რუხი წერო
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:RUXI WERO.PNG|thumb|რუხი წერო]] | + | [[ფაილი:RUXI WERO.PNG|thumb|რუხი წერო]] |
| − | '''რუხი წერო''' | + | '''რუხი წერო''' (ლათ. Grus grus Linnaeus, 1758) – ფრინველი წეროსებრთა ოჯახიდან. |
| + | * კლასი − ფრინველები (AVES) | ||
| + | * რიგი − [[წეროსნაირნი]] (Gruiformes) | ||
| + | * ოჯახი − [[წეროსებრნი]] (Grudae) | ||
| + | * გვარი − [[წერო]] (Grus) | ||
| + | რუხი წერო დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 520-660 მმ-ია, გალო 220-260 მმ, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] −100-120 მმ, წონა 4-7 კგ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველის ზემო და ქვემო მხარე, კუდის ზემო და ქვემო მფარავებთან ერთად ღია [[რუხი (ფერი)|რუხი]] ფერისაა; კისერი უკანიდან და გვერდებიდან [[თეთრი (ფერი)|თეთრი]]ა; პირის კუთხეები, შუბლი და თხემი დაფარულია ბალნისმაგვარი შავი ბუმბულებით; კეფაზე წითელი ფერის ტიტველი ლაქაა; კისერი წინიდან და ყელი მუქი რუხია; პირველი რიგის მომქნევები შავია; მეორე რიგის მომქნევების გარეთა მარაოები და წვეროებიც შავია, ხოლო მათი შიგნითა მარაოები − რუხი. მესამე რიგის მომქნევები ძლიერ წაგრძელებულია, ხშირად დაცარულია და კუდის ზემოდანაა გადმოშვერილი. მათი შეფერილობა რუხია, მაგრამ ბოლოები აქვთ შავი; საჭის ბუმბულები რუხი ფერისაა, მხოლოდ ბოლოშია მუქი-მურა; ნისკარტი მომწვანო-რუხია, ფეხები − შავი. ახალგაზრდა ფრინველს თავი მთლიანად შემოსილი აქვს, კისერი რუხია, ჟანგმიწისფერი ელფერით; მესამე რიგის მომქნევები სიგრძით არ სჭარბობენ მეორე რიგის მომქნევებს. ფეხები მოწითალოა. | ||
| − | რუხი წერო | + | ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება დასავლური რუხი წერო — G. g. grus Linn., 1758. |
| − | რუხი წერო საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა. | + | ====გავრცელება==== |
| + | სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს [[ევროპა]]სა და [[აზია]]ს, [[დასავლეთი]]თ სკანდინავიიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთ [[გერმანია|გერმანიიდან]], | ||
| + | [[აღმოსავლეთი]]თ −მდ. კოლიმის აუზამდე; [[ჩრდილოეთი]]თ სკანდინავიასა და კოლის ნახევარკუნძულზე 68-ე პარალელამდე, ობის ქვემო დინებამდე და ალდანის შესართავამდე. [[სამხრეთი]]თ − ჩრდილოეთი [[უკრაინა]], ვოლგის ქვემო დინება, ურალისა და ემბის შუა წელი, არალის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპიროები, სირ-დარია, ისიკ-ყული, ზაისანი, ალტაი და დაურია. იზოლირებული კოლონიები ცნობილია [[ტუნისი|ტუნისში]], სამხრეთ [[ესპანეთი|ესპანეთში]], ჩრდილოეთ [[იტალია]]ში, ბალკანეთში, სამხრეთ უკრაინაში, მცირე აზიაში, [[თურქეთი|თურქეთში]], ჩრდილო [[მონღოლეთი|მონღოლეთში]] და [[ამიერკავკასია]]ში. იზამთრებს ჩრდილოეთ [[აფრიკა]]ში და სამხრეთ [[აზია]]ში, მესოპოტამიაში, ირანში, ჩრდილოეთ [[ინდოეთი|ინდოეთსა]] და [[ჩინეთი|ჩინეთში]]. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში. [[საქართველო]]ში წინათ ბუდობდა [[ჯავახეთი|ჯავახეთში]], ამჟამად ცალკეული წყვილები აღნიშნულია [[ხოზაფინის ტბა]]სთან და მარტვილის რაიონში. | ||
| + | |||
| + | ====ბიოტოპი==== | ||
| + | ბუდობს ხავსიან ვრცელ ჭაობებში, ტბების [[ლელქაში]]ან სანაპიროებზე, ჭალის ფართო მდელოებზე. ასეთი ადგილები შეიძლება იყოს ტაიგაში, ტყე-ველებში, ველ-მინდვრებში, ველებში, ტბიან და ჭაობებიან ადგილებში, ნახევარუდაბნოებში და მთებშიც კი. ტუნდრაში არ შედის. | ||
| + | |||
| + | ====გამრავლება==== | ||
| + | [[მონოგამია|მონოგამიური]] ფრინველია და ქმნის მუდმივ წყვილებს (ერთ-ერთს სიკვდილამდე). საქართველოში მოფრინავს მარტში, ხოლო მიფრინავს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბერში. ბუდეს იკეთებს ჭაობის მშრალ ადგილებში — მიწაზე; ფეხებით ამოთხრის პატარა ორმოს და ამოაგებს მას წვრილი ტოტებით, ბალახებით ან უბრალოდ დატკეპნის დამპალ ლერწამს. მარტივი ბუდე ზოგჯერ ამოფენილია მცირე რაოდენობის მცენარეული ბურბუშელით. საბუდარი ტერიტორია შემოიფარგლება 5-6 კილომეტრით. აპრილში დებს 2 კვერცხს. კრუხად ჯდება უპირატესად დედალი, საინკუბაციო პერიოდი 29-30 დღეს გრძელდება. კრუხობს დედალ-მამალი, მაგრამ დედალი – უფრო მეტ ხანს. მართვეებს ორივე მშობელი კვებავს; გამოჩეკიდან ორი კვირის შემდეგ მართვეებს ეზრდებათ მომქნევი ბუმბულები, ხოლო ერთი თვის ასაკში ისინი უკვე მთლიანად იმოსებიან ბუმბულით. აგვისტოში წეროები იწყებენ ნომადობას, ხოლო თვის დამლევისათვის იკრიბებიან გუნდებად და ემზადებიან გადასაფრენად. | ||
| + | |||
| + | ====კვება==== | ||
| + | ძირითადად ფიტოფაგი ფრინველია. საკვების შემადგენლობა ცვალებადობს სეზონების მიხედვით. ეტანება [[მარცვლოვანი კულტურები|მარცვლოვანების]] აღმონაცენებსა და მარცვლებს, [[ჭაობი|ჭაობის]] ბალახოვან მცენარეთა ყლორტებსა და [[ფესვი|ფესვებს]], ნაირგვარ კენკრას. მცირე რაოდენობით ჭამს [[მწერები|მწერებს]], ბაყაყებს, გველებს, თაგვისებურ მღრღნელებსა და [[მოლუსკები|მოლუსკებს]]. | ||
| + | |||
| + | ====მნიშვნელობა==== | ||
| + | წეროზე არ ნადირობენ, მისი ხორცის დაბალი ღირსების გამო. ზოგან აზიანებს მარცვლოვანებს, მაგრამ წეროს მცირერიცხოვნობის გამო ეს ზიანი დიდი არაა, ხოლო მავნე მწერებისა და მღრღნელების განადგურებით გარკვეული სარგებლობა მოაქვს. აქვს ესთეტიკური მნიშვნელობაც. რუხი წერო საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| + | *[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]] | ||
* [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] | * [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] | ||
* საქართველოს წითელი წიგნი | * საქართველოს წითელი წიგნი | ||
[[კატეგორია:ფრინველები]] | [[კატეგორია:ფრინველები]] | ||
[[კატეგორია:წეროსებრნი]] | [[კატეგორია:წეროსებრნი]] | ||
| + | [[კატეგორია:წეროსნაირნი]] | ||
| + | [[კატეგორია:წერო]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:53, 24 თებერვალი 2025 მდგომარეობით
რუხი წერო (ლათ. Grus grus Linnaeus, 1758) – ფრინველი წეროსებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − წეროსნაირნი (Gruiformes)
- ოჯახი − წეროსებრნი (Grudae)
- გვარი − წერო (Grus)
რუხი წერო დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 520-660 მმ-ია, გალო 220-260 მმ, ნისკარტი −100-120 მმ, წონა 4-7 კგ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველის ზემო და ქვემო მხარე, კუდის ზემო და ქვემო მფარავებთან ერთად ღია რუხი ფერისაა; კისერი უკანიდან და გვერდებიდან თეთრია; პირის კუთხეები, შუბლი და თხემი დაფარულია ბალნისმაგვარი შავი ბუმბულებით; კეფაზე წითელი ფერის ტიტველი ლაქაა; კისერი წინიდან და ყელი მუქი რუხია; პირველი რიგის მომქნევები შავია; მეორე რიგის მომქნევების გარეთა მარაოები და წვეროებიც შავია, ხოლო მათი შიგნითა მარაოები − რუხი. მესამე რიგის მომქნევები ძლიერ წაგრძელებულია, ხშირად დაცარულია და კუდის ზემოდანაა გადმოშვერილი. მათი შეფერილობა რუხია, მაგრამ ბოლოები აქვთ შავი; საჭის ბუმბულები რუხი ფერისაა, მხოლოდ ბოლოშია მუქი-მურა; ნისკარტი მომწვანო-რუხია, ფეხები − შავი. ახალგაზრდა ფრინველს თავი მთლიანად შემოსილი აქვს, კისერი რუხია, ჟანგმიწისფერი ელფერით; მესამე რიგის მომქნევები სიგრძით არ სჭარბობენ მეორე რიგის მომქნევებს. ფეხები მოწითალოა.
ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება დასავლური რუხი წერო — G. g. grus Linn., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას, დასავლეთით სკანდინავიიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიიდან, აღმოსავლეთით −მდ. კოლიმის აუზამდე; ჩრდილოეთით სკანდინავიასა და კოლის ნახევარკუნძულზე 68-ე პარალელამდე, ობის ქვემო დინებამდე და ალდანის შესართავამდე. სამხრეთით − ჩრდილოეთი უკრაინა, ვოლგის ქვემო დინება, ურალისა და ემბის შუა წელი, არალის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპიროები, სირ-დარია, ისიკ-ყული, ზაისანი, ალტაი და დაურია. იზოლირებული კოლონიები ცნობილია ტუნისში, სამხრეთ ესპანეთში, ჩრდილოეთ იტალიაში, ბალკანეთში, სამხრეთ უკრაინაში, მცირე აზიაში, თურქეთში, ჩრდილო მონღოლეთში და ამიერკავკასიაში. იზამთრებს ჩრდილოეთ აფრიკაში და სამხრეთ აზიაში, მესოპოტამიაში, ირანში, ჩრდილოეთ ინდოეთსა და ჩინეთში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში. საქართველოში წინათ ბუდობდა ჯავახეთში, ამჟამად ცალკეული წყვილები აღნიშნულია ხოზაფინის ტბასთან და მარტვილის რაიონში.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბუდობს ხავსიან ვრცელ ჭაობებში, ტბების ლელქაშიან სანაპიროებზე, ჭალის ფართო მდელოებზე. ასეთი ადგილები შეიძლება იყოს ტაიგაში, ტყე-ველებში, ველ-მინდვრებში, ველებში, ტბიან და ჭაობებიან ადგილებში, ნახევარუდაბნოებში და მთებშიც კი. ტუნდრაში არ შედის.
[რედაქტირება] გამრავლება
მონოგამიური ფრინველია და ქმნის მუდმივ წყვილებს (ერთ-ერთს სიკვდილამდე). საქართველოში მოფრინავს მარტში, ხოლო მიფრინავს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბერში. ბუდეს იკეთებს ჭაობის მშრალ ადგილებში — მიწაზე; ფეხებით ამოთხრის პატარა ორმოს და ამოაგებს მას წვრილი ტოტებით, ბალახებით ან უბრალოდ დატკეპნის დამპალ ლერწამს. მარტივი ბუდე ზოგჯერ ამოფენილია მცირე რაოდენობის მცენარეული ბურბუშელით. საბუდარი ტერიტორია შემოიფარგლება 5-6 კილომეტრით. აპრილში დებს 2 კვერცხს. კრუხად ჯდება უპირატესად დედალი, საინკუბაციო პერიოდი 29-30 დღეს გრძელდება. კრუხობს დედალ-მამალი, მაგრამ დედალი – უფრო მეტ ხანს. მართვეებს ორივე მშობელი კვებავს; გამოჩეკიდან ორი კვირის შემდეგ მართვეებს ეზრდებათ მომქნევი ბუმბულები, ხოლო ერთი თვის ასაკში ისინი უკვე მთლიანად იმოსებიან ბუმბულით. აგვისტოში წეროები იწყებენ ნომადობას, ხოლო თვის დამლევისათვის იკრიბებიან გუნდებად და ემზადებიან გადასაფრენად.
[რედაქტირება] კვება
ძირითადად ფიტოფაგი ფრინველია. საკვების შემადგენლობა ცვალებადობს სეზონების მიხედვით. ეტანება მარცვლოვანების აღმონაცენებსა და მარცვლებს, ჭაობის ბალახოვან მცენარეთა ყლორტებსა და ფესვებს, ნაირგვარ კენკრას. მცირე რაოდენობით ჭამს მწერებს, ბაყაყებს, გველებს, თაგვისებურ მღრღნელებსა და მოლუსკებს.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
წეროზე არ ნადირობენ, მისი ხორცის დაბალი ღირსების გამო. ზოგან აზიანებს მარცვლოვანებს, მაგრამ წეროს მცირერიცხოვნობის გამო ეს ზიანი დიდი არაა, ხოლო მავნე მწერებისა და მღრღნელების განადგურებით გარკვეული სარგებლობა მოაქვს. აქვს ესთეტიკური მნიშვნელობაც. რუხი წერო საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა.
[რედაქტირება] წყარო
- საქართველოს ფრინველების სარკვევი
- სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი
- საქართველოს წითელი წიგნი