ყიფიანი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დიმიტრი ყიფიანი“ გადაიტანა გვერდზე „ყიფიანი დიმიტრი“ გადამის...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Dimitri yifiani.PNG|thumb|დიმიტრი ყიფიანი]]
 
[[ფაილი:Dimitri yifiani.PNG|thumb|დიმიტრი ყიფიანი]]
'''ყიფიანი დიმიტრი''' (1814 1887), ქართველი პუბლიცისტი, მთარგმნელი, წმინდანი. ფსევდონიმი – ბაქარ ქართლელი. დაიბადა [[გორი]]ს სოფელ მერეთში. 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. აქ გუბერნატორის კანცელარიაში განაწესეს (1835), 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864 წლამდე იყო მთავარმართებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1862 წლამდე მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-1867 წლებში [[სამეგრელო]]ს მთავრის ქონება-მამულის მეურვე. 1864-1870 თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. 1876-1879 თბილისის ქალაქისთავი. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) [[ქართველები|ქართველი]] ერი დაწყევლა. ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც მეფის აგენტებმა ვერაგულად მოკლეს.
+
'''ყიფიანი დიმიტრი''' (ფსევდონიმი „ბაქარ ქართლელი“) (1814-1887) — ლიტერატორი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა [[თბილისი|თბილისის]] სასულიერო სემინარიაში, შემდეგ — კეთილშობილთა სასწავლებელში. თარჯიმნად მსახურობდა თავად-აზნაურთა საკრებულოში (1030). გიმნაზიაში ასწავლიდა [[არითმეტიკა|არითმეტიკას]], გეოგრაფიას, [[ქართული ენა|ქართულსა]] და რუსულს. 1832 წ. შეთქმულებაში მონაწილეობისთვის გადაასახლეს ქ. ვოლოგდაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მსახურობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში. 1864-70 წწ. იყო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, 1876-79 წწ. — თბილისის ქალაქის თავი, 1885–86 წწ. — ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, მოღვაწეობდა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებაში. კავკასიის მმართველთა რეაქციულ-რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 1886 წ. გადაასახლეს სტავროპოლში და ვერაგულად მოკლეს იქვე. ამ ფაქტს დაუკავშირდა აკაკის ცნობილი ლექსი „განთიადი“.
 +
==<small><small>მოღვაწეობა</small></small>==
 +
დ. ყიფიანი თავისი დროის ერთ-ერთი მოწინავე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე იყო, აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების მოწესრიგების საქმეში. ცნობილია დ. ყიფიანის მოღვაწეობა კულტურულ-საგანმანათლებლო ასპარეზზეც. იგი იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] დამაარსებელთაგანი, მისი პირველი თავმჯდომარე, სათავადაზნაურო ბანკის, ჟურნალ „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკრის]]“ დაარსების მოთავე, ქართული თეატრის აღორძინების მონაწილე, აქტიური თანამშრომელი იმდროინდელი ქართული და რუსული პრესისა. მისი პირველი ლიტერატურული წერილები დაიბეჭდა „კავკაზში“ 1846 წ. მას შემდეგ დ. ყიფიანის ისტორიული ნარკვევები, მეცნიერული ხასიათის შრომები (ორიგინალური თუ ნათარგმნი) ქვეყნდებოდა „ცისკარში“, „[[საქართველოს მოამბე (ჟურნალი)|საქართველოს მოამბეში]]“, „[[მოამბე (ჟურნალი)|მოამბეში]]“, „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერიაში]]“, „[[ქართული ბიბლიოთეკა (ჟურნალი)|ქართულ ბიბლიოთეკაში]]“. აღსანიშნავია საქართველოს ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი მისი წერილები: „[[თამარ მეფე|თამარ მეფის]] საუკუნე“ და „რამდენიმე აზრი საქართველოს ისტორიის მასალებზე“ (რომელშიც განხილულია ქართველი ერის საერო და საეკლესიო განათლება, მწერლობა, [[ქართული ენა]], მისი კულტურულ-ლიტერატურულ-ენობრივი კავშირები სხვა ხალხთა ენებსა და ლიტერატურასთან, მიმოხილულია საქართველოს ისტორიის მთავარი ეტაპები). იგი ავტორია „მოგონებებისა", რომელიც 1886 წ. რუსულად გამოქვეყნდა. ჰქონდა ორიგინალური მხატვრული ნაწარმოებები. დ. ყიფიანმა არაერთი თხზულება უძღვნა ქართული გრამატიკის საკითხებს. აღსანიშნავია მისი კრიტიკული  შენიშვნები დ. ჩუბინაშვილის „ქართული გრამატიკის“ თაობაზე, აგრე თვე 1882 წ. გამოცემული წიგნი „ახალი ქართული გრამატიკა“.
 +
==<small><small>თარგმანები</small></small>==
 +
დ. ყიფიანი კარგად იცნობდა დასავლეთევროპულ ლიტერატურას, თარგმნა ფრანგული თუ ინგლისური ლიტერატურის არაერთი ნიმუში: მოლიერის „ცოლის შერთვევინება“ (1861), „სიყვარული მკურნალობს“, „სიყვარული მხატვრობს“, „ჩინებული სასიძონი“, მიტჩელის „ზეციური მნათობი“ (1863), ბომარშეს „სევილიელი დალაქი“, ვ. ჰიუგოს „ოთხმოცდაცამეტიდან“, ო. ფელიეტის „რომანი ერთის ღარიბის ყმაწვილი კაცისა“, შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ორი ვერონელი“.
  
. ყიფიანი ფლობდა რამდენიმე უცხოურ ენას და იცნობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურას. ლიტერატურული მოღვაწეობა ყიფიანმა თარგმნით დაიწყო. 1841 წელს მან თარგმნა შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ (გამოქვეყნდა „ცისკარში“ 1896). 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი [[ერისთავი გიორგი (დრამატურგი)|. ერისთავი]]ს „გაყრა“. 1857 წლიდან თანამშრომლობდა „ცისკარში“. აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა „ახალი ქართული გრამატიკა“, რომლის გამოცემას [[ქართული ენა|ქართული ენისა]] და ქართული სკოლების დევნის პერიოდში არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. მას ეკუთვნის ლექსი – პასუხი ვახტანგ ორბელიანის მიძღვნის ლექსზე – „ძველი მეგობრობის პასუხი“ (გაზეთი „დროება“,
+
==თხზულებანი==
1883, ფსევდონიმით „ბაქარ ქართლელი“), აგრეთვე მემუარები რუსულ ენაზე (1884-1885).
+
მემუარები, 1930.
 +
 
 +
==ლიტერატურა==
 +
* ზ. ჭიჭინაძე, დიმიტრი ყიფიანი, 1892;
 +
* [[ხახანაშვილი ალექსანდრე|. ხახანაშვილი]], ქართული სიტყვიერებების ისტორია (მეცხრამეტე საუკუნე), 1917,  
 +
* [[ხუნდაძე სილოვან|ს. ხუნდაძე]], დიმიტრი ყიფიანი, 1936.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]].
 +
 
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:1832 წლის შეთქმულების მონაწილეები]]
 
[[კატეგორია:1832 წლის შეთქმულების მონაწილეები]]
 
[[კატეგორია:ყიფიანები]]
 
[[კატეგორია:ყიფიანები]]

11:02, 13 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

დიმიტრი ყიფიანი

ყიფიანი დიმიტრი (ფსევდონიმი „ბაქარ ქართლელი“) (1814-1887) — ლიტერატორი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ — კეთილშობილთა სასწავლებელში. თარჯიმნად მსახურობდა თავად-აზნაურთა საკრებულოში (1030). გიმნაზიაში ასწავლიდა არითმეტიკას, გეოგრაფიას, ქართულსა და რუსულს. 1832 წ. შეთქმულებაში მონაწილეობისთვის გადაასახლეს ქ. ვოლოგდაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მსახურობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში. 1864-70 წწ. იყო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, 1876-79 წწ. — თბილისის ქალაქის თავი, 1885–86 წწ. — ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, მოღვაწეობდა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებაში. კავკასიის მმართველთა რეაქციულ-რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 1886 წ. გადაასახლეს სტავროპოლში და ვერაგულად მოკლეს იქვე. ამ ფაქტს დაუკავშირდა აკაკის ცნობილი ლექსი „განთიადი“.

სარჩევი

მოღვაწეობა

დ. ყიფიანი თავისი დროის ერთ-ერთი მოწინავე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე იყო, აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების მოწესრიგების საქმეში. ცნობილია დ. ყიფიანის მოღვაწეობა კულტურულ-საგანმანათლებლო ასპარეზზეც. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამაარსებელთაგანი, მისი პირველი თავმჯდომარე, სათავადაზნაურო ბანკის, ჟურნალ „ცისკრის“ დაარსების მოთავე, ქართული თეატრის აღორძინების მონაწილე, აქტიური თანამშრომელი იმდროინდელი ქართული და რუსული პრესისა. მისი პირველი ლიტერატურული წერილები დაიბეჭდა „კავკაზში“ 1846 წ. მას შემდეგ დ. ყიფიანის ისტორიული ნარკვევები, მეცნიერული ხასიათის შრომები (ორიგინალური თუ ნათარგმნი) ქვეყნდებოდა „ცისკარში“, „საქართველოს მოამბეში“, „მოამბეში“, „ივერიაში“, „ქართულ ბიბლიოთეკაში“. აღსანიშნავია საქართველოს ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი მისი წერილები: „თამარ მეფის საუკუნე“ და „რამდენიმე აზრი საქართველოს ისტორიის მასალებზე“ (რომელშიც განხილულია ქართველი ერის საერო და საეკლესიო განათლება, მწერლობა, ქართული ენა, მისი კულტურულ-ლიტერატურულ-ენობრივი კავშირები სხვა ხალხთა ენებსა და ლიტერატურასთან, მიმოხილულია საქართველოს ისტორიის მთავარი ეტაპები). იგი ავტორია „მოგონებებისა", რომელიც 1886 წ. რუსულად გამოქვეყნდა. ჰქონდა ორიგინალური მხატვრული ნაწარმოებები. დ. ყიფიანმა არაერთი თხზულება უძღვნა ქართული გრამატიკის საკითხებს. აღსანიშნავია მისი კრიტიკული შენიშვნები დ. ჩუბინაშვილის „ქართული გრამატიკის“ თაობაზე, აგრე თვე 1882 წ. გამოცემული წიგნი „ახალი ქართული გრამატიკა“.

თარგმანები

დ. ყიფიანი კარგად იცნობდა დასავლეთევროპულ ლიტერატურას, თარგმნა ფრანგული თუ ინგლისური ლიტერატურის არაერთი ნიმუში: მოლიერის „ცოლის შერთვევინება“ (1861), „სიყვარული მკურნალობს“, „სიყვარული მხატვრობს“, „ჩინებული სასიძონი“, მიტჩელის „ზეციური მნათობი“ (1863), ბომარშეს „სევილიელი დალაქი“, ვ. ჰიუგოს „ოთხმოცდაცამეტიდან“, ო. ფელიეტის „რომანი ერთის ღარიბის ყმაწვილი კაცისა“, შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ორი ვერონელი“.

თხზულებანი

მემუარები, 1930.

ლიტერატურა

  • ზ. ჭიჭინაძე, დიმიტრი ყიფიანი, 1892;
  • ა. ხახანაშვილი, ქართული სიტყვიერებების ისტორია (მეცხრამეტე საუკუნე), 1917,
  • ს. ხუნდაძე, დიმიტრი ყიფიანი, 1936.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები