უმლაუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 11: ხაზი 11:
  
სწორედ უმლაუტის კანონზომიერებათა გათვალისწინებით მოეფინა ნათელი [[აბლაუტი|აბლაუტად]] მიჩნეულ ბევრ აუხსნელ ხმოვანთმონაცვლეობას. დიდძალ საილუსტრაციო მასალაზე წლების განმავლობაში დაკვირვებამ აშკარად ცხადყო (მ. ქალდანი), რომ სვანურ ენაში ხმოვანთა ასიმილაციას განაპირობებს არა მხოლოდ წინა მიმართულების უმლაუტი (ა, ო, უ, [[ფაილი:AAA XAZIANI.PNG||8პქ]], [[ფაილი:Oo xazit.JPG|12პქ|]] û + [[ფაილი:AAA XAZIANI.PNG||8პქ]]ი > ჲ / ე > , [[ფაილი:Oo xazit.JPG|12პქ|]], [[ფაილი:Uu xaziani.JPG||8პქ]], [[ფაილი:AAA XAZIANI.PNG||8პქ]], [[ფაილი:O rkalit.JPG|12პქ|]], [[ფაილი:Uu xaziani.JPG||8პქ]], არამედ უკანა მიმართულებისაც (ე + ა > [[ფაილი:AAA XAZIANI.PNG||8პქ]] (ბზ- უშგ.) > ა (ბქ., ლნტ.), ი + ა > ე (ბქ) > [[ფაილი:AAA XAZIANI.PNG||8პქ]] (ბზ. უშგ.), ე + [[ფაილი:Uuuu.JPG|12პქ|]] > [[ფაილი:AAA XAZIANI.PNG||8პქ]] (ბზ.უშგ.) > ა (ბქ., ლნტ.), ე + ო/უ > [[ფაილი:AAA XAZIANI.PNG||8პქ]](უშგ.) – შედარებით იშვიათად, ი + [[ფაილი:Uuuu.JPG|12პქ|]] > ე (ბქ.) > [[ფაილი:AAA XAZIANI.PNG||8პქ]] (ბზ., უშგ.). ამ უკანასნელში მეუმლაუტე ფონემებია უკანა რიგის ა ხმოვანი და [[ფაილი:Uuuu.JPG|12პქ|]] [[სონანტები|სონანტი]], ხოლო საუმლაუტი – ე და ი (წინამავალი). შედეგების მიხედვით უკანა მიმართულების უმლაუტი გაცილებით რთულია, ვიდრე პალატალური უმლაუტი, რომელსაც მ. ქალდანის მონოგრაფიის გამოქვეყნებამდე სპეციალისტთა უმრავლესობა უმლაუტის ერთადერთ სახედ მიიჩნევდა სვანურში. ქართველოლოგიური [[ლინგვისტიკა|ლინგვისტიკის]] ამჟამინდელი დონის შესაბამისად ირკვევა, რომ წინა მიმართულების უმლაუტი გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე უკანა მიმართულებისა. მიღებულია ძალზე მნიშვნელოვანი შედეგები სვანურ [[ლექსემა]]თა ისტორიული სახის აღსადგენად:
 
 +
 +
1. თუ ბოლოკიდურ დახურულ ან ღია [[მარცვალი (გრამატიკა)|მარცვალში]] ამოსავალი ე გვაძლევს უმლაუტიან ა-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ ოდესღაც ფუძე ბოლოვდებოდა -ა ხმოვანზე ან -[[ფაილი:Uuuu.JPG|12პქ|]] სონანტზე;
 +
 +
2. XIII ს. სევანური ენის ენგურის ხეობის დიალექტებში უკვე გვქონდა ორივე (ურთიერთსაპირისპირო)
 +
მიმართულების უმლაუტი.
 +
 +
3. სვანურში უმლაუტის სისტემის ჩამოყალიბება-განვითარების თვალსაზრისით ორი პერიოდი შეინიშნება: პირველი ([[ფაილი:AAA XAZIANI.PNG||8პქ]] > ე, [[ფაილი:Oo xazit.JPG|12პქ|]] > ე, [[ფაილი:Uu xaziani.JPG|12პქ|]] > ი) მთელი სვანურისთვის უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი, ხოლო მეორე ([[ფაილი:AAA XAZIANI.PNG||8პქ]], [[ფაილი:Oo xazit.JPG|12პქ|]] , [[ფაილი:Uu xaziani.JPG|12პქ|]]) – მხოლოდ ზემოსვანურისა და ლენტეხურისთვის (ეს უკანასკნელი ლაშხურმა დიალექტმა არ იცის).

14:07, 27 თებერვალი 2024-ის ვერსია

უმლაუტი – (გერმ. Umlaut – გადახმოვანება) ,მეტაფონია (ბერძ. metaphoneo) ხმოვანთა რეგრესული ნაწილობრივი ასიმილაცია.

ფონეტიკურად უმლაუტი არის წინამდგომ (ძირეულ) მარცვალში ხმოვნის გაფართოება-დავიწროება მომდევნო მარცვლის ხმოვნის გავლენით. ყველაზე გავრცელებულია პალატალური გადაბგერება, როდესაც წინა რიგის დასურული ხმოვანი (განსაკუთრებით ი და ჲ) იწვევს ენის წინ გადაწევას, რის შედეგადაც ხდება რეზონატორული შევიწროება, ე. ი. a. o. u. → ā (e), ö, o. უმლაუტის სახეებია აგრეთვე ძირეული ხმოვნების ველარიზაცია და ლაბიალიზაცია სუფიქსის შესაბამისი ხმოვნის გავლენით. მაუმლაუტირებელი სუფიქსი ხშირად იკარგება და შეცვლილი ძირი იძენს გრამატიკულ ფუნქციას (შინაგანი ფლექსია). გამაფართოებელ უმლაუტს (brechung) უწოდებენ ველარულ ასიმილაციას, რადგან გაფართოებას თან ახლავს ხმოვნის უკან გადაწევა. დამავიწროებელ უმლაუტს უწოდებენ საკუთრივ უმლაუტს, ანუ პალატალურს, რადგანაც ხმოვნის არტიკულაცია შუა ენისკენ გადაიწევს. უმლაუტი შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი ფონეტიკური პროცესი, ისე ისტორიული გრამატიკალიზებული. ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, პალატალური უმლაუტია.

ქართული სალიტერატურო ენაში უმლაუტი არა გვაქვს, გავრცელებულია დიალექტებში. პილატალური უმლაუტი გვხვდება, მაგ., იმერულში (წავიდა > წევიდა).

ქართველურ ენათაგან პალატალური უმლაუტი ფართოდ არის წარმოდგენილი სვანურში. სვანური უმლაუტის კვლევას საფუძველი ჩაუყარა ა. შანიძემ. შემდეგ ამ პრობლემაზე მუშაობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები: ვ. თოფურია, გ. დეეტერსი, ს. ჟღენტი, თ. შარაძენიძე, მ. ქალდანი, გ. მაჭავარიანი, თ. გამყრელიძე, გ. კლიმოვი, კ. ჰ. შმიდტი, ა. ონიანი, ზ. ჭუმბურიძე, ი. ჩანტლაძე…

სვანური უმლაუტის კვლევის დროს არაერთი თეორიული საკითხი დაისვა და გადაიჭრა, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სვანურისა (და საერთოდ ქართველოლოგიის), არამედ უმლაუტთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემატიკის თვალსაზრისით. შესწავლილ იქნა სვანური უმლაუტის (დიალექტებისა და კილოკავების მიხედვით) გამომწვევი მიზეზები და შედეგები, მათი მოქმედების რელატიური ქრონოლოგიის საკითხები და მრავალი სხვა.

სწორედ უმლაუტის კანონზომიერებათა გათვალისწინებით მოეფინა ნათელი აბლაუტად მიჩნეულ ბევრ აუხსნელ ხმოვანთმონაცვლეობას. დიდძალ საილუსტრაციო მასალაზე წლების განმავლობაში დაკვირვებამ აშკარად ცხადყო (მ. ქალდანი), რომ სვანურ ენაში ხმოვანთა ასიმილაციას განაპირობებს არა მხოლოდ წინა მიმართულების უმლაუტი (ა, ო, უ, AAA XAZIANI.PNG, Oo xazit.JPG û + AAA XAZIANI.PNGი > ჲ / ე > , Oo xazit.JPG, Uu xaziani.JPG, AAA XAZIANI.PNG, O rkalit.JPG, Uu xaziani.JPG, არამედ უკანა მიმართულებისაც (ე + ა > AAA XAZIANI.PNG (ბზ- უშგ.) > ა (ბქ., ლნტ.), ი + ა > ე (ბქ) > AAA XAZIANI.PNG (ბზ. უშგ.), ე + Uuuu.JPG > AAA XAZIANI.PNG (ბზ.უშგ.) > ა (ბქ., ლნტ.), ე + ო/უ > AAA XAZIANI.PNG(უშგ.) – შედარებით იშვიათად, ი + Uuuu.JPG > ე (ბქ.) > AAA XAZIANI.PNG (ბზ., უშგ.). ამ უკანასნელში მეუმლაუტე ფონემებია უკანა რიგის ა ხმოვანი და Uuuu.JPG სონანტი, ხოლო საუმლაუტი – ე და ი (წინამავალი). შედეგების მიხედვით უკანა მიმართულების უმლაუტი გაცილებით რთულია, ვიდრე პალატალური უმლაუტი, რომელსაც მ. ქალდანის მონოგრაფიის გამოქვეყნებამდე სპეციალისტთა უმრავლესობა უმლაუტის ერთადერთ სახედ მიიჩნევდა სვანურში. ქართველოლოგიური ლინგვისტიკის ამჟამინდელი დონის შესაბამისად ირკვევა, რომ წინა მიმართულების უმლაუტი გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე უკანა მიმართულებისა. მიღებულია ძალზე მნიშვნელოვანი შედეგები სვანურ ლექსემათა ისტორიული სახის აღსადგენად:

1. თუ ბოლოკიდურ დახურულ ან ღია მარცვალში ამოსავალი ე გვაძლევს უმლაუტიან ა-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ ოდესღაც ფუძე ბოლოვდებოდა -ა ხმოვანზე ან -Uuuu.JPG სონანტზე;

2. XIII ს. სევანური ენის ენგურის ხეობის დიალექტებში უკვე გვქონდა ორივე (ურთიერთსაპირისპირო) მიმართულების უმლაუტი.

3. სვანურში უმლაუტის სისტემის ჩამოყალიბება-განვითარების თვალსაზრისით ორი პერიოდი შეინიშნება: პირველი (AAA XAZIANI.PNG > ე, Oo xazit.JPG > ე, Uu xaziani.JPG > ი) მთელი სვანურისთვის უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი, ხოლო მეორე (AAA XAZIANI.PNG, Oo xazit.JPG , Uu xaziani.JPG) – მხოლოდ ზემოსვანურისა და ლენტეხურისთვის (ეს უკანასკნელი ლაშხურმა დიალექტმა არ იცის).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები