ბლაიხშტაინერი რობერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 16: ხაზი 16:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
[[კატეგორია:ვსტრიელი ენათმეცნიერები]],  
+
[[კატეგორია:ავსტრიელი ენათმეცნიერები]],  
[[კატეგორია:ვსტრიელი კავკასიოლოგები]]
+
[[კატეგორია:ავსტრიელი კავკასიოლოგები]]
[[კატეგორია:ვსტრიელი მთარგმნელები]]  
+
[[კატეგორია:ავსტრიელი მთარგმნელები]]  
[[კატეგორია:ვსტრიელი ეთნოგრაფები]]
+
[[კატეგორია:ავსტრიელი ეთნოგრაფები]]
[[კატეგორია:ვსტრიელი ქართველოლოგები]]
+
[[კატეგორია:ავსტრიელი ქართველოლოგები]]

მიმდინარე ცვლილება 15:17, 19 აგვისტო 2025 მდგომარეობით

რობერტ ბლაიხშტაინერი – (Bleichsteiner, 1891-1954), ავსტრიელი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი. ვენის უნივერსიტეტის პროფესორი.

ვენისა და გრაცის უნივერსიტეტებში სწავლობდა ეთნოგრაფიას, ისტორიას, აღმოსავლურ და კავკასიურ ენებს; თავისუფლად ფლობდა ქართულ და სომხურ ენებს; იკვლევდა ქართველურ ენებს და მათ დიალექტებს; აგრძელებდა ჰ. შუხარდტის საენათმეცნიერო სკოლის ტრადიციებს.

ბლაიხშტაინერს ეკუთვნის ფრიად საყურადღებო ნაშრომები კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის დარგში, ეთნოგრაფიულ და ლიტერატურის პრობლემურ საკითხებზე: „კავკასიელ ხალხთა და ენათა მიმოხილვა“, „ქართული ბალადა ამირანზე“ (ორივე 1918); „ქართული ანდაზები, გამოცანები, თქმულებები და ზღაპრები თარგმანით, კომენტარებით, ტრანსკრიფციითა და ლექსიკონითურთ“ (გამოიცა 1919 ვენაში ქართულ და გერმანულ ენებზე); „ნარკვევები ქართველთა ტომის - გურულების ენისა და ეთნოგრაფიის შესახებ“ (1931-32); „კავკასიურ ენათა ჯგუფი“ (1937); „ვეფხისტყაოსანი – XII საუკუნის ქართული მინეზინგური პოემა“ (1940); „დიდი ქართველი პოეტი – ნიკოლოს ბარათაშვილი“ (1945); „ქართული ლიტერატურა“ (1948); „ქართველი ხალხი“ (1949); „საქართველო გუშინ და დღეს“ (1950). ბლაიხშტაინერმა გერმანულად თარგმნა „ვეფხისტყაოსნის“ ხალხური ვერსია; გამოსცა კრებული „ახალი ქართველი პოეტები“ (1946), რომლებშიც შევიდა ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ვ. გაფრინდაშვილის, ა. აბაშელისა და სხვ. ნაწარმოებები; ცალკე გამოსცა დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“ (1947). გამოუქვეყნებელი დარჩა გ. ჩოლოყაშვილისხილთა ქება“ და შ. არაგვისპირელის მოთხრობები.

1950 ბლაიხშტაინერი სტუმრად იყო საქართველოში და თავისი შთაბეჭდილებები („სტუმრად თბილისის უნივერსიტეტში“) გამოაქვეყნა ვენის უნივერსიტეტის გაზეთში. აღსანიშნავია, რომ ბლაიხშტაინერმა აღზარდა ქართველოლოგი ფრ. კ. ნაისერი.

მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა შესახებ დაწერილ რამდენიმე ნაშრომში ბლაიხშტაინერი ცდილობდა დაედგინა მათი მიმართება სხვა ენებთან (ბასკური, პამირის ენები).

გ. თოფურია
ქ. კახნიაშვილი


[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია,

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები