კალოური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 4: ხაზი 4:
 
:::::კალოზე ყანა გავშალე, ოქროს თავთავიანიო;  
 
:::::კევრს ორი ხარი შეუბი, ოქროს რქა–ხალიანიო,  
 
 +
  
ქებით ამბობენ კევრზე მჯდომნი და თან ხარ-კამეჩს ახალისებენ სწრაფ შემოსასვლელად. კალოურ ლექს-სიმღერებში ოროველის, ხსენება ისმის. საერთოდ კი ოროველა სამიწათმოქმედო სიმღერების (ხვნა,-თესვა, მკა, ლეწვა, განიავება) ზოგად სახელწოდებად ჩანს და ღვთაების სახელიდან მომდინარეობს. კალოობის შეყოვნება დაუშვებელია, პურეული აღებისთანავე უნდა გაილეწოს. ამის გამო მკა და ლეწვა ყველაზე ფიცხელ სამუშაოდ ითვლება. სიძნელის გამო მუმა-საქონელსაც კი აფრთხილებენ მელექსენი.  
 
ხაზი 9: ხაზი 10:
 
:::::ხარი ხნავს, ფური იწველის, მოზვერი ლეწამს კალოსა;  
 
:::::მოდის, მოზვერო, კალონი, თვალ ფხით აგევსებაო.  
 
მკასა და ლეწვას საქართველოში ათასეული წლების წარსული აქვს. ამას მოწმობს [[არქეოლოგიური გათხრები]]ს დროს აღმოჩენილი კაჟისპირიანი [[ნამგალი|ნამგლები]], კევრები და მარცვლეულის შესანახი [[თიხა|თიხის]] ჭურჭლები.
 
==წყარო==
 
==წყარო==

00:43, 26 აგვისტო 2023-ის ვერსია

კალოურიკალოზე მუშაობის დროს წარმოსათქმელი ლექს–სიმღერები. კახეთში კალოსპირული ეწოდება და სანიავებელ სიმღერებსაც მოიცავს. კალო თავთავიანთა გასალეწი ადგილია, რომელიც შეიძლება სახლთანაც მოეწყოს და ველზეც. ძნის ჩაშლას, გადაბრუნება-გალეწვას ხვავის განიავებასა და მარცვლის შენახვას თავთავისი სიტყვიერება სდევს: ზოგჯერ სალაღობო ლექსი, ზოგჯერ ფორმულა-გადაძახილი შეხალისება სიცხეში მყოფი ხარისა და კაცისა. ძნის სწრაფად გაშლა და მზიანი დღე – ლეწვის წარმატების პირობად ითვლება. ღრუბლიანში კალოობა შეუძლებელია, ამიტომ ამინდის შერჩევასაც დიდი ყურადღება ექცევა.

კალოზე ყანა გავშალე, ოქროს თავთავიანიო;
კევრს ორი ხარი შეუბი, ოქროს რქა–ხალიანიო,

ქებით ამბობენ კევრზე მჯდომნი და თან ხარ-კამეჩს ახალისებენ სწრაფ შემოსასვლელად. კალოურ ლექს-სიმღერებში ოროველის, ხსენება ისმის. საერთოდ კი ოროველა სამიწათმოქმედო სიმღერების (ხვნა,-თესვა, მკა, ლეწვა, განიავება) ზოგად სახელწოდებად ჩანს და ღვთაების სახელიდან მომდინარეობს. კალოობის შეყოვნება დაუშვებელია, პურეული აღებისთანავე უნდა გაილეწოს. ამის გამო მკა და ლეწვა ყველაზე ფიცხელ სამუშაოდ ითვლება. სიძნელის გამო მუმა-საქონელსაც კი აფრთხილებენ მელექსენი.

ხარი ხნავს, ფური იწველის, მოზვერი ლეწამს კალოსა;
მოდის, მოზვერო, კალონი, თვალ ფხით აგევსებაო.

მკასა და ლეწვას საქართველოში ათასეული წლების წარსული აქვს. ამას მოწმობს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი კაჟისპირიანი ნამგლები, კევრები და მარცვლეულის შესანახი თიხის ჭურჭლები.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I კტეგორია:სიმღერები კტეგორია:ქართული ხალხური სიმღერები კტეგორია:შრომის სიმღერები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები