შარდოვანა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კარბამიდი“ გადაიტანა გვერდზე „შარდოვანა“ გადამისამართებაზე) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ქიმიური შენაერთები]] | [[კატეგორია:ქიმიური შენაერთები]] | ||
| + | [[კატეგორია:ორგანული ნივთიერებები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:45, 28 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
შარდოვანა (კარბამიდი) – ქიმიური შენაერთი (ნახშირმჟავას დიამიდი) თეთრი კრისტალების სახით, რომელიც ადვილად იხსნება წყალში, ეთანოლში, თხევად ამიაკში, გოგირდის ანჰიდრიდში. გამოყენების ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა (აზოტოვანი სასუქები). მშენებლობაში ადჰეზიტების სახით გამოიყენება მერქანბოჭკოვანი ფილებისა და ფანერის წარმოებაში. აგრეთვე კარგი მასალაა თბოელექტროსადგურებისა და ნაგვის გადასამუშავებელი ქარხნების საკვამლე მილების, საბოილეროების, შიგაწვის ძრავების გასაწმენდად; იხმარება თეფშების, ფუჟერების, ჭიქების, ელექტროარმატურის დასამზადებლად; საფუძველია ცეცხლგამძლე ემალებისა, რომლებსაც იყენებენ მოსაპირკეთებელი ფილების, სამზარეულოს ჭურჭლის, მაცივრებისა და სხვათა ზედაპირული დაფარვისათვის. ფართოდ გამოიყენება ფისების წარმოებაში (შარდოვანაფორმალდეჰიდი, შარდოვანამელამინფორმალდეჰიდი და სხვ.).