემდეგ შეერქვა „შაიტან (ეშმაკი) კაპიტანი“. [[პოლკოვნიკი]] (1915).
+
დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ დიდ გუბში (ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი), გლეხის ოჯახში. 1891 წელს დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1893 წელს, [[სამხედრო სამსახური]] დაიწყო შავიზღვისპირეთის 149-ე ქვეით პოლკში. 1895 წელს დაამთავრა თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი, მიენიჭა პრაპორშიკის სამხედრო წოდება და დაიწყო სამსახური დარუბანდის 154-ე ქვეით პოლკში.
  
დაჯილდოებული იყო ორდენით: წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით.
+
1897 წელს ხდება პოდპორუჩიკი, ხოლო 1901 წელს – პორუჩიკი. 1905 წელს ენიჭება შტაბს- კაპიტნის წოდება. 1913 წელს ინიშნება 154-ე ქვეითი პოლკის მე-14 ასეულის მეთაურად და ენიჭება კაპიტნის წოდება.
 +
 
 +
სწორედ ამ თანამდებობაზე და ამ წოდებით შეხვდა იგი I მსოფლიო ომის დაწყებას. იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. სარიყამიშის ოპერაციის დროს (1914 წლის 9 დეკემბერი – 1915 წლის 4 იანვარი) გამოიჩინა საარაკო გმირობა და თავისი [[ასეული (სამხედრო)|ასეული]]ს ძალებით ტყვედ აიყვანა ოსმალთა მე-3 არმიის მე-9 საარმიო კორპუსის სარდალი თავისი შტაბით, სამივე დივიზიის მეთაურებითა და შტაბებით. საერთო ჯამში – 107 ოფიცერი და 2000 ასკერი. ამავე დროს ხელში ჩაიგდო დიდი სამხედრო [[ალაფი (სამხედრო)|ალაფი]] – 8 [[ზარბაზანი]], 24 [[ტყვიამფრქვევი]], დიდი რაოდენობით ცხენები, ტყვია-წამალი, საბრძოლო მასალა და სხვა სახის ნადავლი. სწორედ მაშინ ეწოდა მას ,,შაითან-კაპიტანი“. ამ ამბავს იგი ასე აგვიწერს 1915 წლის 22 ივლისს პოლკოვნიკ სპირიდონ ესაძისადმი გაგზავნილ წერილში:
 +
 
 +
„1914 წლის 22 დეკემბერს ასეული ათეულებად დავყავი და თურქების ბანაკისკენ დავძარი, ვუბრძანე, სროლა არ აეტეხათ, რათა თურქები [[ცეცხლი (სამხედრო ტერმინი)|ცეცხლი]]ს მიხედვით ჩვენს რიცხობრივ სიმცირეს არ მიმხვდარიყვნენ. მე კი მარტო გავემართე მტრის პოზიციებისკენ. როდესაც მათგან ორასიოდე ნაბიჯიღა მაშორებდა, დამტვრეული თურქულით შევძახე: ,,დაგვნებდით, დაყარეთ იარაღი, თორემ ყველას ამოგხოცავთ". ცოტა ხნის შემდეგ ჩემთან თურქი ოფიცერი მოვიდა და დამტვრეული რუსულით მითხრა:
 +
 
 +
,,ბატონო ოფიცერო, ყველაფერი გადაწყვეტილია. კორპუსის სარდალი გთხოვთ, რომ სისხლი არ დაიღვაროს, გნებდებით".
 +
 
 +
[[სამხედრო ისტორია|სამხედრო ხელოვნების ისტორია]]ში ამ იშვიათი პრეცედენტის მქონე ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა . გამოჩენილი გმირობისათვის ტარასი ვაშაკიძეს, პოდპოლკოვნიკობის გამოტოვებით, მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება (1916 წ.). [[საფრანგეთი]]ს პრეზიდენტმა კი უბოძა სამხედრო მედალი – „Medaille militaire“ (1915 წლის 31 ივლისი), რითაც მხოლოდ არმიათა სარდლებს აჯილდოებდნენ. ეს ჯილდო მას პირადად იმპერატორმა [[ნიკოლოზ II (რუსეთის იმპერატორი)|ნიკოლოზ II]]-მ გადასცა.
 +
 
 +
კაპიტან ვაშაკიძის ამ საარაკო გმირობამ ფაქტობრივად განსაზღვრა კიდეც სარიყამიშის [[ოპერაცია (სამხედრო ტერმინი)|ოპერაციის]] შედეგები, რომელიც ოსმალთათვის სრული კატასტროფით დასრულდა.
 +
 
 +
გარდა ამისა, პირველი მსოფლიო ომის დროს სხვა ოპერაციებისას გამოჩენილი სიმამაცისთვის ტარასი ვაშაკიძე დაჯილდოებული იყო: წმ. გიორგის ორდენის IV ხარისხის ორდენით (1916 წლის 7 იანვარს); წმ. სტანისლავის II ხარისხის ორდენით (მახვილებით – 1915 წ.); წმ. ანას II (მახვილებით და ბაფთით – 1915 წ.) ხარისხის ორდენით.
 +
 
 +
1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში [[რუსეთის დროებითი მთავრობა|დროებითი მთავრობა]] მოვიდა. იმავე წლის მარტში ტარას ვაშაკიძე დარუბანდის 154-ე პოლკის მეთაურად დაინიშნა, მალე პირველი ქართული მსროლელთა პოლკი შეიქმნა და ტარასი უკვე მისი მეთაურის რანგში გვევლინება. მსახურობდა კავკასიის ფრონტზე. 1918 წლის 8 მაისს ამიერკავკასიის დროებითი მთავრობის მიერ ენიჭება გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
 +
 
 +
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის ზაფხულში ირიცხებოდა გენერალ [[მაზნიაშვილი გიორგი|მაზნიაშვილი]]ს შენაერთის შემადგენლობაში, რომელმაც რუსი ბოლშევიკური შენაერთებისაგან გაწმინდა აფხაზეთი და შავიზღვისპირეთი. 1918 წლის ივნისში იყო გაგრის ფრონტის [[სარდალი]], შემდეგ – ქალაქ ტუაფსეს გენერალ-გუბერნატორი.
 +
 
 +
თვითგამოცხადებული ,,სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის“ მხრიდან სამხედრო [[აგრესია|აგრესიის]] აღკვეთისა და ლიკვიდაციის შემდეგ, 1919 წლის ივნისიდან, ინიშნება ახალციხის ფრონტის სარდლად და ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გენერალ-გუბერნატორად.
 +
 
 +
1920 წლის დასაწყისში დაინიშნა დასავლეთ საქართველოში გაშლილი 1-ლი ქვეითი დივიზიის მეთაურის მოადგილედ.
 +
 
 +
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ- ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებისა და ზოგიერთი სხვა გენერლის მსგავსად არ წასულა საქართველოდან და დარჩა სამშობლოში. 1923 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა ,,სამხედრო ცენტრის” საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მალევე გაანთავისუფლეს. იმავე წელს გადადგა [[სამხედრო სამსახური]]დან და მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატში.
 +
 
 +
გარდაიცვალა 1937 წლის 26 თებერვალს. დეტალები უცნობია. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავი დაცულია.
  
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს [[შეიარაღებული ძალები|შეირაღებულ ძალებში]]. მიენიჭა გენერლობა (1918). 1918 იყო ტუაფსეს გენერალ-გუბერნატორი, 1920 - პირველი [[ბრიგადა|ბრიგადის]] მეთაურის თანაშემწე. 1921 წელს [[თადარიგი (შეიარაღებული ძალების)|თადარიგში]] გავიდა. მსახურობდა საბჭოთა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში.
 
  
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''მიხეილ ბახტაძე'''''
 
  
==ლიტერატურა==
 
* Русская армия в Великой войне http://www.grwar. ru/;
 
* М. Гогитидзе, Военная элита Кавказа т. I, 2007.
 
  
==წყარო==
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008220/ ტარასი ვაშაკიძე]
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008220/ ტარასი ვაშაკიძე]
 +
 +
==წყარო==
 +
[[დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები]]
  
 
[[კატეგორია:ქართველი გენერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი გენერლები]]
 +
[[კატეგორია:რუსეთის არმიის ქართველი გენერლები]]
 +
[[კატეგორია:პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს პირველი რესპუბლიკის გენერლები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ქართველი გენერლები (1918-21)]]
 +
[[კატეგორია:წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენოსნები]]
 +
[[კატეგორია:წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენოსნები]]
 +
[[კატეგორია:წმინდა ანას II ხარისხის ორდენოსნები]]
 +
[[კატეგორია:ვაშაკიძეები]]

მიმდინარე ცვლილება 13:13, 22 ივნისი 2026 მდგომარეობით

ტარასი ვაშაკიძე

ვაშაკიძე ტარასი დავითის ძე - (8.VI.1876 - 26.II.1937) - ლეგენდარული ქართველი ოფიცერი და სამხედრო მოღვაწე, რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი, რუსეთის რესპუბლიკის გენერალ-მაიორი და ქართული არმიის გენერალი, I მსოფლიო ომის მონაწილე, წმ. გიორგის ორდენის კავალერი. მეტსახელად ,,შაითან კაპიტანი”.

დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ დიდ გუბში (ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი), გლეხის ოჯახში. 1891 წელს დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1893 წელს, სამხედრო სამსახური დაიწყო შავიზღვისპირეთის 149-ე ქვეით პოლკში. 1895 წელს დაამთავრა თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი, მიენიჭა პრაპორშიკის სამხედრო წოდება და დაიწყო სამსახური დარუბანდის 154-ე ქვეით პოლკში.

1897 წელს ხდება პოდპორუჩიკი, ხოლო 1901 წელს – პორუჩიკი. 1905 წელს ენიჭება შტაბს- კაპიტნის წოდება. 1913 წელს ინიშნება 154-ე ქვეითი პოლკის მე-14 ასეულის მეთაურად და ენიჭება კაპიტნის წოდება.

სწორედ ამ თანამდებობაზე და ამ წოდებით შეხვდა იგი I მსოფლიო ომის დაწყებას. იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. სარიყამიშის ოპერაციის დროს (1914 წლის 9 დეკემბერი – 1915 წლის 4 იანვარი) გამოიჩინა საარაკო გმირობა და თავისი ასეულის ძალებით ტყვედ აიყვანა ოსმალთა მე-3 არმიის მე-9 საარმიო კორპუსის სარდალი თავისი შტაბით, სამივე დივიზიის მეთაურებითა და შტაბებით. საერთო ჯამში – 107 ოფიცერი და 2000 ასკერი. ამავე დროს ხელში ჩაიგდო დიდი სამხედრო ალაფი – 8 ზარბაზანი, 24 ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ცხენები, ტყვია-წამალი, საბრძოლო მასალა და სხვა სახის ნადავლი. სწორედ მაშინ ეწოდა მას ,,შაითან-კაპიტანი“. ამ ამბავს იგი ასე აგვიწერს 1915 წლის 22 ივლისს პოლკოვნიკ სპირიდონ ესაძისადმი გაგზავნილ წერილში:

„1914 წლის 22 დეკემბერს ასეული ათეულებად დავყავი და თურქების ბანაკისკენ დავძარი, ვუბრძანე, სროლა არ აეტეხათ, რათა თურქები ცეცხლის მიხედვით ჩვენს რიცხობრივ სიმცირეს არ მიმხვდარიყვნენ. მე კი მარტო გავემართე მტრის პოზიციებისკენ. როდესაც მათგან ორასიოდე ნაბიჯიღა მაშორებდა, დამტვრეული თურქულით შევძახე: ,,დაგვნებდით, დაყარეთ იარაღი, თორემ ყველას ამოგხოცავთ". ცოტა ხნის შემდეგ ჩემთან თურქი ოფიცერი მოვიდა და დამტვრეული რუსულით მითხრა:

,,ბატონო ოფიცერო, ყველაფერი გადაწყვეტილია. კორპუსის სარდალი გთხოვთ, რომ სისხლი არ დაიღვაროს, გნებდებით".

სამხედრო ხელოვნების ისტორიაში ამ იშვიათი პრეცედენტის მქონე ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა . გამოჩენილი გმირობისათვის ტარასი ვაშაკიძეს, პოდპოლკოვნიკობის გამოტოვებით, მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება (1916 წ.). საფრანგეთის პრეზიდენტმა კი უბოძა სამხედრო მედალი – „Medaille militaire“ (1915 წლის 31 ივლისი), რითაც მხოლოდ არმიათა სარდლებს აჯილდოებდნენ. ეს ჯილდო მას პირადად იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ გადასცა.

კაპიტან ვაშაკიძის ამ საარაკო გმირობამ ფაქტობრივად განსაზღვრა კიდეც სარიყამიშის ოპერაციის შედეგები, რომელიც ოსმალთათვის სრული კატასტროფით დასრულდა.

გარდა ამისა, პირველი მსოფლიო ომის დროს სხვა ოპერაციებისას გამოჩენილი სიმამაცისთვის ტარასი ვაშაკიძე დაჯილდოებული იყო: წმ. გიორგის ორდენის IV ხარისხის ორდენით (1916 წლის 7 იანვარს); წმ. სტანისლავის II ხარისხის ორდენით (მახვილებით – 1915 წ.); წმ. ანას II (მახვილებით და ბაფთით – 1915 წ.) ხარისხის ორდენით.

1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში დროებითი მთავრობა მოვიდა. იმავე წლის მარტში ტარას ვაშაკიძე დარუბანდის 154-ე პოლკის მეთაურად დაინიშნა, მალე პირველი ქართული მსროლელთა პოლკი შეიქმნა და ტარასი უკვე მისი მეთაურის რანგში გვევლინება. მსახურობდა კავკასიის ფრონტზე. 1918 წლის 8 მაისს ამიერკავკასიის დროებითი მთავრობის მიერ ენიჭება გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის ზაფხულში ირიცხებოდა გენერალ მაზნიაშვილის შენაერთის შემადგენლობაში, რომელმაც რუსი ბოლშევიკური შენაერთებისაგან გაწმინდა აფხაზეთი და შავიზღვისპირეთი. 1918 წლის ივნისში იყო გაგრის ფრონტის სარდალი, შემდეგ – ქალაქ ტუაფსეს გენერალ-გუბერნატორი.

თვითგამოცხადებული ,,სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის“ მხრიდან სამხედრო აგრესიის აღკვეთისა და ლიკვიდაციის შემდეგ, 1919 წლის ივნისიდან, ინიშნება ახალციხის ფრონტის სარდლად და ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გენერალ-გუბერნატორად.

1920 წლის დასაწყისში დაინიშნა დასავლეთ საქართველოში გაშლილი 1-ლი ქვეითი დივიზიის მეთაურის მოადგილედ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ- ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებისა და ზოგიერთი სხვა გენერლის მსგავსად არ წასულა საქართველოდან და დარჩა სამშობლოში. 1923 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა ,,სამხედრო ცენტრის” საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მალევე გაანთავისუფლეს. იმავე წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატში.

გარდაიცვალა 1937 წლის 26 თებერვალს. დეტალები უცნობია. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავი დაცულია.



[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ტარასი ვაშაკიძე

[რედაქტირება] წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები