მხურვალმედეგი ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Mxurvalmedegi betoni.PNG|thumb|250პქ|მხურვალმედეგი ბეტონის ნაკეთობები]]
 
'''მხურვალმედეგი ბეტონი''' − [[ბეტონი]]ს სახეობა, რომელსაც შეუძლია მაღალი ტემპერატურის პირობებში შეინარჩუნოს თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. შემვსებად იყენებენ ცეცხლმედეგ მასალებს: [[შამოტი|შამოტს]], [[ანდეზიტი|ანდეზიტს]], [[დიაბაზი|დიაბაზს]], ბრძმედის წიდას, [[კორუნდი|კორუნდს]], [[ქრომი]]ს მადნებს, მაგნეზიტურ და [[თიხის აგური]]ს ნამტვრევებს და სხვ. [[შემკვრელი|შემკვრელად]] გამოიყენება [[პორტლანდცემენტი]], წიდაპორტლანდცემენტი, თიხამიწიანი ცემენტი და [[თხევადი მინა]]. მხურვალმედეგობის ხარისხის მიხედვით მხურვალმედეგი ბეტონი იყოფა შემდეგ ჯგუფებად:  
 
მიმდინარე ცვლილება 00:28, 16 თებერვალი 2023 მდგომარეობით

მხურვალმედეგი ბეტონის ნაკეთობები

მხურვალმედეგი ბეტონიბეტონის სახეობა, რომელსაც შეუძლია მაღალი ტემპერატურის პირობებში შეინარჩუნოს თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. შემვსებად იყენებენ ცეცხლმედეგ მასალებს: შამოტს, ანდეზიტს, დიაბაზს, ბრძმედის წიდას, კორუნდს, ქრომის მადნებს, მაგნეზიტურ და თიხის აგურის ნამტვრევებს და სხვ. შემკვრელად გამოიყენება პორტლანდცემენტი, წიდაპორტლანდცემენტი, თიხამიწიანი ცემენტი და თხევადი მინა. მხურვალმედეგობის ხარისხის მიხედვით მხურვალმედეგი ბეტონი იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

  1. მაღალმხურვალმედეგი (უძლებს 1770°C და მეტ ტემპერატურას);
  2. მხურვალმედეგი (ცეცხლგამძლეობა 1580-1770°C);
  3. მხურვალგამძლე (უძლებს 1580°C-ზე ნაკლებ ტემპერატურას).

მხურვალმედეგი ბეტონი შემვსების სახეობაზე დამოკიდებულებით, შეიძლება იყოს განსაკუთრებით მძიმე (სიმკვრივით 3200 კგ/მ3-მდე), მძიმე (2500-2800 კგ/მ3) და მსუბუქი (ნაკლები 2500 კგ/მ3-ზე). ბეტონის დამზადებისას აუცილებელი პირობაა წყლის ან თხევადი მინის რაოდენობის მინიმალურობა. კონუსის ჯდომა აიღება არაუმეტეს 2 სმ-ისა. ადუღაბებისათვის ჩვეულებრივ საჭიროა 170-190 ლიტრი წყალი 1 მ3 ბეტონზე. გამოიყენება საცეცხლე ღუმლების, ორთქლის ქვაბების, ატომური რეაქტორების, საკვამლე მილებისა და სხვ. ასაგებად.

[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები