მარჟინალიზმი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''მარჟინალიზმი''' - (marginalism, | + | '''მარჟინალიზმი''' - (marginalism, frang. margina უკიდურესი, ზღვრული), ერთ-ერთი მიმდინარეობა, მეთოდოლოგიური პრინციპი, რომლის ძირითადი მეთოდები და ინსტრუმენტები გამოიყენება [[ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია|ნეოკლასიკურ ეკონომიკურ თეორიაში]]. იგი ითვალისწინებს ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების კვლევაში ზღვრული სიდიდეების გამოყენებას, ეფუძნება რაოდენობრივ ანალიზს და იყენებს [[ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდები|ეკონომიკურ-მათემატიკურ მეთოდებს]]. მარჟინალიზმი [[საქონელი|საქონლის]] [[ღირებულება]]ს (ფასეულობას) განსაზღვრავს იმ სასარგებლო ეფექტით, რომელიც მას მოაქვს მომხმარებლისათვის. აქედან გამომდინარე, იგი უპირისპირდება კლასიკური სკოლის [[შრომითი ღირებულების თეორია]]ს. მარჟინალიზმი მოიცავს [[ზღვრული სარგებლიანობა|ზღვრული სარგებლიანობის]], [[ზღვრული მწარმოებლურობა|ზღვრული მწარმოებლურობის]], ზღვრული ხარჯებისა და ა.შ. თეორიებს. ძირითადი მარჟინალისტური კონცეფციები გამოიყენება [[მოთხოვნა|მოთხოვნის]], [[ფასი]]ს, საბაზრო წონასწორობისა და ა.შ. თეორიებში. |
| − | მარჟინალიზმმა ფართო განგანვითარება პოვა XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჰ. კლარკის, ფ. ეჯუორთის, [[ფიშერი ირვინგ|ი. ფიშერი]]ს, ა. | + | მარჟინალიზმმა ფართო განგანვითარება პოვა XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჰ. კლარკის, ფ. ეჯუორთის, [[ფიშერი ირვინგ|ი. ფიშერი]]ს, [[მარშალი ალფრედ|ა. მარშალი]]ს, ვ. პარეტოს, [[ვალრასი ლეონ|ლ. ვალრასი]]ს, კ. ვიქსელისა და სხვათა ნაშრომებში. ამ თეორიამ თვალსაჩინო როლი შეასრულა ეკონომიკური აზრის განვითარებაში და „მარჟინალისტური რევოლუციის” სახელითაა ცნობილი. |
| − | ვ. პარეტოს, [[ვალრასი ლეონ|ლ. ვალრასი]]ს, კ. ვიქსელისა და სხვათა ნაშრომებში. ამ თეორიამ თვალსაჩინო როლი შეასრულა ეკონომიკური აზრის განვითარებაში და „მარჟინალისტური რევოლუციის” სახელითაა ცნობილი. | + | |
მიმდინარე ცვლილება 18:39, 14 იანვარი 2023 მდგომარეობით
მარჟინალიზმი - (marginalism, frang. margina უკიდურესი, ზღვრული), ერთ-ერთი მიმდინარეობა, მეთოდოლოგიური პრინციპი, რომლის ძირითადი მეთოდები და ინსტრუმენტები გამოიყენება ნეოკლასიკურ ეკონომიკურ თეორიაში. იგი ითვალისწინებს ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების კვლევაში ზღვრული სიდიდეების გამოყენებას, ეფუძნება რაოდენობრივ ანალიზს და იყენებს ეკონომიკურ-მათემატიკურ მეთოდებს. მარჟინალიზმი საქონლის ღირებულებას (ფასეულობას) განსაზღვრავს იმ სასარგებლო ეფექტით, რომელიც მას მოაქვს მომხმარებლისათვის. აქედან გამომდინარე, იგი უპირისპირდება კლასიკური სკოლის შრომითი ღირებულების თეორიას. მარჟინალიზმი მოიცავს ზღვრული სარგებლიანობის, ზღვრული მწარმოებლურობის, ზღვრული ხარჯებისა და ა.შ. თეორიებს. ძირითადი მარჟინალისტური კონცეფციები გამოიყენება მოთხოვნის, ფასის, საბაზრო წონასწორობისა და ა.შ. თეორიებში.
მარჟინალიზმმა ფართო განგანვითარება პოვა XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჰ. კლარკის, ფ. ეჯუორთის, ი. ფიშერის, ა. მარშალის, ვ. პარეტოს, ლ. ვალრასის, კ. ვიქსელისა და სხვათა ნაშრომებში. ამ თეორიამ თვალსაჩინო როლი შეასრულა ეკონომიკური აზრის განვითარებაში და „მარჟინალისტური რევოლუციის” სახელითაა ცნობილი.