რიტმი
(→იხილე აგრეთვე) |
|||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
# [[რიტმი (მუსიკა)|რიტმი მუსიკაში]] | # [[რიტმი (მუსიკა)|რიტმი მუსიკაში]] | ||
# [[რიტმი (სპექტაკლი)|რიტმი სპექტაკლში]] | # [[რიტმი (სპექტაკლი)|რიტმი სპექტაკლში]] | ||
− | + | # [[რიტმი (პოეზია) |რიტმი პოეზიაში]] | |
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:რიტმი]] | [[კატეგორია:რიტმი]] |
მიმდინარე ცვლილება 15:11, 22 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
რიტმი (ბერძ. rhythmos თანაზომადობა, სიმწყობრე) – რაიმე ელემენტების (ბგერა, მოძრაობა და სხვ.) თანაზომიერი, პერიოდული მონაცვლეობა. იგი კომპოზიტური თანწყობის საფუძველია. სახვით ხელოვნებაში მას „ფორმის სიცოცხლეს“ უწოდებენ. რიტმი დამახასიათებელია არა მარტო მოძრაობისთვის, არამედ სტატიკური სხეულისთვისაც. მაგალითად არქიტექტურულ ნაგებობაში ფანჯრების რიტმულად განლაგება ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად, სვეტნარები, თაღნარები, ორნამენტული მოტივები, ნახატების განლაგება შპალერის, ხალიჩის, ქსოვილის ზედაპირებზე, საპირეების – ქართული ტაძრების გუმბათის ყელის სარკმლებზე და სხვ. განსაკუთრებულია რიტმის შეგრძნება ცხოველურ და მცენარეულ სამყაროში. შენობათა ფასადებზე განლაგებული მონაცვლეობითი ელემენტები ადამიანის თვალისათვის ხშირად აღიქმება როგორც პირობითად მოძრავი კომპოზიციები. სწორედ რიტმული ელემენტებითაა დატვირთული ძველი რომაული, ბერძნული, ეგვიპტური, ინდური, მალაიზიური, ქართული, ევროპული ბაროკოს, როკოკოს სტილის ტაძრები, რომლებიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველებზე და დამსახურებულად წარმოადგენენ მსოფლიოს არქიტექტურულ საგანძურს.
რიტმი და მეტრი (ელემენტების თანაბარი თანამიმდევრობა) ქმნიან ერთიან მეტრულ-რიტმულ სტრუქტურას, რომელიც რეალური დაპროექტების პირობებში მუშავდება მოდულებზე და რეალიზდება სივრცითი სიტუაციების კომპიუტერული მოდელირების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.