პასკალი ბლეზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პასკალი ბლეზ''' (1623 – 1662), ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ფილოსო...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ბლეზ პასკალი“ გადაიტანა გვერდზე „პასკალი ბლეზ“) |
00:06, 5 ივლისი 2024-ის ვერსია
პასკალი ბლეზ (1623 – 1662), ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალი. პირველი ტრაქტატი „კონუსური კვეთების თეორიის გამოცდილება“ დაწერა 16 წლის ახალგაზრდამ. იგი შეიცავს გეგმილური გეომეტრიის ერთ-ერთ ძირითად თეორემას – პასკალის დიდ თეორემას. ავტორია შრომებისა არითმეტიკაში, ალგებრაში, რიცხვთა თეორიაში, ალბათობათა თეორიაში. განავითარა უსასრულოდ მცირეთა ანალიზი.