აბელი ნილს ჰენრიკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „აბელი ნილს ჰენრიკ“ გადაიტანა გვერდზე „ნილს ჰენრიკ აბელი“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ნილს ჰენრიკ აბელი“ გადაიტანა გვერდზე „აბელი ნილს ჰენრიკ“ გადამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 22:55, 7 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

Abeli nils henrik.png

აბელი ნილს ჰენრიკ (1802 –1829) – ნორვეგიელი მათემატიკოსი. მისმა შრომებმა დიდი გავლენა იქონია მათემატიკის განვითარებაზე. მათ საფუძველზე შეიქმნა ახალი მათემატიკური დისციპლინები: გალუას თეორია, ალგებრული ფუნქციების თეორია; ხელი შეუწყვეს კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის საყოველთაო აღიარებას. აბელმა დაამტკიცა 4-ზე მაღალი ხარისხის ზოგადი ალგებრული განტოლების ამოუხსნადობა რადიკალებში (1824-26). შეისწავლა ინტეგრალები ალგებრული ფუნქციებიდან – აბელის ინტეგრალები (1827) „აბელი არის ელიფსური ფუნქციების თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი; იკვლევდა ბინომური მწკრივების კრებადობის არეს ცვლადთა კომპლექსური მნიშვნელობებისათვის (1826). დაწერა ინტეგრალური განტოლებებისადმი მიძღვნილი პირველი ნაშრომი (1823). მისმა შრომებმა დიდი კვალი დატოვეს ფუნქციონალურ განტოლებათა თეორიასა და რიცხვთა თეორიაში ცნობილია აბელის უტოლობა, აბელის განტოლება, აბელის პრობლემა, აბელის ჯგუფი, აბელის თეორემები.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები