სვანური ენა
| ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
I და II სუბიექტური პირის მრრავლობითი რიცხვი დ სუფიქსით გამოიხატება: ხ[[ფაილი:Uuuu.JPG|10პქ|]]-[[ფაილი:Aaa.PNG|8პქ|]]სყიდ „ვაკეთებთ“, ხ-[[ფაილი:AAA XAZIANI.PNG |8პქ|]]სყი-დ „აკეთებთ“, II სუბიექტური პირის მრავლობითობა ყოველთვის -ხ სუფიქსით გამოიხატება: [[ფაილი:AAA XAZIANI.PNG |8პქ|]]სყი-ხ „აკეთებენ“. | I და II სუბიექტური პირის მრრავლობითი რიცხვი დ სუფიქსით გამოიხატება: ხ[[ფაილი:Uuuu.JPG|10პქ|]]-[[ფაილი:Aaa.PNG|8პქ|]]სყიდ „ვაკეთებთ“, ხ-[[ფაილი:AAA XAZIANI.PNG |8პქ|]]სყი-დ „აკეთებთ“, II სუბიექტური პირის მრავლობითობა ყოველთვის -ხ სუფიქსით გამოიხატება: [[ფაილი:AAA XAZIANI.PNG |8პქ|]]სყი-ხ „აკეთებენ“. | ||
| + | |||
| + | I პირის მრავლობითი რიცხვის ფორმა ინკლუზივ-ექსკლუზივის კატეგორიის გამოხატვით ხასიათდება (ქვემოსვანურ დიალექტებში მხოლოდ სუებიექტური პირის ფორმებში, ზემოსვანურში – ობიექტურისაშიც). ექსკლუზივის ფორმა I და III პირს აერთიანებს (II პირი გამოირიცხება), ინკლუზივისა კი – I და II პირს (III პირი კი შეიძლება ერთიანდებოდეს, შეიძლება – არა). სუბიექტის ექსკლუზივი: ხ[[ფაილი:Uuuu.JPG|10პქ|]]-[[ფაილი:AAA XAZIANI.PNG |8პქ|]]სყიდ „ვაკეთებთ“, დ-[[ფაილი:Uuuu.JPG|10პქ|]]-იგე-დ „ვაქრობთ“, ინკლუზივი: ლ-[[ფაილი:Aaa.PNG|8პქ|]]სყი-დ „ვაკეთებთ“, ლჷ-დგე-დ „ვაქრობთ“. ობიექტის ექსკლუსივი: ნ-ისყი | ||
| + | „გვიკეთებს“, ნჷ-ტხე „გეაბრუნებს“, ინკლუზივი: გ[[ფაილი:Uuuu.JPG|10პქ|]]-ასყი „გვიკეთებს“, გუ-ტხე „გვაბრუნებს“. ]] | ||
| + | |||
| + | [[ასპექტი (გრამატიკა)|ასპექტი]] (სრული-უსრული) ზმნისწინთა ქონება-უქონლობით გამოიხატება. არსებობს ზმისწინთა ორი რიგი: 1. გეზისა და მოქმედების მიმართულების გამომხატველი (ჟი, ჩუ, სგა, ქა), 2. ასპექტისა და ორიენტაციის გამომ ხატეელი (ლაი-, ან-, ად-, ეს). | ||
23:44, 19 თებერვალი 2024-ის ვერსია
სვანური ენა – ქართველურ ენათა ოჯახის ერთ-ერთი წევრი (ქართულთან და მეგრულ-ლაზურთან ერთად), გამოიყოფა ხუთი დიალექტი: ბალსზემოური, ბალსქვემოური (ზემოსვანური დიალექტები ენგურის ხეობაში), ლენტეხური, ლაშხური და ჩალურული (ქვემოსვანური დიალექტები ცხენისწყლის ხეობაში).
სვანურის ყველა დიალექტისათვის საერთოა 6 ხმოვანი: ა. ე. ი, ო, უ, ჷ. სხვადასხვა დიალექტში კი ხმოვან ფონემათა რაოდენობა მერყეობს 9-იდან 18-ამდე. ამ სიმრავლეს წარმოქმნის ყველა სხვა ნიშნით ერთნაირი ხმოვნების განსხვავება, ერთი მხრივ – სიგრძე-სიმოკლის, ხოლო, მეორე მხრივ – პალატალურობა-არაპალატალურობის (ე. ი. უმლაუტიანობა-უუმლაუტობის) მიხედვით. ბალსქვემოურსა და ლენტეხურში არ არის მოკლე ხმოვნების საპირისპირო გრძელი ხმოვნები, ლაშხურში – არაპალატალურ ა. ო. უ ხმოვანთა საპირისპირო გრძელი ხმოვნები: – არაპალატალურ ა. ო, უ ხმოვანთა საპირისპირო პალატალური ხმოენები. ორივე ეს დაპირისპირება (გრძელი – მოკლე ღა პალატალური – არაპალატალური) დამახასიათებელია მხოლოდ ბალსზემოურისა და ჩოლურულისათვის. ამრიგად, ხმოვან ფონემათა შედგენილობის მიხეღვით სხვადასხვა დიალექტებში ასეთი სურათი გვაქეს: ბალსქვემოური ღა ლენტეხური: ა. ე, ი, ო, უ. ჷ, ა, ო, უ: ლაშხური: ა, ე, ი, ო, უ, ჷ, ა, ე, ი, ო, უ, ჷ, ბალსზემოური და ჩოლურული: ა, ე, ი, ო, უ, ჷ. ა, ე, ი, ო, უ, ჷ. ა, ო, უ
ეს ხმოენები ერთმანეთს უპირისპირდებიან რიგის (წინა-უკანა), ენის აწეულობის (მაღლი – დაბალი), ბაგისმიერობა-არაბაგისმივრობისი და სიგრძე-სიმოკლის მიხედეით.
თანხმოვანთა სისტემით სვანური დიალექტები ერთმანეთს ემთხვევა. გამოიყოფა ორი ჯგუფი: სონორები და ჩქამივრები; სონორებია: რ, ლ, მ, ნ, , ჲ. ყველა სხვა თანხმოვანი ჩქამიერია, ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან რიგის, სერიისა და რაგვარობის მიხედვით. რიგი: ბაგისმიერნი (ბ, ფ, პ), კბილისმიერნი (დ, თ, ტ), ნუნისმიერნი (ძ, ც, წ, ზ, ს), მაგარსასისმიერნი (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ), რბილსასისმიერნი (გ, ქ, კ, ღ, ხ), ხახისმიერი (ჴ, ყ), ხორხისმიერი (ჰ). რიგის შიგნით ფონემები ერთმანეთს უპირისპირდებიან სერიის მიხედვით. სერია სამია: მჟღერთა, ფშევიჩვიერთა და მკვეთრთა სერია. მჟღერები: ბ. დ, ძ, ს. ჯ. ჟ. გ, დ: ფშვინვიერები: ფ, ო, ც, ს, ჩ, შ, ქ, ხ, ჴ, ჰ.
მკვეთრები: პ, ტ, წ ჭ. კ, ყ; ხშულები: ბ, ფ, პ, დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ, გ, ქ, კ; ნაპრალოვნები: ზ, ს, ჟ, შ, ღ, ხ, ჰ.
ხმოვანთა რედუქციის მიხედვით სვანურის დიალექტები (გარდა ლენტეხურისა), არსებითად, ერთმანეთს ემთხვევა. რედუქციის წესებს მხოლოდ მოკლე ხმოვანი ემორჩილება. ხმოვნის რედუქციისათვის აუცილებელია სიტყვაში არანაკლებ სამი ხმოვნისა და ორი ხმოვნიანი მორფოლოგიური ერთეულის (ძირისა და აფიქსის) არსებობა. იმის მიხედვით, თუ როგორია სარედუქციო ხმოვნის თანხმოვნური გარემოცვა, არაბაგისმიერი ხმოვანი გვაძლევს ნულს ან ჷ-ს (ქათლ „ქათამი“ – ქათლ
რ ქათმები, ლარტ
მ „ბოსტანი“ ღელჷრტ
მ „ბოსტnეული“, ბაგისმიერი ხმოვანი კი გვაძლევს
-ს ან რჩება უცვლელი (კუმ
შ „საქონელი“ – ლაკ
მაშ „საქონლის სადგომი“, მურე
ამ „კოშკი“ – ლჷმურყ
ამ „კოშკიანი“).
სეანურში გამოიყოფა სახელთა ბრუნების ორი ტიჰი: I და II. ეს ტიპები გამოიყოფა მხოლოდ ზემოსვანურ დიალექტებში და ისიც მხოლოდ საზოგადო სახელთა ერთი ნაწილის მხოლობითი რიცხვის ფორმაში. II ტიპის ბრუნებას განეკუთენება სახელთა ბრუნების პარადიგმა, რომელშიც მოთხრობით და ნათესაობით ბრუნვების ფორმები ერთმანეთს ემთხეევა. ასეთ შემთხვევაში ორივე მათგანი მუდამ -ემ სუფიქსით არის გამოხატული. ამგვარ პარადიგმაში სახელის ფუძე ყოველთვის ორვარიანტიანია, რომელთაგან ერთი მუდამ სახელობითი ბრუნვის ფორმითაა წარმოდგენილი, ხოლო მეორე – ყველა დანარჩენი ბრუნვის ფორმებით. ფუძის ვარიანტებს შორის
განსხვავება ან მხოლოდ ხმოვანთმონაცვლეობით წარმოიქმნება (მაგ. ჭემ – ჭამ „თივა“), ან მასთან ერთად ბოლოკიდური - ელემენტის ქონება-უქონლობითაც (ჟეღ – ჟაღ
„ძაღლი). II ტიპის მიხედეით მხოლოდ ერთმარცვლიანი ფუძმის მქონე სახელები იბრუნვის და მათ, როგორც წესი, მოეპოვებათ პარალელური ფორმები 1 ტიპის ბრუნების სახით, სადაც ფუძე მუდამ ერთვარიანტიანია. ერთზე მეტმარცვლიანი ფუძის მქონე ყოველი სახელი I ტიპის მიხედვით იბრუნეის. ქვემოსვანურ დიალექტებში II ტიპის ბრუნება არ არსებობს, ყოველი სახელი I ტიპის შესაბამისად
იბრუნვის და, ამდენად, ბრუნების ტიპები აქ არც გამოიყოფა.
სახელთა მრავლობითი როცხვისის გამომხატველი ძირითადი სუფიქსია -რ (დისიმილაციით -
ლ): ჴ
ნ „ხარი“ – ჴან-
რ „ხარები“, ყ
რ „კარი“ – ყ
რ-ალ „კარები“. სახელთა სხვადასხვა ჯგუფთან დასტურდება აგრეთვე -ა, -უ, ლა-ა ალომორფები: მჷლდ-ა „მწყემსები“, ლჷდგარ-უ „მკვდრები“, ლა-ჯგილ-ა „ძმები
(დისთვის)“… მხოლობითი რიცხვის ფორმები მრავლობითს ნიშნის უქონლობით უპირისპირდება.
სვანურში, სხვა ქართველურ ენათა მსგავსად, არსებობს ზმნის პირის ორი ნაირსახეობა – სუბიექტური და ობიექტური. ობიექტური პირის შიგნით კი გამოიყოფა ჰირდაპირი და ირიბი. უზმნისწინო ფორმებში I სუბიექტური პირის მორფემის ალომორფებია: ხ- (არაბაგისმიერი ხმოენების წინ): ხ
-
სყი „ვაკეთებ“, ხ- (ბაგისმიერი ხმოვნების წინ): ხ-ოსყი „ვუკეთებ“, -
- და 0 (ნული) (თანხმოვნით დაწყებულ ფუმეებთან): დ-
-იგე „ვაქრობ“, სგურ „ვზივარ“. II სუბიექტური პირის
ნიშანი უზმნისწინო ფორმებში არის ხ- (ხმოვნების წინ): ხ-
სეი „აკეთებ“ და 0: დიგე „აქრობ“. III სუბიექტური პირის მორფემა შემდეგი ალომორფებისაგან შედგება: ლ- (მხოლოდ 5 ზმნაში), მაგ., ლ-ი „არის“, ნ- და ჲ- (ლა- ზმნისწინიან ფორმათა ერთ ნაწილში): ლა-ნ-ტიხ „დააბრუნა“, ლ
-ჲ-ჭემე „მოთიბა“, -ს (კავშირებითის ფორმებში): ამ
რ
დ-ს „ამზადებდეს“ და 0 (ყველა სხვა შემთხვევაში):
სყი „აკეთებს“. სგურ „ზის“. I ობიექტური პირი (პირდაპირიცა და ირიბიცა) მ-თი გამოიხატება: მ-ახტ
ი „მხატავს“, მ-იხტ
ი „მიხატავს“. II ობიექტური პირი კი – ჯ-თი: „ჯ-ახტ
ი „გხატავს”, ჯ-იხტ
ი „გიხატავს”. III
პირდაპირ ობიექტურ პირს კი გამომხატველი აფიქსი არ მოვპოვება: ახტ
ი „ხატავს“.
თანამედროეე სვანურში ზმნისწინისა და პირის ნიშნის თანხმოვანთა ერთად თავმოყრა არ შეიძლება, ერთ-ერთი მათგანი ამიტომ
ყოველთვის დაკარგულია: შდრ., ერთი მხრივ, ა-ხ-სყ (<*ან-ხ-
სყ)
„გააკეთე“, ე-ჯ-ყა (<*ეს-ჯ-ყა) „მი-გყავს“, ა-ტეხ (<*-ად-ხ-ტეხ) და, მეორე მხრივ, ათ-აბ (<*ად-ხ-აბ) „მიაბი“, ეს-გ
ეშ (<*ეს-ხ-აგ
ეშ) „დაასხი“.
I და II სუბიექტური პირის მრრავლობითი რიცხვი დ სუფიქსით გამოიხატება: ხ-
სყიდ „ვაკეთებთ“, ხ-
სყი-დ „აკეთებთ“, II სუბიექტური პირის მრავლობითობა ყოველთვის -ხ სუფიქსით გამოიხატება:
სყი-ხ „აკეთებენ“.
I პირის მრავლობითი რიცხვის ფორმა ინკლუზივ-ექსკლუზივის კატეგორიის გამოხატვით ხასიათდება (ქვემოსვანურ დიალექტებში მხოლოდ სუებიექტური პირის ფორმებში, ზემოსვანურში – ობიექტურისაშიც). ექსკლუზივის ფორმა I და III პირს აერთიანებს (II პირი გამოირიცხება), ინკლუზივისა კი – I და II პირს (III პირი კი შეიძლება ერთიანდებოდეს, შეიძლება – არა). სუბიექტის ექსკლუზივი: ხ-
სყიდ „ვაკეთებთ“, დ-
-იგე-დ „ვაქრობთ“, ინკლუზივი: ლ-
სყი-დ „ვაკეთებთ“, ლჷ-დგე-დ „ვაქრობთ“. ობიექტის ექსკლუსივი: ნ-ისყი
„გვიკეთებს“, ნჷ-ტხე „გეაბრუნებს“, ინკლუზივი: გ
-ასყი „გვიკეთებს“, გუ-ტხე „გვაბრუნებს“. ]]
ასპექტი (სრული-უსრული) ზმნისწინთა ქონება-უქონლობით გამოიხატება. არსებობს ზმისწინთა ორი რიგი: 1. გეზისა და მოქმედების მიმართულების გამომხატველი (ჟი, ჩუ, სგა, ქა), 2. ასპექტისა და ორიენტაციის გამომ ხატეელი (ლაი-, ან-, ად-, ეს).